საზოგადოებრივი
104.5 FM
სროლა „ქართული ოცნების“ შტაბთან და ხუთი დაჭრილი - რა ვერსიებზე საუბრობენ მარნეულში თავდასხმის შემდეგ
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 20:00:00
მარნეულში მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულს ამ წუთებშიც ეძებენ. სოფელ ყიზილაჯლოში ,,ქართული ოცნების” საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი და საარჩევნო შტაბის წევრი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. დანარჩენი ორი დაჭრილის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია.    ოპოზიციური პარტიების ნაწილი მომხდარს მმართველი პარტიის მარნეულის ოფისში არსებულ შიდა კონფლიქტს და მერობის კანდიდატის შეცვლას უკავშირებს, რასაც სახელისუფლებლო გუნდი გამორიცხავს. ვერსიებს შორის სახელდება ბიზნეს-დავაც. დიპლომატები და არასამთავრობო ორგანიზაციები ფაქტის დროულად გამოძიებას ითხოვენ. სოფელ ყიზილაჯლოში ,,ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბთან სროლის ხმა გუშინ გვიან ღამით გაისმა.გურამ როგავას რეპორტაჟი. 
წაკითხვა
არჩევნების დღეს სერვისების განვითარების სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:34:00
არჩევნების დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ცხელი ხაზი ამოქმედდება.სააგენტოს თავმჯდომარის, სოსო გიორგაძის თქმით საარჩევნო უბანზე საბუთებთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები გაუწევენ.ცხელი ხაზი 21 ოქტომბერს 08:00 საათიდან 22:00 საათამდე იმუშავებს. ცხელი ხაზის ნომერია 240 10 10 .
წაკითხვა
„ევროპული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიას აჯამებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:29:00
პარტია ევროპული საქართველო წინასაარჩევნო კამპანიას აჯამებს. პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები ამომრჩეველს მიმართავენ და აქტიურობისკენ მოუწოდებენ. 
წაკითხვა
„ლეიბორისტთა“ ლიდერმა მერობის კანდიდატთან ერთად შემაჯამებელი შეხვედრა გამართა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:15:00
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დედაქალაქის მერობის კანდიდატთან ერთად შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.პარტიის თავმჯდომარემ  ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა კიდევ ერთხელ გააცნო, ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, მათ შორის  სტუდენტების დაფინანსებაზე, კომუნალური ტარიფების შემცირებაზე, კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმებაზე და სამორინეების დახურვაზე.
წაკითხვა
„ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო პერიოდს აჯამებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:13:00
არჩევნებამდე ერთი დღით ადრე  ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  წინასაარჩევნო პერიოდს აჯამებს. პარტიის ლიდერები ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებენ.
წაკითხვა
NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წევრები თბილისში შეხვედრებს მართავენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:03:00
წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).სადამკვირვებლო მისიის წევრები პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ. მანამდე შეხვედრა გაიმართა დიპლომატიური კორპუსთან.საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეეხო. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს NDI-ის 30 მოკლევადიანი მონიტორი თბილისსა და რეგიონებში დააკვირდება.არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. თბილისში რამდენიმე უბანზე მისვლას გეგმავს ელჩი იან კელი.
წაკითხვა
„ევროპულმა საქართველომ“ წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 12:43:00
წინასაარჩევნო კამპანია სოფელ ფონიჭალაში შეხვედრაზე შეაჯამა ევროპულმა საქართველომ. მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი კრწანისის რაიონში მამუკა ახვლედიანი შეხვდა. ევროპული საქართვლოს ლიდერებმა მოსახლეობასთან სამოქმედო გეგმა განიხილეს. 
