საზოგადოებრივი
104.5 FM
როგორ აფასებს მესამე სექტორი 12-საათიან საარჩევნო პროცესს
განახლებულია: 2017-10-21 20:43:00
საარჩევნო პროცესს აკვირდება მესამე სექტორიც. შვიდი არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ბრიფინგს ატარებს და მედიას საკუთარი წარმომადგენლებისა და მობილური ჯგუფებისგან მიღებულ ინფორმაციას აწვდის. უფლებადამცველ ორგანიზაციებს საკუთარი დამკვირვებლები 64 მუნიციპალიტეტში ჰყავთ გაგზავნილი. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამომრჩეველთა ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტებზე საუბრობენ და ცესკოსგან შესაბამის რეაგირებას ითხოვენ.       ანა ბროლაძე თემის დეტალებით. 
წაკითხვა
როგორია ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის
განახლებულია: 2017-10-21 20:36:00
საღამოს 17 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა  71%-ია, რაც მილიონ 262 809 ადამიანს შეადგენს. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა. აქტივობაზე საღამოს რვა საათის მონაცემს საარჩევნო ადმინისტრაცია უახლოეს წუთებში გამოაქვეყნებს.  სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით. 
წაკითხვა
კახა კუკავა - ეგზიტპოლს არ განვიხილავთ როგორც შედეგს, ეს არის ერთი კონკრეტული არხის კერძო მოსაზრება
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 20:35:00
ეგზიტპოლს არ განვიხილავთ როგორც შედეგს, ეს არის ერთი კონკრეტული არხის კერძო მოსაზრება, - ასე შეაფასა მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ "რუსთავი 2" - ის ეგზიტპოლების შედეგები, რომლის მიხედვითაც ის 3%-ით მე-5 ადგილზე გავიდა. მისი თქმით, ისინი დაელოდებიან ოფიციალურ შედეგებს.“ჩვენ ამას როგორც შედეგებს არ განვიხილავთ, დაველოდებით არჩევნების ოფიციალურ თუ არა, წინასწარ შედეგებს მაინც და მერე გავაკეთებთ კომენტარს. ეს არის ერთი კონკრეტული არხის კერძო მოსაზრება და არა შედეგი”,- განაცხადა კუკავამ. მისი თქმით, მას მოლოდინი აქვს უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებლის აღებისა.ერთ-ერთი ეგზიტპოლის 18:00 საათის მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს. ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისში, მერის ასარჩევად მეორე ტურის აუცილებლობა არ არის. მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზაალ უდუმაშვილია. 
წაკითხვა
ელენე ხოშტარია: ჩვენ უნდა გავაგრძელოთ შრომა, რომ ადამიანების ნდობა მივიპოვოთ
განახლებულია: 2017-10-21 20:32:00
ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია თვითმმართველობის არჩევნებს აფასებს. მარიამ ცარელაშვილი თემის დეტალებით. 
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი: თითოეული ხმისთვის ვიბრძოლებ 
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 20:30:00
ალეკო ელისაშვილი საარჩევნო შტაბში შემაჯამებელ ბრიფინგს მართავს.გიორგი კობერიძე თემის დეტალებით. 
წაკითხვა
თვითმმართველობა 2017 - საარჩევნო ყუთების დალუქვის პროცესი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 20:05:00
ამ წუთებში საარჩევნო ყუთების დალუქვის პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისი პროცედურების შემდეგ დათვლილი ბიულეტენები საუბნოდან საოლქოში, შემდეგ კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიგზავნება. გურამ როგავა თემის დეტალებით. 
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კალაძეს 54-დან 58 პროცენტამდე დაუწერენ
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 19:34:00
ჩვენს შტაბს აქვს ინფორმაცია, რომ კალაძეს 54-დან 58 პროცენტამდე დაუწერენ, - ეს განცხადება თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით, წინასწარ უკვე შემუშავდა გეგმა, რომლითაც მოხდება ციფრებით მანიპულირება. "ჩვენს შტაბს აქვს ინფორმაცია რომ კალაძეს დაუწერენ 54-დან 58 პროცენტამდე, ეს ციფრები გადაეგზავნება ცესკო-ს და ცესკო ურცხვად მოაწერს ხელს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ასევე, ელისაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საარჩევნო უბანი უსაფუძლოდ მის კიდევ ერთ დამკვირვებელს დაატოვებინეს. მერობის კანდიდატის თქმით, მისმა წარმომადგენელმა ამომრჩეველთა სიას ჩახედა და დაინტერესდა, კონკრეტულმა ამომრჩეველმა მოაწერა თუ არა ხელი, რა დროსაც ელისაშვილის თქმით, მას საარჩევნო უბანი დაატოვებინეს. ელისაშვილის შეფასებით, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიებიდან პირისპირ იწერენ მონაცემებს.
