A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ნება დართო
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 12:51:00
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთის ფედერაციის ნაკრებს ბრაზილიის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის ნება დართო. თუმცა, დოპინგის მიღებაში მხილებული რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების საკითხს, სპორტის სახეობების მიხედვით, უშუალოდ საერთაშორისო ფედერაციები მიიღებენ. შეგახსენებთ, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რეკომენდაცია მისცა, რიოს თამაშებზე რუსეთის ნაკრები არ დაეშვა. 
წაკითხვა
სროლა ფლორიდის ღამის კლუბში
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 12:37:00
აშშ-ის ფლორიდის შტატში მდებარე ქალაქ ფორტ მაიერსის ერთ-ერთ ღამის კლუბში 17 ადამიანის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. გარდაცვლილია სულ მცირე ერთი ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.ამ წუთებში პოლიცია ადგილზეა მობილიზებული. კლუბი ახალგაზრდების წვეულებას მასპინძლობდა. მსხვერპლთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.წყარო: BBCფოტო: Facebook
წაკითხვა
საზოგადოებრივი მაუწყებელი მხატვრული და დოკუმენტური სერიალების სცენარებისთვის აცხადებს კონკურსს
განახლებულია: 2016-07-25 12:34:00
ახალი სატელევიზიო სეზონიდან დაგეგმილია ქართული ორიგინალური წარმოების მხატვრული და დოკუმენტური სერიალების გადაღება, რომელთა სცენარებიც კონკურსის შედეგად შეირჩევა. მხატვრული სერიალიჟანრი: დეტექტიური/ ფანტასტიკურ-დეტექტიური/ დრამა/ სიტუაციური კომედიაქრონომეტრაჟი: 45 წუთისერიების რაოდენობა: 66, მინიმუმ 22.დოკუმენტური სერიალითემატიკა: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობაქრონომეტრაჟი: 26 წუთისერიების რაოდენობა: 66, მინიმუმ 22.კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე drama@gpb.ge უნდა გამოგზავნონ შემდეგი მასალები:1.
წაკითხვა
ალეპოში, ავიაიერიშის შედეგად, ოთხი საველე საავადმყოფო და სისხლის გადასხმის ცენტრი დაზიანდა
განახლებულია: 2016-07-25 12:25:00
ალეპოში, ავიაიერიშის შედეგად, ოთხი საველე საავადმყოფო და სისხლის გადასხმის ცენტრი დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლონდონში მდებარე ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ავრცელებს. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ახალშობილი. გავრცელებული ინფორმაციით, სამი საავადმყოფო ამბოხებულების, ერთი კი ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. ამ დროისთვის უცნობია, თუ ვინ განახორციელა საჰაერო იერიში.
წაკითხვა
ბავარიაში სირიელმა ლტოლვილმა თავი აიფეთქა - დაშავებულია 12 ადამიანი
განახლებულია: 2016-07-25 12:24:00
გერმანიაში სირიელმა ლტოლვილმა თავი აიფეთქა. შემთხვევის შედეგად, დაშავდა 12 ადამიანი. სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ღია ცის ქვეშ მიმდინარე მუსიკალურ ფესტივალზე ცდილობდა შეღწევას, თუმცა ტერიტორიაზე დაცვამ არ შეუშვა, რის შემდეგაც მიგრანტმა ზურგჩანთაში დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიიდან 2500-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. თავდამსხმელი 27 წლის მიგრანტი აღმოჩნდა. მას გერმანიის ხელისუფლებამ თავშესაფრის მინიჭებაზე გასულ წელს უარი განუცხადა და ამ დრომდე ლტოლვილთათვის განკუთვნილ თავშესაფარში ცხოვრობდა. სამართალდამცველთა განცხადებით, მას ფსიქიური პრობლემები ჰქონდა და თავდასხმამდე თავის მოკვლას ორჯერ შეეცადა. ბავარიის ფედერაციულ ოლქში თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე კი ქალაქ როიტლინგენში ასევე სირიელი წარმოშობის 21 წლის ლტოლვილი მამაკაცი ცივი იარაღით სამ ადამიანს დაესხა თავს. შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა ერთი ქალი, ორი კი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს.
წაკითხვა
ოლიმპიურ კომიტეტთან საქართველოს ნაკრების ფორმა გააპროტესტეს
განახლებულია: 2016-07-25 12:16:00
ქართველი სპორტსმენების ოლიმპიური შესამოსელი გააპროტესტეს ოლიმპიურ კომიტეტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა. მათი განცხადებით, სპეციალურად შექმნილი კოსტიუმები ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. შეკრებილებმა კომიტეტის წევრებისგან და სამოსზე პასუხისმგებელი პირებისგან ახსნა-განმარტებები მოითხოვეს.