წაკითხვა
საია-ს შეფასებით, საარჩევნო გარემო მშვიდი და კონკურენტულია, თუმცა კვლავ ფიქსირდება დარღვევები
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 12:02:00
საია-ს შეფასებით, საარჩევნო გარემო მშვიდი და კონკურენტულია, თუმცა კვლავ ფიქსირდება დარღვევები, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებზე საუბრის დროს განაცხადა. საიას მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაფიქსირდა სავარაუდო მუქარა/ზეწოლის 10-ზე მეტი, ფიზიკური დაპირისპირების ხუთი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ცხრა, წინასაარჩევნო აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის ხუთი ფაქტი. ძირითადად, პრობლემები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში გამოიკვეთა.წინასაარჩევნო პერიოდში საია-ს დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ადამიანური რესურსის გამოყენების ფაქტები. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დაფიქსირდა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრებზე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების (სკოლის, საბავშვო ბაღების პედაგოგების, ააიპების თანამშრომლების) დასწრების ფაქტები.„ეს ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ ასეთი ხასიათის დასწრება ორგანიზებული და სავალდებულო იყო, რაც ცალკეულ შემთხვევებში დასტურდებოდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, რომლებმაც საგანმანათლებლო პროცესების პოლიტიზების რისკები შექმნა. იყო შემთხვევები, როდესაც სასწავლო გაკვეთილი პარტიული სიმბოლიკის გამოყენებით ჩატარდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების - რესურსცენტრის ხელმძღვანელების მხრიდან მოხდა მმართველი პარტიის კანდიდატების სასარგებლოდ აგიტაცია“- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.საია-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დაფიქსირდა სააგიტაციო მასალების გავრცელებაში ხელშეშლის არაერთი ფაქტი, სააგიტაციო პლაკატების ჩამოხევა, გადაკვრა, დაზიანება და წინასაარჩევნო შეხვედრების ხელშეშლის ფაქტები. რაც შეეხება მუქარას, ზეწოლასა და ფიზიკურ დაპირისპირებას, კვლევის თანახმად, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის კანდიდატები, საკუთარ კანდიდატურებს ზეწოლის ან გადაბირების შედეგად ხსნიდნენ. „წინასაარჩევნოდ მსგავსი ფაქტები ცალსახად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მშვიდ და სტაბილურ საარჩევნო გარემოს, გავლენას ახდენს არჩევნების პროცესის ჯანსაღ გარემოში ჩატარე
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნები 2017 - პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აქტივობები „მოამბეში“
გამოქვეყნებულია: 2017-10-19 20:34:00
თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ამომრჩევლები პოლიტიკური სუბიექტებისგან გზავნილებს ისმენენ.პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აქტივობები „მოამბეში“
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნები 2017 - წინასაარჩევნო აქტივობები #მოამბეში
გამოქვეყნებულია: 2017-10-18 20:38:00
გამოშვების ბოლოს წინასაარჩევნო აქტივობები. ორთვიანი საარჩევნო მარათონი დასასრულს უახლოვდება. მერობის და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად ორი დღე რჩებათ. კამპანიაში ჩართული სუბიექტების დღევანდელ შეხვედრებს ეკა კოპალიანი აშუქებდა.
წაკითხვა
წინასაარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაშია
განახლებულია: 2017-10-17 20:34:00
წინასაარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაშია. 
წაკითხვა
სატრანსპორტო პოლიტიკა - როგორია დედაქალაქის მერობის კანდიდატთა ხედვები
განახლებულია: 2017-10-17 20:20:00
სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვა და საცობების პრობლემის გადაჭრა თბილისის მერობის ყველა კანდიდატის ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა.კონკურენტები თანხმდებიან, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და მგზავრებისთვის კომფორტული პირობების შექმნაა, რაც, მათივე აზრით, კერძო ავტოტრანსპორტს ავტომატურად შეამცირებს. თუმცა ამ მიზნის მიღწევას კანდიდატები სხვადასხვა გზით გეგმავენ.  განსხვავებულია მათი ხედვა ფინანსების მოზიდვის კუთხითაც.დედაქალაქის მერობის კანდიდატების სატრანსპორტო პოლიტიკით ნათია ქენქაძე დაინტერესდა. ირმა ინაშვილის და ნიკოლოზ სანებლიძის გარდა ,,მოამბე” ყველა კანდიდატის პოზიციას გაგაცნობთ.  
