A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 13:03:00
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ანდერსონს შეხვდა. პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ გენერალ-ლეიტენანტ ანდერსონს ავღანეთში ქართველი სამხედროების მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს მთავრობის, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის სახელით, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ოქროს საწმისის ორდენი გადასცა.
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი თურქ კოლეგას მასპინძლობს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 12:59:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს ხვდება. საუბარი ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობას ეხება. მოლაპარაკების შემდეგ დაგეგმილია განცხადებები პრესისთვის.დღესვე ჯემილ ჩიჩექი შეხვდება პრემიერმინისტრს, ესტუმრება თურქეთის საელჩოს და დაათვალიერებს მცხეთას.ვიზიტის ბოლო დღეს კი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე ბათუმში ჩავა.
წაკითხვა
წვიმა ბათუმში და დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 12:35:00
სტიქიის გამო, აჭარაში პრობლემებია. მაღალმთიან რაიონებში თოვლის საფარი უკვე მეტრს აღწევს. დღეს სპეციალურად შეიკრიბა საგანგებო შტაბი. სხდომაზე პრევენციული ღონისძიებები დაიგეგმა.მერაბ წულუკიძის პირდაპირი რეპორტაჟი ბათუმიდან.
წაკითხვა
პროკურატურა თავდაცვის მინისტრის მოადგილეს დაკითხავს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 12:23:00
თავდაცვის მინისტრი კოლეგებს მისი დაკავებული თანამშრომლების საქმის მასალებს ხუთშაბათს გააცნობს. დღეს კი ოფიციალური წერილით პროკურატურას მიმართავს და საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას მოითხოვს. უწყება მასალების მხოლოდ ნაწილობრივ გასაჯაროებას ითხოვს. ზუსტად ორ საათში თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მთავარ პროკურატურაში ელოდებიან. სამართალდამცველ უწყებაში ალექსანდრე ბატიაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე მოწმის სტატუსით დაიბარეს. პროკურატურის ვერსიით, „სილქნეტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას სწორედ ბატიაშვილის ხელმოწერა აქვს.პარალელურად, ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ მიუღიათ საქმის მასალები. დაცვა გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვს და ამტკიცებს, რომ მათი უფლებები ირღვევა, რადგან მასალების მიღების გარეშე, ვერ შეძლებენ დაიცვან დაკავებულები.5 ბრალდებული გლდანის ციხეში ადვოკატებმა რამდენიმე საათის წინ მოინახულეს. მათი ინფორმაციით, არცერთი ბრალს არ აღიარებს. სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა სააპელაციო სასამართლო წარმოებაში სარჩელს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ.
წაკითხვა
მეცნიერებმა „ფესტოს დისკი“ გაშიფრეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 11:46:00
„ფესტოს დისკი“ 1908 წელს აღმოაჩინეს საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე და მეცნიერები დღემდე უშედეგოდ ცდილობდნენ მის გაშიფვრას. დისკი 4 000 წელს ითვლის და ქრისტეს შობამდე 1700 წლით თარიღდება, როცა კრეტაში მინოსური კულტურა უმაღლეს საფეხურზე იდგა. მასზე უცნობ ენაზე შესრულებული წარწერაა დატანილი. Discovery News-ის ცნობით, დოქტორმა გარეტ ოუენმა არამარტო წარწერის ენის დადგენა შეძლო, არამედ ნაწილობრივ მისი შინაარსიც ამოიკითხა. ლინგვისტი დისკის გაშიფვრაზე ოქსფორდის ფონეტიკის პროფესორ ჯონ კოლემანთან ერთად 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. დისკი სპირალურად უნდა წავიკითხოთ, გარედან შიდა მიმართულებით. ანტიკური ხანის კრეტული იეროგლიფებისა და მინოსური ხანის ორგვარი დამწერლობის დახმარებით, მეცნიერებმა სამი სიტყვა-გასაღები გაშიფრეს: IQEKURJA - რაც ორსულ დედას ან ქალღმერთს ნიშნავს, IQE - დედა ან ქალღმერთი - ხშირად მეორდება და მესამე სიტყვა - IQEPAJE, რომელიც ასევე, „მანათობელ დედას“ ან ქალღმერთს აღნიშნავს. მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ დისკზე მინოსური დედა ქალღმერთისადმი მიძღვნილი ლოცვაა დაწერილი, თუმცა, დოქტორი ოუენის განცხადებით, დღემდე ამ ვარაუდს ლინგვისტურად ვერ ამტკიცებდნენ. წყარო: huffingtonpost
წაკითხვა
რა გახდა ეროვნებით ჩეჩენი რუსეთის მოქალაქეების საქართველოდან დეპორტაციის მიზეზი
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 11:41:00
რა გახდა ეროვნებით ჩეჩენი რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქის საქართველოდან დეპორტაციის მიზეზი - მომხდარს სახალხო დამცველის აპარატი უკვე სწავლობს. ეროვნებით ჩეჩენი რუსეთის ორი მოქალაქე სამართალდამცველებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მათი მოსკოვში დეპორტაცია განახორციელეს.ჯა გერიევი და ბექჰან გელგოევი ბუდაპეშტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ, საიდანაც გროზნოში მიემგზავრებოდნენ.შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსეთის მოქალაქეების დაკავება საქართველოს კანონის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ მიხედვით მოხდა.კანონის მიხედვით, პირი, რომელიც არ იძლევა ინფორმაციას მგზავრობის მიზნის შესახებ, შესაძლოა, დეპორტირებული იყოს.
