A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

65 დევნილ ოჯახს, მცირე ბიზნესის დასაწყებად, გრანტი გადაეცა
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 12:44:00
65 დევნილ ოჯახს, მცირე ბიზნესის დასაწყებად, გრანტი გადაეცა. თითოეულმა 500 ევროს ღირებულების საქონელი მიიღო. ეს არის  სხვადასხვა ტიპის ინვენტარი: საკერავი მანქანები, ტექნიკა სილამაზის სალონისთვის, დანადგარები ავტოსახელოსნოსთვის. ქუთაისისა და წყალტუბოს ახალ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილებისთვის ინვენტარის გადაცემის ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი დაესწრო.
წაკითხვა
ჩინეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 12:39:00
ჩინეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა, 111 კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მასშტაბურმა სტიქიამ მთლიანად გაანადგურა 53 000 საცხოვრებელი სახლი. განხორციელდა 200 000-მდე ადამიანის ევაკუაცია. წყალდიდობით მიყენებული ზარალი 3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
წაკითხვა
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული პირები დააკავა
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 12:28:00
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენის ე.წ. მარჯვენა ხელი, ჰალის ჰანჯი დააპატიმრა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰალის ჰანჯი თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ორი დღით ადრე შევიდა. სამართალდამცველებმა ერზურუმში ფეთჰულა გიულენის ნათესავიც დააპატიმრეს და ანკარაში გადაიყვანეს. სწორედ ფეთჰულა გიულენს მოიაზრებს პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან. პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტი უკვე 16 წელია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ამბოხში მონაწილეობას უარყოფს.
წაკითხვა
ქაბულში ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 80-მდე გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 12:25:00
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს მიაღწია. დაშავებულია 230 ადამიანი. ქვეყანაში დღეს გლოვაა გამოცხადებული. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. გაერო-ს ავღანეთის მისიამ თავდასხმა სამხედრო დანაშაულად შეაფასა.
წაკითხვა
ბორჯომში, ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში „ჩვენი სამშობლოს“ ოფისები გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 12:22:00
ბორჯომში, ახალციხეში, ასპინძასა და ადიგენში პარტია „ჩვენი სამშობლოს“ ოფისები გაიხსნა. პარტიის თავმჯდომარე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ზვიად ჩიტიშვილია. ის მოსახლეობას რუსეთთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
წაკითხვა
გიორგი ვაშაძემ ოზურგეთის მოსახლეობას რეგიონების განვითარების გეგმა გააცნო და მაჟორიოტარობის კანდიდატი წარუდგინა
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 12:16:00
რეგიონების განვითარების გეგმა გააცნო გიორგი ვაშაძემ ოზურგეთის მოსახლეობას. სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა ადგილობრივებს ოზურგეთის მაჟორიოტარობის კანდიდატი წარუდგინა და პარტიის გეგმებზეც ისაუბრა. რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ვაშაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
წაკითხვა
„ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა ზუგდიდში
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 12:14:00
სამეგრელოს რეგიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ცნობილია. პარტიას ზუგდიდში მერაბ ქვარაია წარმოადგენს. მაჟორიტარობის კანდიდატად კი ედიშერ თოლორაია დასახელდა. მარტვილისა და აბაშის პრობლემების მოგვარებას შეეცდება სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია. ხობში კი მაჟორიტარობისთვის გოდერძი ბუკია იბრძოლებს. ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე შეკრებულებს პრემიერმა რეგიონის ყველა კანდიდატი წარუდგინა.
წაკითხვა
61 დაღუპული, 200-მდე დაშავებული - ტერაქტი ქაბულში
გამოქვეყნებულია: 2016-07-23 20:59:00
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. აფეთქების შედეგად 61ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი მძიმედ დაშავდა. შიიტებით დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ორმა ექსტრემისტმა დეტონატორი აამოქმედა. ქაბულში აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა - ხაზარები ქაბულში მასობრივ აქციას მართავდნენ.
წაკითხვა
ჩინეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 115-ს მიაღწია, 90 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
გამოქვეყნებულია: 2016-07-23 20:55:00
ჩინეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 115-ს მიაღწია, 90 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.  სტიქიის გამო 16 მილიონ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა. ყველაზე მეტად პროვინცია ჰებეი და ჰენანი დაზარალდა. გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც დატბორილია 52 000 სახლი.ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სტიქიის შესახებ წინასწარ არ აცნობა, რის გამოც საშიში რაიონის დატოვება ვერ მოასწრეს. წყალდიდობით მიყენებული ზარალი 3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
წაკითხვა
"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-07-23 20:28:00
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სამეგრელოში პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა და შეკრებილებს სიტყვით მიმართა.გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა განვლილ წლებზე. მან აქცენტი გააკეთა სამომავლო გეგმებზე.
