A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

უამინდობა ევროპაში
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 13:57:00
უამინდობა ევროპაში. ოთხი ადამიანი ემსხვერპლა გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას საბერძნეთში. უამინდობას თან დაერთო ქვეყნის ჩრდილოეთით მდინარეზე არსებული დამბის გარღვევაც. წყლის ნაკადმა მიმდებარე ტერიტორია წალეკა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გადაუღებელმა წვიმებმა და უხვმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა რუმინეთსაც. უამინდობამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ავტომაგისტრალების პარალიზება გამოიწვია. ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურასაც. ხელისუფლებამ მოსახლეობას ონკანიდან სასმელი წყლის მიღებისგან თავის შეკავება ურჩია. სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. 
წაკითხვა
რუსული ავიაგამანადგურებლების ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში მანევრირების ვიდეოკადრები გავრცელდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 13:49:00
ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრომ რუსული ავიაგამანადგურებლების "სუ-34 –ის" ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში მანევრირების ვიდეოკადრები გაავრცელა.  შემთხვევას ადგილი 10 ნოემბერს ჰქონდა. რუსეთის საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი ბალტიის სივრცეში შეიჭრა, მათ გზა ჰოლანდიის „ეფ-16“ ტიპის გამანადგურებლებმა გადაუჭრეს, რის შედეგადაც რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა კურსი შეცვალეს და კალინინგრადის მიმართულებით გაფრინდნენ. ვიდეოკადრები ჰოლანდიური ავიაგამანადგურებლის კაბინიდან არის გადაღებული. ნატოს შეფასებით, ბოლო პერიოდში ევროპის სივრცეში რუსული ავიაგამანადგურებლების აქტიურობა მკვეთრად შეინიშნება, რაც პოტენციური საფრთხის შემცველია. 
წაკითხვა
პოროშენკო - ბოლო 7 თვის განმავლობაში პირველად, უკრაინაში სიმშვიდეა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 13:33:00
 ბოლო 7 თვის განმავლობაში პირველად, უკრაინაში სიმშვიდეა – განაცხადა ავსტრალიაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა. პოროშენკომ განმარტა , რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში არ დაღუპულა და დაჭრილა არც ერთი უკრაინელი სამხედრო. „დუმილის რეჟიმი“ უკრაინაში 9 დეკემბრიდან მოქმედებს. 11 დეკემბერს თვითგამოცხადებულ დონეცკსა და ლუგანსკში  ფრონტის ხაზიდან არტილერიის გაყვანის შესახებ განაცხადეს.
წაკითხვა
ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 13:26:00
ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გრძელდება. ბათუმის მოსახლეობას უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიური ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა.
წაკითხვა
იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს თანამედროვე აპარატურა გადაეცა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 13:16:00
ჩეხეთის მთავრობის ხელშეწყობით, იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკს თანამედროვე აპარატურა გადაეცა. რომლის საშუალებითაც, შესაძლებელია აფერეზის მეთოდით სისხლის კომპონენტების დამზადება. პაციენტები ევროგაერთიანების რეკომენდაციის მიხედვით დამზადებულ სისხლის კომპონენტებს მიიღებენ. იაშვიის კლინიკაში განმარტავენ, რომ სისტემას ანალოგი პოსტსაბჭოთა ქვყნებში ამ ეტაპზე არ აქვს. 
წაკითხვა
მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი სამშობლოში დაბრუნდა
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 13:10:00
6 თვიანი  მისიის შემდეგ მეორე ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი, სრული შემადგენლობით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა.  მთავარი ამოცანა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სტაბილურობის შენარჩუნება იყო. ისინი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდნენ პატრულირებას. 
წაკითხვა
საქართველოში სომხეთის პრემიერის ვიზიტი გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-12 12:39:00
საქართველოში სომხეთის პრემიერმინისტრის ვიზიტი გრძელდება. ჰოვიკ აბრაჰამიანმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
წაკითხვა
სეპარატისტების ცეცხლს სამი უკრაინელი ჯარისკაცი ემსხვერპლა
განახლებულია: 2014-12-11 20:46:00
უკრაინის აღმოსავლეთში ისევ ისვრიან. პრორუსმა სეპარატისტებმა უკრაინელ მებრძოლებს ცეცხლი გაუხსნენს. დაიღუპა სამი ჯარისკაცი. რადა კი ნეიტრალიტეტის სტატუსის გაუქმებაზე მსჯელობს. დეპუტატებს ინიციატივით პრემიერმა მიმართა. ქვეყნის სამხედრო ორგანიზაციებში გაწევრიანების აკრძალავის ბრძანება წლების წინ იანუკოვიჩმა გასცა.
