A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს
განახლებულია: 2014-12-01 21:09:04
გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურნენ თბილისშიც. ზურაბ აბაშიძის თქმით, კარასიანი-აბაშიძის ფორმატი და კომუნიკაცია შენარჩუნებულია. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა თუ როდის და რა საკითხზე გაიმართება მომდევნო შეხვედრა. დაიკავებს თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მაღალ თანამდებობას უკრაინის მთავრობაში - უკრაინული მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი არსენ იაცენიუკის კაბინეტში ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე ინიშნება.ფაქტს ოფიციალურად ჯერ არავინ ადასტურებს, მათ შორის არც ექსპრეზიდენტის პარტიაში, სადაც ინფორმაცია რეალურად   მიაჩნიათ.ერთი საინტერესო დეტალი: რადაში პრეზიდენტის ინიციატივით უკვე შესულია კანონპროექტი, რომლითაც პეტრო პოროშენკო დეპუტატებს სთხოვს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მთავრობაში პოსტების დაკავების უფლება მისცენ.რა ინფორმაციას ფლობენ უკრაინული სააგენტოთი გავრცელებულ ცნობაზე თბილისში და მისი დადასტურების შემთხვევაში, აისახება თუ არა ფაქტი ორი ქვეყნის მომავალ ურთიერთობაზე - ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.
წაკითხვა
თაღლითობა, რომლის შედეგად, პენსიონერებმა 6 თვის პენსია დაკარგეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 21:02:00
უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია – განცხადება ამის შესახებ საქართველოს პირველმა დიპლომატმა გააკეთა. თაღლითობა, რომელმაც პენსიონერები დააზარალა. თერჯოლის რაიონის სოფელ ვარდიგორაში მცხოვრები პენსიონერები პენსიას, სავარაუდოდ, დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში ვერ აიღებენ.ყოველთვიური დანამატისა და სურსათის მიცემის დაპირებით, საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით მოქმედმა პირებმა ხანდაზმული მოსახლეობის ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს.მოტყუებით ხელმოწერილი საბუთები და მითვისებული პენსიები - ვარდიგორაში მომხდარი ფაქტით სამართალდამცველები უკვე დაინტერესდნენ.
წაკითხვა
როდის და რა გარემოებებში ხდება ოჯახური ძალადობა - პროკურატურის კვლევა
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 21:02:00
საპროტესტო აქცია კიევში. ხელჯოხებითა და სხვადასხვა ბლაგვი საგნებით შეიარაღებულმა ასობით ახალგაზრდამ კიევის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყო. ოჯახური დანაშაული ყველაზე ხშირად სახლში, 18:00-დან ღამის 12:00 საათამდე პერიოდში ხდება, - ასეთი სურათი აჩვენა პროკურატურის მიერ ჩატარებულმა კვლევამ.ამავე დასკვნის მიხედვით, ოჯახური ძალადობის დროს მოძალადეთა უმეტესობა უმუშევარია. ყველაზე ხშირად კი დანაშაულის იარაღად ფიზიკური ძალადობაა გამოყენებული და ცივი თუ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ნაკლებად ხდება.კვლევა იმ კვირეულის ფარგლებში გამოქვეყნდა, რომელიც ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეძღვნება. შედეგების პრეზენტაციას მთავარი პროკურორიც დაესწრო.
წაკითხვა
შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე და გაზრდილი სტატისტიკა საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 21:02:00
შეზღუდვები რიკოთის უღელტეხილზე. დიდთოვლობის გამო ტრანსპორტით გაადაადგილება ღამით რამდენიმე საათით აიკრძალა. შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს საქართველო გაუარესებული სტატისტიკით ხვდება. 2014 წლის მონაცემებით, აივ ინფექციით ინფიცირებულთა რაოდენობა 6 000-ს აღწევს, მათ შორის 45 ბავშვია.დაავადების გამო, წელს ქვეყანაში 966 ადამიანი გარდაიცვალა.
წაკითხვა
დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელობა გადაიბარა
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 20:54:00
პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობას მადლობას უხდის. მიზეზი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დაძლეული ვეტოა. ახალი თანამდებობა უკვე დაიკავა პოლონეთის ყოფილმა პრემიერმა. დონალდ ტუსკი დღეიდან ხუთი წლის ვადით ევროპული საბჭოს პრეზიდენტია. უფლებამოსილება დღეს მას წინამორბედმა ჰერმან ვან რომპეიმ ოფიციალურად გადასცა.პოლონეთის მთავრობის ყოფილი მეთაური ვარშავიდან უკვე ჩავიდა ბრიუსელში, სადაც ის ევროკომისიის ახალ შემადგენლობასთან ერთად იმუშავებს.ტუსკი პირველი პოლიტიკოსია ყოფილი პოსტსაბჭოთა სივცრიდან, რომელიც ევროპულ საბჭოს უხელმძღვანელებს.დოლანდ ტუსკი ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის მეთაურის შეხვედრებისა და სამიტების ორგანიზებით იქნება დაკავებული.უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიასა და ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტის პოლიტიკურ წარსულზე რეპორტაჟი ბრიუსელში მყოფმა ქეთი ქარდავამ მოამზადა.
