რიოს ოლიმპიადიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორი ოლიმპიური მედლით დაბრუნდება
განახლებულია: 2016-08-12 20:50:00
რიოს ოლიმპიადიდან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორი ოლიმპიური მედლით დაბრუნდება. ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენებისთვის ძიუდოს ტურნირი დასრულებულია. ბოლო ძიუდოისტი, რომელმაც დღეს საქართველოს სახელით იასპარეზა, ადამ ოქრუაშვილი იყო. 27 წლის ფალავანი მძიმე წონით კატეგორიაში იაპონელ მეტოქესთან პირველივე წრეში დამარცხდა. შედეგად, საქართველოს დელეგაციამ მესამე ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი დაკარგა. საქართველოს რიოს ზაფხულის ოლიმპიადაზე ერთი ბრინჯაოს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა, ვერცხლის მედალი კი ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა. უკვე დღეს გულშემატკივრობა ბატუტზე მხტომელ ლუბა გოლოვინას და სიგრძეზე მხტომელ ბაჩანა ხორავას სჭირდებათ. ქართველი სპორტსმენების გამოსვლები ,,მოამბის” დასრულებისთანავე” დაიწყება.
წაკითხვა