წაკითხვა
სანატორიუმის ავარიულ შენობაში 6 ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს
განახლებულია: 2014-12-11 20:44:00
ცაიშში 6 დევნილი ოჯახი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სანატორიუმის ყოფილი შენობა ავარიულია, ოთახებში წვიმს, დევნილებს არ მიეწოდებათ წყალი.ცაისში მცხოვრებ დევნილებს „მოამბის“ ჟურნალისტი ნატო ბერულავა ესტუმრა.
წაკითხვა
წელს პირველად, გუდაურში ამინდის პროგნოზს არ დაელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 20:39:00
რეპორტაჟი თეთრი კურორტიდან - წელს პირველად, გუდაურში ამინდის პროგნოზს არ დაელოდებიან.20 დეკემბერს ზამთრის კურორტზე სეზონი გაიხსნება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია. სასტუროების მეპატრონეები ტურისტთა მოლოდინში არიან. გუდაურს ლაშა მესხი სტურობდა, რომელმაც გაარკვია, რომ თუ თოვლი არ მოვა, სათხილამურო ტრასების ხელოვნური გათოვლიანება მოხდება.
წაკითხვა
ღარიბაშვილი სომეხ კოლეგას მასპინძლობს
განახლებულია: 2014-12-11 20:37:00
საქართველო სომხეთის პრემიერს მასპინძლობს. ჰოვიკ აბრაჰამიანი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.პირისპირ შეხვედრა მიდიისთვის დახურული იყო. ეკონომიკური თანაშრომლობის გაღრმავება და მოქმედი სავაჭრო რეჟიმის შენარჩუნება მეზობლებისთვის პრიორიტეტია.
წაკითხვა
საქართველო აშშ-ისგან 30 მლნ დოლარს მიიღებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 20:22:00
საგარეო სამხედრო დაფინანსების პროგრამით, საქართველო აშშ-ისგან 30 მლნ აშშ დოლარს მიიღებს.აშშ-ის კონგრესში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, საქართველოსთვის გათვალისწინებულია 30 მლნ დოლარი, - ამ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.„აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ 2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.ასევე, „ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის“ ფარგლებში, 57 მლნ დოლარი გამოიყოფა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის დახმარების გაზრდის მიზნით.დამატებით, 25 მლნ დოლარია გათვალისწინებული ევროპაში და ევრაზიაში აშშ-ის პარტნიორებისა და მოკავშირეების მხარდაჭერის მიმართულებით. თანხა მიზნად ისახავს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში შემდგომი დესტაბილიზაციის შეკავებას და ამ მიმართულებით შესაძლებლობების, რეგიონში ყოფნის, მზაობისა და რეაგირების გაზრდის მხარდაჭერას.2015 ფისკალური წლის ასიგნებების კანონპროექტის პაკეტი უნდა დამტკიცდეს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მიერ, რის შემდეგაც მას ხელს მოაწერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
წაკითხვა
პოროშენკო რუსეთის ხელისუფლებას - გთხოვთ, გაიყვანოთ ჯარები ჩემი ტერიტორიიდან
განახლებულია: 2014-12-11 17:43:00
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთს ჯარების გაყვანისაკენ მოუწოდებს. „გთხოვთ, გაიყვანოთ ჯარები ჩემი ტერიტორიიდან. გთხოვთ, შეწყვიტეთ ცეცხლი და გაათავისუფლეთ ტყვეები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ავტრალიის პრემიერმინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.პოროშენკომ მოსკოვს უკრანასთან საზღვრის დაკეტვის თხოვნთაც მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინა-რუსეთის საზღვრის ჩაკეტვის შემთხვევაში, ორ-სამ კვირაში მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდება.პარალელურად, დონბასის სეპარატისტები აცხადებენ, რომ დონეცკის სამხრეთ რეგიონებიდან საარტილერიო შენაერთების გაყვანა დაიწყეს.უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები მოსკოვს დონბასის სეპარატისტების დაფინანსებასა და სამხედრო მომზადებაში ადანაშაულებენ. რუსეთი თავს კონფლიქტის მხარედ არ აღიარებს.