წაკითხვა
სტიქია კახეთში - სოფელ კარდანახის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2016-07-23 20:21:00
განადგურებული მოსავალი, დაზიანებული ნაკვეთები და სახურავების გარეშე დარჩენილი სამეურნეო დაწესებულებები - ასეთია სტიქიის შედეგები კახეთში.ადგილობრივების განცხადებით, ძლიერი სეტყვისა და ქარის გამო
წაკითხვა
როდის შედგება შეხვედრა პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შორის
განახლებულია: 2016-07-23 20:12:00
როდის შედგება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს  შორის, ჯერჯერობით უცნობია. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრიაციის  უფროსი გიორგი აბაშიშვილი ამბობს, შეხვედრის დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება, ამავრდოულად, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დღეს კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ პროკურატურა გიორგი  პაპუაშვილის განცხადების საფუძველზე მოკვლევას დაიწყებს. გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს "თავისუფალი დემკორატების" ლიდერი ირაკლი ალასანია. საკონსტიტუციო სასართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეებისა და მათი ოჯახების წევრებზე ზეწოლის შესახებ  ორი დღის წინ  გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. პაპუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ მიზანმიმართული ზეწოლის ადრესატები ცნობილი საქმეების მოსამართლეები არიან, თუმცა, არცერთი მათგანის ვინაობა არ დააკონკრეტა.
წაკითხვა
მესტიის სასწრაფო დახმარების მედპერსონალს შეხვდა რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი
განახლებულია: 2016-07-23 16:42:00
მესტიის  სასწრაფო დახმარების მედპერსონალს შეხვდა რეგიონული სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი. დავით ტორუა ექიმების სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. მათი განცახდებით, ავტოპარკის განახლებამ და ეკიპაჟების საჭირო ინვენტარით აღჭურვამ გადაუდებელი დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი შეხვედრებს  ყველა რაიონულ ცენტრში გეგმავს. 
წაკითხვა
შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესი მიმდინარეობს
განახლებულია: 2016-07-23 16:38:00
შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და კახეთის მხარის გუბერნატორი  ირაკლი შიოლაშვილი  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდნენ და შირაქის ველზე ხორბლის აღების პროცესს დაესწრნენ.წინა წლებთან შედარებით, წელს რეკორდულად დიდი მოსავალია. გაზრდილია როგორც ნათესი ფართობები, ასევე ჰექტარზე მოსავლიანობა.ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში 200 000 ტონამდე მოსავალი უკვე აღებულია. 
წაკითხვა
ქობულეთში მუნიციპალიტეტებისთვის დაფინანსების წესის განსაზღვრაზე იმსჯელეს
განახლებულია: 2016-07-23 16:35:00
ქობულეთში მუნიციპალიტეტებისთვის  დაფინანსების წესის განსაზღვრაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ფინანსური ურთიერთობის რეგულირების საკითხები განიხილეს. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. 
წაკითხვა
თურქეთში ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა
განახლებულია: 2016-07-23 16:29:00
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ხელი მოაწერა  კანონს, რომლის მიხედვითაც,  ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა. გარდა ამისა, ერდოღანმა, ქვეყნის მასშტაბით, 1 000-ზე მეტი კერძო სკოლის დახურვის განკარგულება გასცა . ერდოღანის გადაწყვეტილებით, საქმიანობას შეწყვეტს ასევე 1 229 საქველმოქმედო საზოგადოება და ფონდი, 35 სამედიცინო დაწესებულება, 19 პროფკავშირი, ფედერაცია და კონფედერაცია. ასევე, 15 კერძო უმაღლესი სასწავლებელი.
წაკითხვა
“მემარცხენე ალიანსის” ლიდერები ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ
განახლებულია: 2016-07-23 16:24:00
“მემარცხენე ალიანსის” ლიდერები  დღეს ვაკის რაიონში არსებულ პრობლემებს ეცნობოდნენ. პარტიის წევრები მოსახლეობას შეხვდნენ და მათ საარჩევნო პროგრამის შესახებაც მიაწოდეს. ინფორმაცია. მათი თქმით, პრობლემა, რომელიც ამ რაიონს განსაკუთრებით აწუხებს, სარეკრეაციო ზონების სიმცირესა და მასშტაბურ მშენებლობებს უკავშირდება. "მემარცხენე ალიანსი”, გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ამ საკითხის პარლამენტში დაყენებას ჰპირდება
წაკითხვა
"სახელმწიფო ხალხისთვის" ეთნიკურ უმცირესობებს ქვეყნის მართვაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს
განახლებულია: 2016-07-23 16:22:00
მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის” ეთნიკურ უმცირესობებს ქვეყნის მართვაში მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებს. პარტიის სპეციალური პროგრამის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პროგრამა ეთნიკური სათემო ორგანიზაციების განვითარებას, სახელმწიფო ენის სწავლისა და სხვადასხვა აქტივოებებში ჩართვის ხელშეწყობას და სპეციალური საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას ითვალისწინებს. 
წაკითხვა
"გირჩი" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს
განახლებულია: 2016-07-23 16:21:00
ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" წინასაარჩევნო კამპანიას განაგრძობს.  ზურაბ ჯაფარიძე ვაკის რაიონის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნო. ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენლებმა ხედვებისა და რეფორმების პაკეტი ვაკის რაიონის მცხოვრებლებს წარუდგინეს. 
წაკითხვა
სტიქია კახეთში - მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია
განახლებულია: 2016-07-23 16:15:00
ძლიერმა სეტყვამ და ქარმა კახეთში მოსავალი თითქმის სრულად გაანადგურა. დაზიანებულია ნაკვეთები, სახურავის გარეშეა დარჩენილი რამდენიმე ფერმა. ადგილობრივი ხელისუფლება ზარალის დამთვლელი კომისიის შექმნას გეგმავს. მოსახლეობა დახმარების მოლოდინშია. 
წაკითხვა