ზუგდიდში ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს
გამოქვეყნებულია: 2015-12-29 16:36:00
ხმაური იყო ზუგდიდში - ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებს და ამტკიცებს, რომ "ბლოკ ჯორჯიამ" უკანონო და მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო. მათ დღეს კომპანიის მიერ დასახელებული ახალი კანდიდატი შენობაში არ შეუშვეს. მედპერსონალი ამტკიცებს, რომ "ბლოკ ჯორჯიამ" შენობა უკანონოდ მიითვისა. ინფექციური საავადმყოფო C ჰეპატიტის პროგრამასაც ახორციელებს. უკმაყოფილება გამოთქვეს დღეს პაციენტებმაც, რომლებიც შიშობენ, რომ მსგავსი დაპირისპირების გამო, მათი მკურნალობის კურსი შესაძლოა, შეფერხდეს. დაპირისპირების შემდეგ ახალმა დირექტორმა შენობა დატოვა, თუმცა რას აპირებს მომავალში, გეგმებზე არ საუბრობს. მედპერდონალის განცხადებით, სწორედ ახალი დირექტორის "დამსახურებით" მათ საახალწლოდ ხელფასები ვერ აიღეს.
წაკითხვა