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე - ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაველოდებით, როცა ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთა საზოგადოებამ არჩევანი
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 19:17:00
"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძესთან მიმართ ინტერესი მნიშვნელოვანია და ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაველოდებით, როცა ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი საზოგადოებამ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.დეპუტატის თქმით, ხელისუფლების დაკვირვებით, საარჩევნო დღემ მშვიდ ვითარებაში, არსებითი დარღვევის გარეშე ჩაიარა.„ჩვენს მხარდამჭერებთან წინასწარი შეხვედრები გვქონდა და მათ როგორც კანდიდატები, ასევე წინასაარჩევნო პროგრამა გავაცანით. ამიტომ აქტიურობა, რომელიც დღეს იყო, ადასტურებს იმას, რომ არჩევნების, ჩვენი პროგრამისა და კანდიდატ კახი კალაძესთან მიმართებაში ინტერესი მნიშვნელოვანია და ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაველოდებით, როცა ოფიციალურად გახდება ცნობილი, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი საზოგადოებამ“, - განაცხადა თალაკვაძემ.
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელი საარჩევნო უბნებიდან მათი დამკვირვებლების უკანონოდ გამოძევებაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 19:04:00
ალეკო ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელი საარჩევნო უბნებიდან მათი დამკვირვებლების უკანონოდ გამოძევებაზე საუბრობს. როგორც ივანე ნორაკიძე იუწყება, მათი რამდენიმე წარმომადგენელი საუბნო-საარჩევნო კომისიებიდან იმ მოტივით გამოაძევეს, რომ ისინი პროცესს ხელს უშლიდნენ, თუმცა ნორაკიძე დასძენს, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.ელისაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმღვანელი მიიჩნევს, რომ საარჩევნო უბნებიდან მათი წარმომადგენლები სპეციალურად გამოაძევეს, რათა ისინი უბნების დახურვის შემდეგ, ხმების დათვლის პროცესს არ დასწრებოდნენ.„გავასაჩივრებთ, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, ამას აღარაფერი ეშველება. ეს ადამიანები ხმების დათვლის პროცესს უკვე ვეღარ დაესწრებიან, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს უბნები არის დიდუბის პირველი, მთაწმინდის მეექვსე და საბურთალოს 72-ე უბნები.კიდევ მიდის გადამოწმება. სხვა უბნებზეც უკვე პრობლემებს უქმნიან და შეგახსენებთ, ეს ის უბნებია, სადაც ე.წ. კარუსელები დაიჭირეს ჩვენმა წარმომადგენლებმა. მათ შორის, ერთი ფაქტი იყო ფოტოგადაღების და ამის გამოც ერთ წარმომადგენელს დაატოვებინეს უბანი, თუმცა ის სიას არ იღებდა და ისე ფოტოგადაღების უფლება ჰქონდა“ - განცხადა ივანე ნორაკიძემ პირველ არხთან.
წაკითხვა
სამცხე-ჯავახეთში მაღალი აქტივობაა - ასპინძის ოლქში ერთი საჩივარი დაიწერა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 18:35:00
მაღალი აქტივობა და მშვიდი ვითარებაა სამცხე-ჯავახეთში. ასპინძის ოლქში ერთი საჩივარია დაწერილი. საკუთარი არჩევანი უბნებზე უკვე დააფიქსირეს კანდიდატებმა. რა ვითარებაა ასპინძაში - ეთა მამალაშვილი განავრცობს თემას. 
წაკითხვა
ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში ხმაური იყო
განახლებულია: 2017-10-21 18:32:00
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში. ამის მიზეზი 83 წლის ქალის პროტესტი გახდა. მას გადაადგილების პრობლემა აქვს. გადასატანი ყუთი კი მოქალაქეს სახლში არ მიუტანეს. თეა აბსარიძე იმყოფება სოფელ ნასაკირალში.