წაკითხვა
მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 12:16:00
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების დამონტაჟება დაიწყო. საპილოტე პროექტი მდინარე ნატანების კალაპოტში განხორციელდა. მდინარეებზე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი გარემოს დაცვის სამინისტროს კვლევის საფუძველზე და მისი რეკომენდაციით მიმდინარეობს. ნარჩენების დამჭერი ახალი კონსტრუქცია მდინარის დონის მატება-დაკლების შესაბამისად მოძრაობს და მდინარის ზედაპირზე მცურავი ნარჩენების, მათ შორის ნავთობპროდუქტების შეკავებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე ანალოგიური სამუშაოები სხვადასხვა მდინარის კალაპოტში მიმდინარეობს.
წაკითხვა
ხმაური მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ოფისთან - დაკავებულია პარტიის ორი წევრი
განახლებულია: 2016-07-25 12:10:00
ხმაური იყო ღამით მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ოფისთან. სამართალდამცველებმა პაატა ბურჭულაძის პარტიის ორი წევრი დააკავეს. მოძრაობაში აცხადებენ, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მათი ოფისიდან გასულ პირებს ახსნა-განმარტების გარეშე ჩხრეკდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ორი პირის დაკავება ადმინისტრაციული წესით მოხდა. შემთხვევის ამსახველ ვიდეომასალას მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ავრცელებს.
წაკითხვა
აქცია ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ახალციხეში
განახლებულია: 2016-07-25 12:09:00
ახალციხეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა, პარტიის ლიდერებთან ერთად, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა გააპროტესტეს. ქალაქში მსვლელობა მოეწყო. აქციის მონაწილეებს, ლიდერებთან ერთად, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც შეუერთდნენ.
წაკითხვა
საია, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელით, სააპელაციო სასამართლოს მიმართავს
განახლებულია: 2016-07-25 12:09:00
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაში ადანაშაულებს საია. საქმე ეხება საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რელიგიური ორგანიზაციებისათვის საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით შექმნილი წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად მოსარჩელე ორგანიზაციის აღიარებას. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ  დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მუსლიმთა უმაღლესმა სასულიერო სამმართველომ განსაზღვრულ ვადაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობა დაუდასტურა. მიუხედავად ამისა, მას არ მიეცა შესაძლებლობა, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად ჩათვლილიყო, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურება მიიღოს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსლიმთა უმაღლეს სასულიერო სამმართველოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოსარჩელე ორგანიზაცია ახლა სააპელაციო სასამართლოში მოითხოვს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სააპელაციო საჩივარს სასამართლოში დღეს შეიტანს.
წაკითხვა
აუდიტის სამსახურში ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა მიმდინარეობს
განახლებულია: 2016-07-25 12:02:00
ლევან ვარშალომიძე აუდიტის სამსახურში უკვე მივიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს განმარტებების გაკეთება ე.წ. სოციალური სახლების პროექტზე მოუწევს. არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ ერთ-ერთ კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ბინების აშენების დაპირება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება ამორჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. არსებობს შეთავაზების და კონტრაქტების ხელმოწერის კადრებიც. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. უწყების შენობასთან ვარშალომიძის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ლევან კვატაშიძე მუშაობს აუდიტის სამსახურთან.
წაკითხვა
უშბაზე უკრაინის მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 20:23:00
მაშველებმა უშბაზე უკრაინის მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში აცხადებენ, სამაშველო სამსახურში შეტყობინება მეტეოსადგურიდან შევიდა. უკრაინელ მთამსვლელთა ჯგუფი უშბაზე გაბრიელ ხერგიანის მარშრუტით ახორციელებდა ასვლას, რა დროსაც ერთი მთამსვლელი, სავარაუდოდ, ნაპრალში ჩავარდა და დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ცხედრის ამოყვანის სამუშაოები, რთული რელიეფის გამო, ამ დრომდე მიმდინარეობს. 
წაკითხვა
რუსთაველის გამზირზე მიკროავტობუსი და ტაქსი ერთმანეთს შეეჯახნენ
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 20:19:00
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „რედისონთან“ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სისწრაფით მიმავალი სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტაქსი დაეჯახნენ, რის შედეგადაც, მიკროავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად, მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
ყველის ფესტივალი მცხეთაში
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 17:02:00
მცხეთაში „ქართული ყველის ფესტივალი 2016“ გაიმართა. ღონისძიებაზე საკუთარი პროდუქციით წარმოდგენილი იყო მცხეთა–მთიანეთის ყველა მუნიციპალიტეტი. ფესტივალი სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა და  სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე შეეძინათ და დაეგემოვნებინათ წარმოდგენილი პროდუქცია. ფესტივალის ფარგლებში, ადგილზე ტენილი ყველი და დამბალხაჭო მომზადდა.
