A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

„ნაცმოძრაობა“ საქართველოს ლოგისტიკის მაჩვენებლის გაუარესებაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 17:04:00
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსით, საქართველომ 77-ე ადგილიდან 116-ზე გადაინაცვლა. პარტიაში დღეს ამ თემაზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 2014 წლის მონაცემებით, საქართველო 116–ე ადგილზეა და ქვეყანამ 39 ნიშნულით უკან დაიწია.ზურა ჯაფარიძე განმარტავს, რომ რეიტინგში პოზიციების გაურესებით ქვეყანა კარგავს სატრანზიტო პოტენციალს, რაც ნეგატიურად აისახება, როგორც ინვესტიციების შემოდინებაზე, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.
წაკითხვა
პრემიერმა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე მიიღო
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:50:00
საქართველოს პრემიერი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. საუბრის მთავარი თემები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების გააქტიურება და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იყო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ასევე, ხაზი გაესვა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის მნიშვნელობას, რომელიც გააღრმავებს რეგიონულ თანამშრომლობას ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში.თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს დილიდან მართავს. მოლაპარაკებები უკვე შედგა დავით უსუფაშვილთან, რის შემდეგაც ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.
წაკითხვა
პრეზიდენტი ავსტრიაში გაერო-ს კონფერენციას ესწრება
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:45:00
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაშია. გიორგი მარგველაშვილი გაერო-ს კონფერენციას ესწრება. კონფერენციის თემაა - „განვითარებადი ქვეყნები, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ“. ქვეყნის პირველი პირი გაერო-ს გენერალურ მდივანთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრთან და გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იქნება.
წაკითხვა
უამინდობა დასავლეთ საქართველოში - შეზღუდვები გზებზე
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:40:00
უამინდობის გამო, რეგიონებში პრობლემებია. ფოთსა და ბათუმში შტორმია. პარალიზებულია პორტი. თოვს აჭარის მაღალმთიანეთში. ჩაიკეტა გოდერძის უღელტეხილი და ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბი. ელექტროენერგიის გარეშეა რამდენიმე სოფელი. შეზღუდვები დაწესდა რიკოთის უღელტეხილზეც.
წაკითხვა
სერგო რატიანი - ან ალასანიას პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ან ღარიბაშვილის
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:38:00
თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეზე შეფასებებს აკეთებენ ექსპერტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. „ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, შედეგების მიხედვით, პასუხისმგებლობა ან თავდაცვის მინისტრს ან პრემიერს უნდა დაეკისროს.პარტია „თავისუფალი საქართველო“ დაკავებულებს სოლიდარობას უცხადებს.განცხადება გააკეთა დავით ზურაბიშვილმაც, რომელიც ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება იმ დროს, როდესაც მინისტრი ქვეყანაში არ იმყოფებოდა, მიუღებელია.
წაკითხვა
პროკურატურის განცხადება - შეფასებები პარლამენტში
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:27:00
თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები პარლამენტში. შეგახსენებთ, პროკურატურამ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა და თავდაცვის სამინისტრო სიცრუესა და დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
წაკითხვა
წულუკიანი თვლის, რომ ალასანიას უპატივცემულოდ მოექცნენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:22:00
იუსტიციის მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვს. თეა წულუკიანი გამოძიების პროცესის გამჭვირვალობაზე პასუხისმგებლობას მთავარ პროკურორს აკისრებს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება დღეს ისევ მთავარი თემაა კანცელარიაში. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, განცხადებები მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გააკეთეს.თეა წულუკიანი თვლის, რომ მინისტრ ალასანიას, რომელიც საკუთარი თანამშრომლების დაკავების დროს მივლინებაში იმყოფებოდა, უპატივცემულოდ მოექცნენ.განსხვავებულია სოზარ სუბარის პოზიცია. დევნილთა და განსახლების მინისტრი ამბობს, რომ მას აქვს კითხვები.პარალელურად, გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა თავად ირაკლი ალასანიამ, მან ამჯერადაც გაიმეორა, რომ დარწმუნებულია თანამშრომლების უდანაშაულობაში.