წაკითხვა
გორის საარჩევნო ოლქში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
განახლებულია: 2017-10-21 18:30:00
მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი გორის საარჩევნო ოლქშიც. საოლქო კომისიაში ერთი საჩივარია დაფიქსირებული. ორ საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები. ნინო ფისაძე თემის დეტალებით. 
წაკითხვა
ცესკო-ს მონაცემებით, 17:00 საათისთვის ყველაზე აქტიური რეგიონი კვლავ რაჭა-ლეჩხუმია, თბილისში კი აქტივობით დიდუბის ოლქი გამოირჩევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 18:29:00
17 საათის მონცემების მიხედვით, ამომრცეველთა ყველაზე დიდი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა. რეგიონში სულ 34904 ამომრჩეველია რეგისტრირებულია, საიდანაც  ამ დოისთვის საარჩევნო უბანთან 18637 ამომრჩეველი უკვე მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 53,4%-ია.რაც შეეხება თბილისს. დედაქალაქში ყველაზე დიდი აქტივობით, დიდუბის ოლქი გამოირჩევა, სადაც 66 347 ამომრჩევლიდან საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა 25 766-მა ამომრჩეველმა, რაც 38,8%-ია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ისნის ოლქში დაფიქსირდა, სადაც 105 843 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან  32 175 ამომრჩეველი მისივდა საარცევნო ყუთტან, რაც 30,4%-ია.ასევე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ოლქია ამბროლაური, სადაც 11561 რეგისტრირებული ამომრჩევლიადნ, ხმა უკვე მისცა 6546-მა ამომრჩეველმა, რაც ამ ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 56,6%-ია.
წაკითხვა
რა სახის დარღვევები გამოვლინდა საარჩევნო პროცესში
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 18:24:00
კენჭისყრის პროცესში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ პოლიტიკური პარტიები და დამკვირვებლები. მათი ნაწილი უშუალოდ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული შემთხვევებია. ნაწილი კი პოლიტიკური პარტიების აქტივისტების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობას ეხება. ქეთევან ბერაიას სიუჟეტი დეტალებით. 
წაკითხვა
ისნის #6 საარჩევნო ოლქში სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 18:15:00
ისნის #6 საარჩევნო ოლქში ხმაური იყო 59-ე უბანზე. უბნის საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელსა და კომისიის ერთ-ერთ წევრს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? - მარიკა შალიკაშვილი გვერთვება პირდაპირ ეთერში.
წაკითხვა
ცესკო - ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ზუგდიდის ოლქის #46 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 18:15:00
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის ოლქის #46 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილებას ითხოვს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.„გადასატან ყუთში 53 ხელმოწერა დაფიქსირდა და მათ შორის დაფიქსირდა იმ ამომრჩევლების ხელმოწერაც, რომლებიც იყვნენ მისულები ასევე სტაციონარულ საარჩევნო უბანზე. საუბარია სამ ამომრჩეველზე. ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი უკვე შევიდა საოლქო საარჩევნო კომისიაში. ანალოგიური ფაქტი დაფიქსირდა წალენჯიხის #10 საარჩევნო უბანზეც და, რა თქმა უნდა, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მიიღებენ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ანა მიქელაძემ. 