წაკითხვა
ლაფანყურის სპეცოპერაციის უცნობი დეტალები - რა წერია ომბუდსმენთან არსებული საბჭოს ანგარიშში
განახლებულია: 2014-12-01 20:52:42
ფეხბურთში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „დინამომ“ საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის „გურიასთან“ 1:2 წააგო. ხელმისაწვდომი ხდება ანგარიში, რომელსაც საზოგადოება ერთი წელია ელის. სახალხო დამცველთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე დამოუკიდებელი მოკვლევის შედეგებს აქვეყნებს.ეს არის 100-გვერდიანი დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ორი წლის წინ ლოპოტას ხეობაში სამართალდამცველებმა, შესაძლოა, არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.დასკვნაში თავმოყრილი მასალები მაშინდელი მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ვერსიებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მათ შორისაა ინფორმაცია დაღუპულების რაოდენობაზე, შეიარაღებული დაჯგუფების წევრთა მოძრაობის ტრაექტორიაზე და ცხედრების ექსპერტიზაზე.ერთწლიანი მოკვლევის დასრულების შემდეგ, საბჭო პარლამენტს მიმართავს და სთხოვს, პროკურატურას რეზონანსული საქმის ხელახალი გამოძიება დაავალოს.რა ახალი გარემოებებია გამოვლენილი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეზე - ნიკა მოლოდინაშვილი გაეცნო დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს.
წაკითხვა
ნატო-ს ახალი გენმდივნის მკაფიო საპასუხო გზავნილი რუსეთს
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 20:31:00
დაუცველი ძეგლები თბილისში - „მოამბე“ დღეს იმ ქანდაკებების ბედით დაინტერესდა, რომლებიც ვანდალური ფაქტების გამო, გაძარცვული და დაზიანებულია. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ვერავის მისცემს გარანტიას, რომ არ გაფართოვდება“, - ასეთია იენს სტოლტენბერგის პასუხი შეკითხვაზე, რომელიც დღეს ბრიუსელში „მოამბის“ ჟურნალისტმა ქეთი ქარდავამ დასვა.„ნატო-ს ისტორია გაფართოების ისტორიაცაა და მასზე ვეტოს უფლება ვერცერთ მესამე ქვეყანას ვერ ექნება“, - ამ განცხადებით გენერალურმა მდივანმა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს უპასუხა, რომელმაც ერთი კვირის წინ ალიანსში უკრაინის არგაწევრიანების გარანტიები მოითხოვა.„მოამბის“ შეკითხვის პასუხად, სტოლტენბერგმა პირველი კომენტარი გააკეთა იმ ე.წ. შეთანხმებაზეც, რომლის გაფორმებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმი მოსკოვთან გეგმავს.ქეთევან ქარდავას რეპორტაჟი ბრიუსელიდან.
წაკითხვა
სოციალური ქსელებისგან მოხმარების წესების მარტივად ახსნას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 18:34:00
რუსეთის პრეზიდენტი თურქეთში ვიზიტს იწყებს, სადაც ის ქვეყნის ხელმძღვანელობასთან სირიის კრიზისსა და რუსული გაზის მიწოდების საკითხზე იმსჯელებს. მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სპეციალური კომიტეტი სოციალური ქსელებისგან, მათ შორის Facebook-ისა და Twitter-ისგან, ითხოვს კომპანიის პირობები მომხმარებლისთვის უფრო გასაგები გახადონ.კომიტეტის ანგარ
წაკითხვა
ომბუდსმენი მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს აკრიტიკებს
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 18:06:00
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს ნიკოლოზ ყაველაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. სახალხო დამცველი ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს აკრიტიკებს.ომბუდსმენი იზიარებს არასამთავრობოების პოზიციას და თვლის, რომ დამტკიცებული ცვლილებები არღვევს ადამიანის უფლებებს და ის უნდა შეიცვალოს.გიორგი ფუტკარაძე დეტალებით.
წაკითხვა
სტოლტენბერგი - ნატო რუსეთს გარანტიას ვერ მისცემს, რომ არ გაფართოვდება
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 17:53:00
ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ და ამბობენ, რომ ანაზღაურება მათ შრომასთან შედარებით მიზერულია. „ნატო რუსეთს იმის გარანტიას ვერ მისცემს, რომ არ გაფართოვდება“, - ეს განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალმა გენმდივანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კითხვა მას საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ დაუსვა.იენს სტოლტენბერგი რუსეთის ქმედებებს გმობს და რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო კანონმდებლობის მიმართ პატივისცემისკენ მოუწოდებს.ქეთევან ქარდავას რეპორტაჟი ბრიუსელიდან.
