საკრებულოს შუალედური არჩევნები, მერებისა და გამგებლების არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება
გამოქვეყნებულია: 2016-08-19 20:30:00
საკრებულოს შუალედური არჩევნების თარიღი ცნობილია. ცენტრალური სააარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, კენჭისყრა 8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნები შვიდ რაიონში უნდა ჩატარდეს. ესენია - წალკის, ჭიათურის, აბაშის, ზუგდიდის, კრწანისის, ისნისა და გლდანის საარჩევნო ოლქები. დღესვე პრეზიდენტმა მერებისა და გამგებლების რიგგარეშე არჩევნებიც დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ახალციხის, ხარაგაულის, ჭიათურის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში ჩატარდება. რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო, საკრებულოს წევრებს, რამდენიმე მერსა და გამგებელს უფლებამოსილება დროზე ადრე შეუჩერდა.
წაკითხვა