წაკითხვა
პრეზიდენტის ვიზიტი ავსტრიაში
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 11:17:00
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიაში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს „ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების“ გაერო-ს მეორე კონფერენციის მუშაობაში. ქვეყნის პირველი პირი გაერო-ს გენერალური მდივანთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან, შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრთან და გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან ერთად, თემატური პანელის ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იქნება.მარგველაშვილი ავსტრიის სავაჭრო პალატაში დაესწრება დისკუსიას, თემაზე - „ბიზნესგადაწყვეტილებები განვითარების გამოწვევების დასაძლევად“.გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს, გაერო-სა და ეუთო-ს გენერალურ მდივნებსა და სხვა ლიდერებს შეხვდება.საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიული მედიის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხებს.
წაკითხვა
არამდგრადი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 11:11:00
არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, დღეს ნალექი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში, შესაძლოა, მოთოვოს. სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 5 ნოემბრიდან ვარაუდობენ, თუმცა მათი თქმით, დაბალი ტემპერატურა მაინც შენარჩუნდება.
წაკითხვა
ბათუმში ავტომანქანა წყლით დაფარულ თხრილში ჩავარდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 11:02:00
უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა ბათუმში. ტაბიძის ქუჩაზე წყალდიდობის გამო, „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა თხრილში ჩავარდა. წყლით დაფარულ ორმოსთან ამკრძალავი ნიშანი არ იყო, რის გამოც მძღოლმა საშიშროება ვერ შენიშნა და ავტომანქანა წყლით დაიფარა. შემთხვევას მძღოლი გადაურჩა.ამ დროისთვის აჭარაში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დიდთოვლობის შედეგად, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა რამდენიმე თემს. არსებულ ვითარებას ადგილზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები ეცნობიან.ნალექის გამო, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა გოდერძის უღელტეხილზე. გზის გაწმენდითი სამუშაოებისათვის სპეცტექნიკის მობილიზება გახდა საჭირო.
წაკითხვა
ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 10:53:00
გვიან ღამით მოძრაობა შეწყდა ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გვირაბში. მიზეზი ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ჩამოწოლილი მეწყერი გახდა, რომელმაც გზა მთლიანად გადაკეტა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მხოლოდ ერთი მსუბუქი ავტომანქანა დაზიანდა.მეწყერის გამო, არ შეფერხებულა საავტომობილო მიმოსვლა, რადგან ავტომანქანები ძველი გზით, ჩაქვის უღელტეხილის გავლით მოძრაობდნენ.მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა და მიმდინარეობდა გზის გაწმენდის სამუშაოები. ამ დროისთვის გვირაბში მოძრაობა აღდგენილია.
წაკითხვა
დიდთოვლობა აჭარის მაღალმთიანეთში
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 10:48:00
აჭარის მაღალმთიანეთში გადაუღებლად თოვს. ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრს აღწევს. მოსული ნალექის გამო, გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.როგორც ხულოს სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, რომლითაც სოფლებთან დამაკავშირებელი სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.ამ დროისთვის აღდგენილია ყველა თემთან მისასვლელი გზა. უამინდობის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდება ღორჯომისა და აგარის თემებს.
წაკითხვა
ფოთში შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალს აღწევს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 10:43:00
უამინდობა ფოთში - შტორმის სიმძლავრე 5-6 ბალს აღწევს. ფოთის პორტში შესვლა-გამოსვლას ვერ ახერხებენ გემები, თუმცა ეს, როგორ წესი, ყოველი უამინდობის დროს ხდება.ამ დროისთვის ფოთში წვიმს და ქარია. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე სრულად აღდგენილია.
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ადვოკატები მოინახულებენ
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 10:39:00
თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ მაღალჩინოსნებს ადვოკატები მოინახულებენ. ისინი გლდანის საპატიმროსთან რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. ნიკა მოლოდინაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
ალასანიას განცხადებით, საქმის მასალებს უკვე გაეცნო და მას პრემიერსაც გააცნობს
გამოქვეყნებულია: 2014-11-03 10:07:00
უკვე ერთი საათია მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები არიან შეკრებილი. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ, ეს მთავრობის პირველი სხდომაა, რომელსაც ირაკლი ალასანიაც ესწრება. თავდაცვის მინისტრის თქმით, ის უკვე გაეცნო საქმის მასალებს და მას პრემიერსაც გააცნობს.