წაკითხვა
ლევან კობიაშვილი ყაზბეგში ბავშვთა საფეხბურთო გუნდს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 17:01:00
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაბა ყაზბეგში ადგილობრივ ბავშვთა საფეხბურთო გუნდს შეხვდა. ამ ეტაპისთვის ყაზბეგში მდებარე საფეხბურთო კლუბში სხვადასხვა ასაკის 80 სპორტსმენი ვარჯიშობს. ლევან კობიაშვილმა მოზარდებს სპორტული ეკიპირება და ბურთები გადასცა. მოგვიანებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელთა შეკითხვებს უპასუხა.
წაკითხვა
ერაყის თავდაცვის უწყება ISIS-ის ლიდერის თანაშემწის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 16:55:00
ერაყის თავდაცვის უწყება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის თანაშემწის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ჰაშიმ ნასიფი დიალას პროვინციაში განხორციელებული ოპერაციის დროს მოკლეს. გავრცელებული ცნობით, დაჭრილია მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი. ერაყის ჩრდილო-დასავლეთით კი დღეს მორიგი ტერაქტი მოხდა. დაღუპულია სულ მცირე 14 და დაშავებულია 20-მდე ადამიანი. სამართალდამცველების განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. დაღუპულთა შორის ორი სამართალდამცველია. მედიკოსები შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. დაშავებულთა დიდი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 
წაკითხვა
ტერორიზმის პრევენციის მექანიზმები - რას აცხადებენ ევროპისა და აშშ-ის დაზვერვის სამსახურები
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 16:40:00
ევროპისა და შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურები აღიარებენ, რომ დამოუკიდებლად მოქმედი ტერორისტების გამოსავლენად და მათზე ინფორმაციის მოსაპოვებლად, მექანიზმები არ გააჩნიათ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. დაზვერვის სამსახურებში აცხადებენ, რომ მარტო მოქმედ თავდამსხმელებს, უმეტეს შემთხვევაში, ფსიქიური პრობლემები აქვთ. უწყებებში კი ისეთ მექანიზმებს არ ფლობენ, რომელიც ამ ადამიანების დროულ გამოვლენას და თავდასხმების პრევენციას შესაძლებელს გახდიდა. ექსტრემისტული დაჯგუფებებისა და მათი მიმდევრებისგან განსხვავებით, ფსიქიური აშლილობის მქონე, მასობრივი მკვლელობებისკენ გადახრილი პირების იდენტიფიცირება რთულია.
წაკითხვა
ბელგიის პარლამენტი რუსეთისთვის სანქციების გაუქმებაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 16:37:00
ბელგიის პარლამენტი ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმების შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას დოკუმენტის ავტორი თავად ავრცელებს. მოსმენა წარმომადგენელთა პალატის საშინაო საქმეების კომისიაში საპარლამენტო არდადეგების დასრულების შემდეგ გაიმართება. რეზოლუციის მიღების შემთხვევაში, ბელგიის მთავრობას უფლებამოსილება მიენიჭება, ევროპულ საბჭოში სანქციების გაუქმების მხარდაჭერით წარსდგეს. რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ვადა 2017 წლის 31 იანვარს ეწურება. 
წაკითხვა
კუბის ოლიმპიური ნაკრების ფორმა მოდის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნევა
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 16:26:00
გუშინ, კუბის ვიცე-პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელ ბიდმა, 120 სპორტსმენისგან შემდგარი ქვეყნის ოლიმპიური ნაკრები რიო-დე-ჟანეიროში, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გააცილა. ოლიმპიელები კუბის ეროვნული დროშის ფერებში გადაწყვეტილ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი. ფორმების დიზაინი ერთობლივად შექმნეს მაღალი მოდის ფრანგმა დიზაინერმა კრისტიან ლუბუტენმა და ხელბურთის ყოფილმა პროფესიონალმა მოთამაშემ, ონლაინ-მაღაზია SportHenri.com-ის დამფუძნებელმა ანრი ტაიმ. აღნიშნული ფორმებით სპორტსმენები ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალზე წარსდგებიან, რომელიც ხშირად მსოფლიო მოდის ერთგვარ შეჯიბრებადაც მიიჩნევა. სამოსი ყოფილ და ამჟამინდელ კუბელ ოლიმპიურ სპორტსმენებთან კონსულტაციების შედეგად შეიკერა — ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კუბის ფორმა ყველასგან გამორჩეულია. მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ კუბასთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა, ქვეყანაში მოდის ინდუსტრიამ „იფეთქა“ მარკეტინგის იმ იდეით, რომ კაპიტალისტური ამერიკიდან და ევროპიდან ჩასულებს აუცილებლად დააინტერესებდათ თუ როგორ შეიცვალა ქვეყანაში ტანსაცმლის დიზაინი აშშ-ისგან 50 წლიანი იზოლაციის პირობებში.წყარო: fashionista.com
წაკითხვა
მერაბ მეტრეველმა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზე ისაუბრა
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 16:12:00
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებისას ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება, - ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ისაუბრა. მერაბ მეტრეველის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოებას შესაბამისი უწყებები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ.
წაკითხვა