წაკითხვა
ნორლანდი მაღალჩინოსნების ადვოკატებისთვის საქმის მასალების გადაცემას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:19:00
ამერიკის ელჩი თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების დაცვის მხარისთვის საქმის მასალების გადაცემას ითხოვს. რიჩარდ ნორლანდი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეს უკვე მეორედ გამოეხმაურა. დიპლომატი ამბობს, რომ შეერთებული შტატები აკვირდება პროცესებს და მნიშვნელოვანია, საქმის გამოძიება კანონის ფარგლებში წარიმართოს.
წაკითხვა
თავდაცვის მინისტრის მოადგილე „სილქნეტის“ ფინანსურ დირექტორთან ნათესაურ კავშირს ადასტურებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:14:00
უკვე ორი საათია მთავარ პროკურატურაში თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაკითხვა მიმდინარეობს. ალექსი ბატიაშვილი მოწმის სტატუსით იკითხება. შესვლამდე მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, დაადასტურა ნათესაური კავშირი „სილქნეტის“ ფინანსურ დირექტორთან, მაგრამ განმარტა, რომ ტენდერის დროს მასთან შეხება არ ჰქონია.
წაკითხვა
პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში და დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:09:00
პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს სიცრუეში და დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს. ალასანიას უწყების განცხადებას პროკურატურამ განცხადებითვე უპასუხა. ტექსტი რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. „ერთადერთი მიზეზი, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი, არის ის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ თავის დროზე გამოძიებისთვის საინტერესო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შესყიდვას თვითონ მიანიჭა გრიფი საიდუმლო, ასევე თავდაცვის სამინისტროს მიერ გრიფი საიდუმლო მიენიჭა ამ შესყიდვასთან და შემდგომ სს „სილქნეტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს. აქვე განვმარტავთ, რომ საიდუმლო გრიფის მინიჭების უფლებამოსილება თავდაცვის სამინისტროში აქვს მხოლოდ მინისტრს და მის მოადგილეს. შესაბამისად, თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, თითქოსდა საიდუმლო გრიფი ამ მასალებს საქართველოს პროკურატურამ მიანიჭა და განზრახ არ ხსნის ამ მასალებს საიდუმლო გრიფს, არის სიცრუე და მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საქართველოს პროკურატურის დისკრედიტაციას.საზოგადოების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ სწორედ თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა ხსენებული შესყიდვის გასაიდუმლოება, რომლითაც 2 618 004 ლარის ღირებულების ქონება და მომსახურება შეისყიდა 6 720 877 ლარად, რითაც გაფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 872.6 ლარი.ამავდროულად, საქართველოს პროკურატურის მიერ გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფისა და საზოგადოების მაქსიმალურად სრულად ინფორმირების მიზნით, საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე, შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის წინასწარი წერილობითი დასტურით გასაჯაროვდა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც არ მოახდენდა სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას.მთავარი პროკურატურა როგორც გამოძიების საწყის ეტაპზე, ახლაც მზად არის ხსენებული დოკუმენტაციისათვის გრიფი საიდუმლოს მოხსნის შესაძლებლობის შესწავლის მიზნით, მოთხოვნის შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს, რომლის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, სწორედ თავდაცვის მინისტრი ან მისი მოადგილეა უფლებამოსილი ხსენებულ დოკუმენტებს მოხსნას საიდუმლო გრიფი და არა საქართველოს პროკურატურა.შესაბამისად, მოვუწოდებთ თავდაცვის სამინისტროს, შეწყვიტონ პოლიტიკური სპეკულაციები და სანამ ვინმეს უსაფუძვლოდ გადააბრალებენ გარკვეულ ქმედებას, მოვუწოდებთ გაერკვნენ სამართლებრივ პროცედურებში, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მათთვის უხერხული და სამართლებრივად შეუსაბამო განცხადებების გაჟღერება.ამდენად, გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს განცხადებები, საიდუმლო გრიფის მოხსნასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ხსენებული დოკუმენტაცია ეხება საქართველოს სამხედრო ობიექტების შესახებ ინფორმაციას, რომელიც გასაიდუმლოებულია თვით თავდაცვის სამინისტროს მიერ და ამ საიდუმლო ინფორმაციის დაცვა მათი ვალდებულებაა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებუ
წაკითხვა
პირადი აზრების წაკითხვა მალე შესაძლებელი გახდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 16:00:00
თანამედროვე მსოფლიოში, კონფიდენციალურობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, თანდათან კარგავს აქტუალურობას. მინიატურული კამერების,მოძრავი ობიექტების სატელიტიდან თვალთვალის და იდენტიფიკაციის სისტემების წყალობით, ხელშეუხებელი მხოლოდ საკუთარი აზრები და ფიქრები რჩება, თუმცა ... შესაძლოა, ახლო მომავალში აზრების ამოცნობაც გახდეს შესაძლებელი. ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ამ სფეროში თავიანთი მიღწევების დემონსტრირება მოაწყვეს. მათ დეკოდირება და აზრების წაიკითხვა შეძლეს. პროექტი ეფუძნებოდა კვლევის შედეგებს, რომლის ჩარჩოებშიც დადგინდა, რომ ნერვული სისტემის გარკვეული ნეირონები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ხმებზე. სისტემა, რომელსაც დეკოდერი დაარქვეს, რამდენიმე მოხალისეზე გამოსცადეს. თავიდან ისინი ხმამაღლა კითხულობდნენ და მოწყობილობა ნეირონების აქტიურობას ზომავდა, შემდეგ იმავე ტექსტს უხმოდ, თვალით კითხულობენ, დეკოდერი სიგნალებს აღიქვამდა და გონებაში გამეორებულ სიტყვებს აღადგენდა. აღნიშნული ტექნოლოგია ადამიანებს, რომლებმაც ავადმყოფობის, ან ტრავმის გამო მეტყველების უნარი დაკარგეს, არავერბალური კომუნიკაციის შესაძლებლობას მისცემს. ამ ეტაპზე, პროექტი განვითარების ადრეულ სტადიაშია. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, რომ აპარატი გააუმჯობესონ და უფრო სტაბილურ შედეგს მიაღწიონ. წყარო: slashgear.com
წაკითხვა
მსოფლიო მასშტაბით ყოველ ერთ wi-fi წვდომის წერტილიზე 150 ადამიანი მოდის
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 15:12:00
wi-fi- ის პროვაიდერ კომპანია iPass-ის კვლევების თანახმად, დიდ ბრიტანეთში ყოველ ერთ საჯარო wi-fi წვდომის წერტილიზე 11 ადამიანი მოდის, ხოლო მსოფლიო მასშტაბით - 150. 2014 წლისთვის მსოფლიოში 47.7 საჯარო wi-fi წვდომის წერტილი იქნება. უსადენო ინტერნეტის ყველაზე დიდი დაფარვა საფრანგეთს აქვს, მას მოსდევს აშშ და დიდი ბრიტანეთი. კვლევების თანახმად, ოთხ წელიწადში მსოფლიო მასშტაბით აღნიშნული რიცხვი 340 მილიონის მიაღწევს.წყარო: BBC
წაკითხვა
უამინდობა აშშ-ში
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:55:00
უამინდობა შეერთებულ შტატებში - ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი თოვაა. მასაჩუსეტსის შტატში ქარის სიჩქარემ საათში 90 კილომეტრს მიაღწია. სტიქიის გამო, 10 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.თოვლმა საავტომობილო გზებზე შეფერხება გამოიწვია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება.
წაკითხვა
55 დაღუპული და 50 დაჭრილი - აფეთქება ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:53:00
ბოლო მონაცემებით, 55 ადამიანი შეეწირა ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე მომხდარ აფეთქებას, რომელიც პაკისტანის საგუშაგოსთან, ქალაქ ლაჰორის გარეუბანში მოხდა. მძიმედ დაშავდა 50 ადამიანი. დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოში მოათავსეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ლაჰორის საავადმყოფოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების ინფორმაციით, საზღვართან თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ერთდროულად რამდენიმე ტერორისტულმა დაჯგუფებამ აიღო, მათ შორისაა „ჯუნდულახი“, რომელიც „თალიბანთანაა“ კავშირში.
წაკითხვა
კანადამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ პირველი ავიაიერიში განახორციელა
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:45:00
კანადამ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების პოზიციებზე პირველი ავიაიერიში განახორციელა. კანადის არმიამ იერიში ერაყში განთავსებულ პოზიციებზე მიიტანა. ინფორმაცია კანადის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტრომ გაავრცელა. ოპერაცია 4 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.შეგახსენებთ, საერთაშორისო კოალიციამ, ამერიკის ხელმძღვანელობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების წინააღმდეგ იერიშების განხორციელება ოქტომბრის ბოლოს დაიწყო.