წაკითხვა
საპრეზიდენტო არჩევნები რუმინეთში
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 21:12:00
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მთავარი პოსტის ძირითადი პრეტენდენტები მოქმედი პრემიერმინისტრი, სოციალ-დემოკრატი ვიქტორ პონტა და ეროვნულ-ლიბერალური პარტიის ლიდერი კლაუს იოჰანესი არიან. თუ 50-პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, მეორე ტური 16 ნოემბერს ჩატარდება.მოქმედ პრეზიდენტ ტრაიან ბასესკუს მესამე ვადით კენჭისყრის უფლება აღარ აქვს. პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის ურთიერთობა დაძაბულია. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბასესკუმ პონტას ყოფილი აგენტი უწოდა.რუმინეთი, ბულგარეთის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებს შორის სიღარიბის მაღალი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა.
წაკითხვა
დე ფაქტო მთავრობამ კრემლთან ე.წ. შეთანხმების მოქმედების ვადა 2018 წლამდე განსაზღვრა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:59:00
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთთან მეკავშირეობისა და ინტეგრაციის ე.წ. შეთანხმების პროექტზე მსჯელობა სრულდება. ორი დღის განმავლობაში სოხუმი თავის ვერსიას კრემლს წარუდგენს. საინფორმაციო პორტალ „აპსნი რუს“ თანახმად, პროექტის აფხაზური ვერსია რუსულისგან მკვეთრად განსხვავდება და მასში საერთოდ ამოღებულია პუნქტი მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებასთან დაკავშირებით.კორექტირებულია შეთანხმების მოქმედების დროც. თუ კრემლი ოკუპირებულ რეგიონს ხელშეკრულების უვადოდ დადებას სთავაზობდა, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დოკუმენტის მოქმედების დრო 2018 წლამდე განსაზღვრა. არაოფიციალური ინფორმაციით, აფხაზური ვერსია მოსკოვში უკვე გაგზავნილია.პროექტზე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტი მუშაობდა.
წაკითხვა
დონეცკსა და ლუგანსკში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:57:00
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარე ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კიევში აცხადებენ, რომ დღევანდელი ე.წ. არჩევნები უკრაინის კონსტიტუციასა და კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, სეპარატისტების ქმედება ხელისუფლების ხელში ჩაგდების ნიშნებს შეიცავს. უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთის ქვეყნები სეპარატისტების ლიდერებს მინსკის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
წაკითხვა
ე.წ. არჩევნები თვითგამოცხადებულ დონეცკსა და ლუგანსკში
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:52:00
აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტები არჩევნებს ატარებენ. თვითგამოცხადებულ დონეცკსა და ლუგანსკში ე.წ. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. 400 საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა. სეპარატისტების განცხადებით, 3 მილიონი საარჩევნო ბიულეტენი მზად არის, რაც პრეზიდენტისა და პარლამენტის პირდაპირი წესით არჩევას უზრუნველყოფს.ამბოხებულები აცხადებენ, რომ, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს უკრაინული კანონის დაცვა არ ევალებათ. გასულ კვირას უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.შეერთებული შტატები და ევროკავშირი არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებენ. მოსკოვი სეპარატისტულ რეგიონებს აქტიურად უჭერს მხარს.
წაკითხვა
მართლმადიდებელი ეკლესია წმ. მამა გაბრიელის ხსენების დღეს აღნიშნავს
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:51:00
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, ილია მეორემ შეკრებილი მრევლი დალოცა და იქადაგა. უწმინდესმა ქადაგებისას მამა გაბრიელ სალოსის მოღვაწეობა გაიხსენა. პატრიარქმა ბერ გაბრიელს საქართველოს დამშვიდება და გამთლიანება შესთხოვა.ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად კი ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.ქადაგების დასრულების შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა, ასევე 5 გვარი და საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაცია დალოცა.
წაკითხვა
გატაცების გახშირებული შემთხვევები გალში - ტყვეობის შემდეგ, 52 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:43:00
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გალის რაიონში გატაცების სამი ფაქტი დაფიქსირდა. გათავისუფლება კი გამოსასყიდის გადახდის შემდეგ ხდება. თავისუფლების ფასი 11 000 დოლარს აღწევს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ძალიან რთული ვითარებაა. ერთ-ერთი გატაცებული 9 000-ის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა, ტყვეობის დროს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები 52 წლის მამაკაცის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
წაკითხვა