წაკითხვა
საია-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 18:09:00
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით,  ამ ეტაპისთვის, ძირითადად პროცედურული დარღვევები ფიქსირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, საარჩევნო დარღვევებზე საია-ს დამკვირვებლებმა დაწერეს 52 საჩივარი უბანზე, ხოლო 35 - ოლქში. გარდა ამისა, მათ 105 შენიშვნა დააფიქსირეს.„გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული პრობლემებითერჯოლის #16 უბანზე ამომრჩეველმა განმარტა, რომ გადასატანი ყუთის სიაში მისი ნების გარეშე შეიყვანეს.ვანის #53 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელმაც განაცხადა, რომ არის გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა მას განცხადება კომისიის სახელზე არ დაუწერია.გორის #99 უბანზე გადასატანი ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მერის არჩევნების გამოუყენებელ ბიულეტენებს აკლდა ერთი ცალი ბიულეტენი.ზუგდიდის #46 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილ 2 ამომრჩეველს უბანზე მიაცემინეს ხმა.მარნეულის #50 უბანზე სამი ტიპის დარღვევა დაფიქსირდა:- რეგისტრატორმა თავისი ბეჭდის ნაცვლად კომისიის მდივნის ბეჭედი გამოიყენა;
წაკითხვა
ფოთის #34-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 18:08:00
ფოთის #34-ე საარჩევნო უბნიდან კომისიის თავმჯდომარემ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევა. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, თავმჯდომარემ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა მას დარღვევაზე მიუთითა.„დილიდან შევამჩნიე, რომ მარკირების ფარანი არ იყო მწყობრში, ვთქვი ამის შესახებ. შეცვალეს ელემენტები, მაგრამ გამართულად მაინც არ იმუშავა. კომისიის თავმჯდომარეს მოვთხოვე ეცნობებინა საოლქოსთვის და შეეცვალა ფარანი, თუმცა ყურად არ იღო. მას შემდეგ რაც სხვებთანაც არ დაფიქსირდა მარკირების კვალი და ამის შესახებ ხმამაღლა განვაცხადე, დამატოვებინა უბანი. საჩივარი დავწერე, მაგრამ არ მიიღეს“, - განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა თეა ქაჯაიამ.#34-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის ზაირა ომანაძის თქმით, თეა ქაჯაია დილიდანვე არასწორად ერთვებოდა კომისიის მუშაობაში, რის გამოც მას შენიშვნა არაერთხელ მისცა.ამჟამად უბანში არჩევნების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
წაკითხვა
ცესკო - 17:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 36.71 % შეადგინა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 17:56:00
17:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 36.71 % -ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 1 262 809 ადამიანმა.ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში შეინიშნება და 53.4% -ს შეადგენს.სხვა რეგიონებთან შედარებით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ისევ შიდა ქართლში ფიქსირდება - 31.5%. ამ დროისთვის საკუთარი არჩევანი გააკეთა დედაქალაქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 34.7%-მა.ცესკო-ს ცნობით, აქტივობის მაჩვენებელი თითქმის იმეორებს 2014 წლის თვითმმართველობის არჩვენების მაჩვენებლებს. 2014 წელს ამომრჩეველთა საერთო აქტივობამ 43.31% შეადგინა, ხოლო 17:00 საათისთვის ეს მონაცემი მაშინ 34.64%-ს უტოლდებოდა.
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი - ხუთ საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ ე.წ. კარუსელი
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 17:48:00
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მათს დამკვირვებლებზე ზეწოლისა და საარჩევნო უბნიდან გამოგდების ფაქტები დაფიქსირდა. მისი თქმით, ხუთ საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელის ფაქტები დაფიქსირდა.„ძალიან მძიმედ მიმდინარეობს პროცესი, პირველი საარჩევნო უბნიდან ზეწოლის შედეგად გამოაგდეს ჩვენი დამკვირვებელი, რამდენიმე უბანზე არის ზეწოლა დამკვირვებლებზე, ხუთ საარჩევნო უბანზე დავაფიქსირეთ ე.წ. კარუსელი. შესაბამისი საჩივრები დაწერილია, პირდაპირ ხორციელდება ზეწოლა ამომრჩეველზე, კომისიის წევრები პირდაპირ უბნიდან რეკავენ და აიძულებენ რომ მივიდნენ, გარეთ არიან მობილიზებულები კოორდინატორები“, - აცხადებს ელისაშვილი. ალეკო ელისაშვილთან ერთად, პრესკონფერენციაზე განცხადება გააკეთა საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჯოზეფ ალექსანდრე სმიტმა. მისი განცხადებით, მას დამოუკიდებლად არ ჰყავს უბნებზე დამკვირვებლები და უბნებზე მიმდინარე პროცესების შესახებ ელისაშვილის წარმომადგენლები აწვდიან ინფორმაციებს. გარდა ამისა, სმიტი ამბობს, რომ რამდენიმე საარჩევნო უბანზე პირადად იმყოფებოდა. დეპუტატობის კანდიდატის შეფასებით, დაფიქსირდა ამომრჩეველთა ნებაზე კონტროლი და ასევე გარკვეული დარღვევები.
წაკითხვა