წაკითხვა
"ევროპული საქართველოს" ორგანიზებით ზუგდიდში აქცია-მსვლელობა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 18:33:00
პარტია ევროპული საქართველოს ორგანიზებით ზუგდიდში აქცია- მსვლელობა გაიმართა. პარტიის ლიდერებმა და მერობის კანდიდატებმა რეგიონის მასშტაბით აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურება ხელისუფლებისაგან მოითხოვეს. აქციაზე მიიტანეს მავნებელი მწერიც - აზიური ფაროსანა. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება გააკრიტიკეს.
წაკითხვა
დემოკრატიულმა მოძრაობა-თავისუფალმა საქართველომ გორის რაიონის სოფელ ქვეშში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 18:28:00
დემოკრატიულმა მოძრაობა-თავისუფალმა საქართველომ გორის რაიონის სოფელ ქვეშში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარადგინა.სოფელში შეკრებილებს კანდიდატები ნინო ბურჯანაძემ წარუდგინა. პარტიის ლიდერმა ადგილზე მოისმინა საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ მცხოვრებთა პრობლემები, ისაუბრა რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე და ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
წაკითხვა
მერად არჩევის შემთხვევაში კახა კუკავა ერთ ლარად გადაცემული ყველა ქონების საქმის გამოძიებას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 18:25:00
თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში კახა კუკავა, ერთ ლარად გადაცემული ყველა ქონების საქმის გამოძიებას გეგმავს.თავისუფალი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატის განცხადებით, ეს მანკიერი პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.კუკავას ინიციატივით საკრებულოში შეიქმნება კომისია, რომელიც კორუფციული გზით  გასხვისებული ქონების საკითხებით დაინტერესდება.თბილისის მერობის კანდიდატმა და საკრებულოს სიის პირველმა ნომერმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ დღეს პრეზენტაციაც გამართეს და მათი განცხადებით უსამართლოდ გადაცემული მიწების მცირე ჩამონათვალი წარადგინეს.     
წაკითხვა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ 
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 12:39:00
ნაციონალური მოძრაობის წევრები სოფელ ტალერში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.ნიკა მელია და მარტვილის მერობის კანდიდატი მამუკა დანელია ადგილობრივების პრობლემებს გაეცნენ და არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.ყურადღება სოციალური პრობლემების მოგვარებასა და  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე გამახვილდა.
წაკითხვა
მერობის და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 20:37:00
თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. მერობის და საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატთა პოლიტიკური აქტივობები ნახეთ მოამბის სიუჟეტში.
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნები 2017 - პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო აქტივობები „მოამბეში“
გამოქვეყნებულია: 2017-10-15 20:38:00
არჩევნები ახლოვდება საქართველოში. 21 ოქტომბერს ქვეყანა ადგილობრივ თვითმმართველობებს აირჩევს. წინასაარჩევნო მარათონისთვის პარტიებს ხუთი დღე რჩებათ. როგორი იყო მათი დღევანდელი აქტივობები ნახეთ ნათია ქენქაძის სიუჟეტში.
წაკითხვა
რა გეგმები და პრიორიტეტები აქვს დედაქალაქის მერობის კანდიდატ ნიკოლოზ სანებლიძეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-14 20:29:00
ეროვნული მოძრაობა, პირველი მოწვევის პარლამენტი, ამჟამად "ტრადიციონალისტთა კავშირის" პოლიტიკური მდივანი და თბილისის მერობის კანდიდატი. პროფესიით ფილოლოგ ნიკოლოზ სანებლიძეს თბილისის განვითარების საკუთარი ხედვა აქვს. გამარჯვებისთვის ბრძოლაში კი მთავარ იარაღად  და უპირატესობად გამოცდილებას მიიჩნევს.  რა გეგმები და პრიორიტეტები აქვს დედაქალაქის მერობის კანდიდატს "ტრადიციონალისტთა კავშირიდან" - "მოამბის" ობიექტივში ნიკოლოზ სანებლიძე მოხვდა. სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
წინასაარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაშია
გამოქვეყნებულია: 2017-10-14 20:25:00
წინასაარჩევნო კამპანია დასკვნით ფაზაშია. მმართველი და ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამას, საკუთრ ხედვასა და პრიორიტეტებს აცნობენ. წინასაარჩევნო აქტივობები "მოამბის" სიუჟეტში.
წაკითხვა