ცესკო საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა მონაცემების ამოწერისა და გადამოწმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 17:16:00
ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნებზე დამკვირვებელთა მიერ ამომრჩეველთა მონაცემების ამოწერისა და გადამოწმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განმარტებით, დამკვირვებლებსა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დააკვირდნენ ამომრჩეველთა სიებში რეგისტრაციის პროცესს, მათ შორის, ნებისმიერი ადგილიდან, რაც ცალსახად დადგენილია საარჩევნო კანონმდებლობით.„კერძოდ, დამკვირვებელთა უფლებების შესახებ 41-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად: დამკვირვებელს უფლება აქვს დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და ა.შ. როგორც უკვე აღინიშნა, ზოგადად, ამომრჩევლის სახელი, გვარი და სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ცესკო-ს დადგენილების თანახმად, დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გადაღება, რომელიც არ მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, მათ შორის ამომრჩეველთა სიების საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი (სამაგიდო) ვერსია.შესაბამისად, სამაგიდო ვერსიის ფოტო-ვიდეო გადაღება დაუშვებელია და ასევე, საჯაროდ არ გაიცემა სამაგიდო სიის ასლები. ამასთან, რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვება უნდა განხორციელდეს ისე, რომ არ მოხდეს პერსონალური მონაცემის - პირადი ნომრის გამოყენება და კომისიის საქმიანობის ხელის შეშლა.როგორც ყველა წინა განცხადებაში, ახლაც აღვნიშნავთ, რომ არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა ისე უნდა განახორციელონ საკუთარი უფლებები, რომ ამომრჩეველს შ
წაკითხვა