წაკითხვა
დაპირისპირება კახეთში გამართულ აქციაზე
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 17:27:00
დაპირისპირება მოხდა დაღესტნიდან ყვარლის მიმართულებით გზის შესაძლო მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ყვარელში მშენებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გააპროტესტა.მოგვიანებით ადგილზე რამდენიმე ადგილობრივი მკვიდრი გამოჩნდა, რომლებიც, გავრცელებული ცნობით, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. აქციის მონაწილეების გაღიზიანება მათ მაისურებზე გამოსახულმა წარწერამაც - „რასიამ“ გამოიწვია.ფაქტს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინციდენტი მალევე ამოიწურა. 
წაკითხვა
უკრაინა ნეიტრალიტეტის სტატუსს აუქმებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 13:48:00
უკრაინის მთავრობა, ნატო-ში გასაწევრიანებლად, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ შემოღებულ ნეიტრალიტეტის სტატუსს აუქმებს.უკრაინის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ დღეს არსებული მონაცემებით, დონეცკის მსგავსი მოვლენები, შესაძლოა, მეზობელ რეგიონებშიც განვითარდეს.დასავლურ სტრუქტურებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის აზრით, სტატუსის გაუქმების მიუხედავად, ნატო-ში გასაწევრიანებლად, უკრაინამ ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაიაროს.
წაკითხვა
წულუკიანი - მოსმენების შესახებ მიღებული კანონი არის მაქსიმალურად დაბალანსებული
განახლებულია: 2014-12-11 12:52:00
ფარული მიყურადების შესახებ კანონით უკმაყოფილო არასამთავრობო ორგანიზაციებს იუსტიციის მინისტრი პასუხობს.„ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, საკონსტიტუციო სასამართლოში კანონი გაასაჩივროს“, - ასეთია თეა წულუკიანის პოზიცია კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეთა იმ გეგმაზე, რომლის მიხედვით, პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეული კანონი, შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდეს.იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს პროცედურა კანონის გასაჩივრების უფლებას არ ითვალისწინებს.წულუკიანის აზრით, მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული კანონი მაქსიმალურად დაბალანსებულია.
წაკითხვა
გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები იზრდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 11:06:00
„ნარჩენების მართვის კოდექსი“ პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა. ინიციატივა რამდენიმე მიმართულებით არსებული ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.მანქანიდან ნაგვის გადაყრის შემთხვევაში, სანქცია 120 ლარამდე იზრდება. 50 ლარის გადახდა მოუწევთ შინაური ცხოველების პატრონებს, რომლებიც ტერიტორიას ფეკალური მასებისგან არ გაასუფთავებენ.საკითხის განხილვამ სხდომაზე გოგა ხაჩიძესა და გია ცაგარეიშვილს შორის დებატები გამოიწვია. ამასთან, უმრავლესობის წევრთა ნაწილი ჯარიმების გაზრდას არ ეთანხმება.
წაკითხვა
პარლამენტში კენჭისყრის პროცესი ორჯერ ჩაიშალა
გამოქვეყნებულია: 2014-12-11 10:50:00
კვორუმის არარსებობის გამო, პარლამენტში კენჭისყრის პროცესი ორჯერ გადაიდო.პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილი პლენარულ სხდომას მივლინებაში ყოფნის გამო ვერ დაესწრო, ხოლო რა გახდა დანარჩენი პარლამენტარების მიერ სხდომის გაცდენის მიზეზი, ამას ვიცე-სპიკერი დღეს დაადგენს.კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა უმცირესობამ და სესიას არ დაესწრო. „ნაციონალური მოძრაობის“ პროტესტის მიზეზი საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების პროექტის ის ნაწილი გახდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსულობები და გადასახადები სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში ექცევა.
წაკითხვა
წულუკიანი - რეალურად ავად არის სისხლის სამართლის მართლმსაჯულება
განახლებულია: 2014-12-10 21:04:00
„მოამბის“ შეკითხვებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა უპასუხა.
წაკითხვა
„თაიმსმა“ წლის ადამიანებად ებოლის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დაასახელა
გამოქვეყნებულია: 2014-12-10 20:45:00
ჟურნალმა „თაიმსმა“ წლის ადამიანებად ებოლის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსები დასაახელა. „მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს შეუძლია მშვიდად ეძინოს, რადგან ქალებისა და მამაკაცებისგან შემდგარი ჯგუფი ებოლის დასამარცხებლად იბრძვის. ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აკეთებენ ამას“, -წერს გავლენიანი
წაკითხვა