წაკითხვა
დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელობა გადაიბარა
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 14:27:00
საფრანგეთის სამხრეთ რეგიონებში წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, 3 000-ზე მეტი კი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. პოლონეთის ექსპრემიერი დონალდ ტუსკი დღეიდან ევროპული საბჭოს ოფიციალური ხელმძღვანელი ხდება. მან ამ პოსტზე ჰერმან ვან რომპეი შეცვალა.ტუსკი პირველი პოლიტიკოსია ყოფილი პოსტსაბჭოთა სივცრიდან, რომელიც ევროპულ საბჭოს უხელმძღვანელებს.დოლანდ ტუსკი ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის მეთაურის შეხვედრებისა და სამიტების ორგანიზებით იქნება დაკავებული.
წაკითხვა
არჩევნების მოულოდნელი შედეგი - მოლდოვაში პრორუსული პარტიები ლიდერობენ
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 14:25:00
ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფტჰანზამ“, მფრინავების გაფიცვის გამო, დაახლოებით ათასი შიდა და საერთაშორისო რეისი გადადო. ცვლილებები შევიდა ოთხშაბათსა და ხუთშაბათს დაგეგმილ რეისებშიც. მოლდოვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. დათვლილია ბიულეტენების 75 პროცენტი. ამ მონაცემებით, 6-პროცენტიანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა.წინასწარი შედეგებით, 21 პროცენტით სოციალისტები ლიდერობენ, მათ შემდეგ კი კომუნისტები არიან 18 პროცენტით. ეს პარტიები რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეები არიან.დემოკრატებმა არჩევნებში 16-პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვეს, ლიბერალებმა კი 8 პროცენტი.ვარაუდობენ, რომ ლიბერალები და დემოკრატები პროევროპულ კოალიციას შექმნიან და პარლამენტში ისე შევლენ. ეს პოლიტიკური ძალები მოლოდოვის მეზობელ რუმინეთთან გაერთიანებას და ნატო-ში გაწევრიანებას უჭერენ მხარს.
წაკითხვა
საგარეო უწყებას ახალი პრესსპიკერი ჰყავს
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 14:21:00
გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა კაიროში მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რომელიც ექსპრეზიდენტის განაჩენის გამოტანას მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი პრესსპიკერი ჰყავს. უწყების ხელმძღვანელმა პოსტზე დიპლომატი დავით კერესელიძე წარადგინა.ის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტს. ასევე, იყო საქართველოს ელჩი ნორვეგიაში, ისლანდიასა და დანიაში. ბოლოს წარმოადგენდა ქვეყანას შავი ზღვის კვლევის საერთაშორისო ცენტრში, სადაც ალტერნატიული გენერალური დირექტორი იყო.
წაკითხვა
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გადააყენეს - ვინ შეცვლის ლუკა კურტანიძეს
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 14:19:00
ჰონგ კონგში ერთმანეთს პოლიცია და დემონსტრანტები დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები, რომლებიც ქოლგებით იყვნენ აღჭურვილები, სამთავრობო უბნის ბლოკირებას ცდილობდნენ. მათ წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. ჭიდაობის ფედერაცია პრეზიდენტის გარეშე დარჩა. პრეზიდიუმმა ლუკა კურტანიძე თანამდებობიდან გადააყენა.ფედერაციის ახალ ხელმძღვანელს 26 თებერვალს აირჩევენ. უკვე დაიწყო საუბარი პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატების შესახებ.როგორ დასრულდა პრეზიდიუმის სხდომა ფედერაციაში და ვინ შეცვლის ლუკა კურტანიძეს - ოთარ გიორგაძე დეტალებით.
წაკითხვა
ლაფანყურის სპეცოპერაციის უცნობი დეტალები - რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 14:09:00
აისახება თუ არა ევროკავშირთან ურთიერთობაზე მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები - უბნების დახურვის შემდეგ, ყველასათვის მოულოდნელი მონაცემები ქვეყნდება. გამოიყენეს თუ არა სამართალდამცველებმა არასათანადო და არაპროპორციული ძალა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს - ომბუდსმენის აპარატმა და საზოგადოებრივმა საბჭომ საქმე შეისწავლა.საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ შეიარაღებული ჯგუფი არ შემოსულა ჩრდილოეთ კავკასიიდან. დასკვნაში კი ნათქვამია, რომ ექსპერტიზა არ ჩატარებულა.დაისვა რამდენიმე კითხვა, რომლითაც, სავარაუდოდ, გამოძიება დაინტერესდება, მათ შორის: რატომ განსხვავდება უკანონო შეიარაღებული ჯგუფის გარდაცვლილი წევრების რაოდენობის შესახებ პირველად გავრცელებული ინფორმაცია დღეს არსებული მონაცემებისგან; რატომ ასაიდუმლოებდა საქართველოს ხელისუფლება უკანონო შეიარაღებული ჯგუფის წევრებს შორის საქართველოს მოქალაქეების ყოფნას.დეტალები ნიკა მოლოდინაშვილის პირდაპირ რეპორტაჟში.