წაკითხვა
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:43:00
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ეგზიტპოლების მონაცემების მიხედვით, არჩევნებში მოქმედი პრემიერმინისტრი, სოციალ-დემოკრატი ვიქტორ პონტა ლიდერობს. მთავრობის მეთაურმა ამომრჩეველთა ხმების 41 პროცენტი მიიღო. პონტას მთავარი მეტოქე, ეროვნულ-ლიბერალური პარტიის ლიდერი კლაუს იოჰანესია. მას ხმების 31 პროცენტი აქვს.საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 14 კანდიდატი იღებდა. გამარჯვებულის გამოსავლენად არჩევნების მეორე ტური 16 ნოემბერს ჩატარდება.
წაკითხვა
ესტონეთმა ივან ოხლობისტინი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:41:00
რუსი მსახიობი ივან ოხლობისტინი, რომელიც უკრაინისა და ლიტვის შავ სიაში მოხვდა, ახლა უკვე ესტონეთში გახდა პერსონა ნონ გრატა. მსახიობი დონეცკში რუსი სეპარატისტების აქტიური მხარდამჭერია. რამდენიმე დღეში ის ტალინში უნდა ჩასულიყო, სადაც გამოსვლა ჰქონდა დაგეგმილი.ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზეზებზე არ საუბრობს. არც ის არის ცნობილი, რა პერიოდით დაუწესდა აკრძალვა რუს მსახიობს.
წაკითხვა
ევროპა და აშშ დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:38:00
ევროკავშირი არ აღიარებს თვითგამოცხადებულ დონეცკსა და ლუგანსკში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ორგანიზაციის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ჩატარებული არჩევნები გახდა ახალი დაბრკოლება მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირში არჩევნებს არალეგიტიმური უწოდეს. ე.წ. არჩევნებს არც შეერთებული შტატები აღიარებს. „მსგავსი ტიპის არჩევნების ჩატარება ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას და მინსკში მიღწეულ შეთანხმებას“, - ეს განცხადება შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლმა გააკეთა.არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ოფიციალური კიევი. პეტრო პოროშენკომ ამ პროცესს ფარსი უწოდა. ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით კი რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ჯარების ინტენსიურ გადასროლას ახდენს.დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკებში ჩატარებული არჩევნები ამ დრომდე მხოლოდ რუსეთმა აღიარა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური მოსკოვი პატივს სცემს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში მოსახლეობის ნებას.დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში ე.წ. არჩევნები გუშინ ჩატარდა. სეპარატისტები რესპუბლიკის მეთაურსა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ირჩევდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ ე.წ. არჩევნებში მონაწილეთა ხმების 81% მიიღო, ლუგანსკის სეპარატისტმა მმართველმა იგორ პლონიცკმა კი - 63%.
წაკითხვა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ დემარკაციის პროცესი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:09:00
დაცული ტერიტორიების სააგენტომ დემარკაციის პროცესი დაიწყო. უწყების ინფორმაციით, თბილისის ეროვნული პარკისა და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების საზღვრები დაუზუსტებელია, რის გამოც მოსახლეობა ვერ ახერხებს კუთვნილი ქონების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში. ამ ეტაპზე სამუშაოების შესწავლა და პრობლემური ადგილების საზღვრების დაზუსტება მიმდინარეობს, რის შემდეგაც დემარკაცია ჩატარდება.
წაკითხვა
ტრენინგები კვების ობიექტების მომსახურე პერსონალისთვის
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:06:00
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კვების ობიექტების მომსახურე პერსონალის გადამზადება დაიწყო. ტრენინგების პირველი ეტაპი ქუთაისში ტარდება. გადამზადებას კვების 20 ობიექტის 60 წარმომადგენელი გადის.ქუთაისის შემდეგ, გადამზადებას ზუგდიდის, მესტიის, ბაკურიანისა და გუდაურის კვების და სხვა ტურისტული ობიექტების თანამშრომლები გაივლიან.
წაკითხვა