წაკითხვა
არასამთავრობოები მოსმენების კანონს სასამართლოში გაასაჩივრებენ - იგეგმება აქციებიც
გამოქვეყნებულია: 2014-12-01 11:27:00
დასრულდა კვირეული, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის მთავარმა პროკურორმა შემაჯამებელ კონფერენციაზე გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოსმენებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს სასამართლოში გაასაჩივრებენ. კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობოები კი სარჩელს სტრასბურგის სასამართლოსთვის ამზადებენ. იგეგმება აქციების გამართვაც.მესამე სექტორი თვლის, რომ კანონი ანტიკონსტიტუციურია, ირღვევა ადამიანის უფლებები და სისტემა უნდა შეიცვალოს.არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, ფარული მოსმენების შესახებ კანონი უკანონო მოსმენების ლეგალიზაციას ახდენს, რაც ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობაა.გიორგი ფუტკარაძის პირდაპირი რეპორტაჟი.
წაკითხვა
პრემიერის პროდასავლური პარტია თუ პრორუსი კომუნისტები - რა გზას აირჩევს მოლდოვა
გამოქვეყნებულია: 2014-11-30 21:28:00
პარლამენტის მიერ ფარული მოსმენების შესახებ დამტკიცებულ კანონს მიესალმება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომლის შედეგებიც ქვეყნის პოლიტიკური ვექტორის მიმართულებას განსაზღვრავს.რა გზას აირჩევს მოლდოვა და რამდენად მტკიცეა მისი სურვილი, გათავისუფლდეს პოსტსაბჭოთა ქვეყნის სტატუსისგან.წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის პრემიერმინისტრის პროდასავლური პარტია ლიდერობს.
წაკითხვა
გირგვლიანის საქმე - სააკაშვილი ბრალდებულია, რა ეტაპზეა გამოძიება
გამოქვეყნებულია: 2014-11-30 21:24:00
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა დავით უსუფაშვილმა. საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტი გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულად ცნეს. გამოიყენა თუ არა უფლებამოსილება ბოროტად მიხეილ სააკაშვილმა და რატომ დასჭირდა პროკურატურას გამოძიებული საქმის თავიდან გამოძიება.თამარ გოგესაშვილისგან გაიგებთ, რა ეტაპზეა საქმე და მოსალოდნელია თუ არა ზურაბ ადეიშვილიც გახდეს ბრალდებული. შესაძლო დანაშაულებრივ სქემაში იუსტიციის ყოფილი მინისტრის მონაწილეობაზე კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი საუბრობს.
წაკითხვა
ლაფანყურის სპეცოპერაციის უცნობი დეტალები - რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში
გამოქვეყნებულია: 2014-11-30 21:22:00
გახმაურებული სპეცოპერაციის აქამდე უცნობი ფაქტები ხვალ გასაჯაროვდება. სახალხო დამცველის აპარატმა ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა.ომბუდსმენთან არსებული საზოგადოებრივი საბჭო ლაფანყურის სპეცოპერაციის თემაზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში მუშაობდა. დოკუმენტი დამოუკიდებლად მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მომზადდა.
წაკითხვა
ვეტო, თოხი, პარლამენტი - ვნებათაღელვა მოსმენების კანონპროექტის გარშემო
გამოქვეყნებულია: 2014-11-30 20:17:00
საქართველოს რიგით მესამე პრეზიდენტი გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულად ცნეს. გამოიყენა თუ არა უფლებამოსილება ბოროტად მიხეილ სააკაშვილმა და რატომ დასჭირდა პროკურატურას გამოძიებული საქმის თავიდან გამოძიება. სამთავრობო გუნდი ვეტოს დასაძლევად მზადყოფნას კანონზე ვეტოს დადებადე აცხადებდა.გიორგი მარგველაშვილის პროექტის დაცვას დეპუტატების წინაშე დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე ცდილობდა.პრეზიდენტის მოსაზრებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებასა და შესაბამის ტექნიკურ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩებოდა, თუმცა ამას სასამართლოს ელექტრონული თანხმობის გარეშე ვერ განახორციელებდა.ვეტო, თოხი, პარლამენტი - ნახეთ ქეთი ბერაიას სიუჟეტში.
წაკითხვა