A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

რატომ ვერ მოხვდა მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო წარმომადგენლობით საბჭოში - საკითხი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 20:22:00
დავა, რომელიც უკვე ორი წელია გრძელდება - თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის მოთხოვნით, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო ზემდგომ ინსტანციას მიმართავს. საქმე იმ გაერთიანების წევრობას ეხება, რომელიც სახელმწიფოსგან საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებას იღებს. რატომ ვერ მოხვდა თავის დროზე მუსლიმთა ეს თემი საბჭოში და როგორია საკითხთან შემხებლობაში მყოფი მხარეების პოზიცია - თემაზე მარიამ ცარელაშვილმა იმუშავა.
წაკითხვა
დაარღვია თუ არა ვარშალომიძემ კანონი - პოლიტიკოსი აუდიტის სამსახურში გამოკითხეს
განახლებულია: 2016-07-25 20:15:00
ლევან ვარშალომიძის გამოკითხვა დასრულდა. აუდიტის სამსახური ახლა დამატებით დოკუმენტაციას ელოდება და იმ პირთა მოსმენას გეგმავს, რომლებმაც აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ნომერთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები გააფორმეს. სწორედ ამ პროცედურების შემდეგ გაირკვევა, მოუწევს თუ არა ვარშალომიძეს ჯარიმის გადახდა. კითხვები, რომლებიც აჭარის მთავარობის ყოფილ მეთაურს დღეს მაკონტროლებელ ორგანოში დაუსვეს, ე.წ. სოციალურ სახლებს უკავშირდება. მითითებული პროექტის ფარგლებში, ლევან ვარშალომიძე კომპაქტური ჩასახლების ადგილებში მცხოვრებ ოჯახებს ბინების მშენებლობას ჰპირდება, რასაც არასამთავრობო სექტორში ამომრჩეველთა მოსყიდვად მიიჩნევენ.
წაკითხვა
მარგველაშვილმა კორცხელის ინციდენტის გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა და კვირიკაშვილსა და უსუფაშვილს შეხვედრა შესთავაზა
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 20:09:00
გიორგი მარგველაშვილმა მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან ერთად, დღეს კორცხელის ინციდენტის გამოძიების აუცილებლობაზეც ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, საშიში ტენდენციაა, როცა პოლიტიკურ ჯგუფებს უჩნდებათ არაფორმალური კავშირები სამართალდამცველ ან სხვა ტიპის სტრუქტურებთან და ეს პოლიტიკური მიზნებისკენ არის მიმართული. ყველა ამ საკითხზე სასაუბროდ და პასუხის გასაცემად, პრეზიდენტი მზად არის, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდეს. შეხვედრაზე თანახმაა პრემიერმინისტრიც, თუმცა, მთავრობის მეთაურის თქმით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით სასამართლო მსჯელობს და პოლიტიკური ქმედება შეუძლებელია. კორცხელის ინციდენტზე დღეს კომენტარი გააკეთა კახი კალაძემაც. პრეზიდენტის მიმართვას ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარეც. დავით უსუფაშვილი მზადაა, რომ არჩევნების სამართლიანობისა და თავისუფლების მაღალი სტანდარტების უზურუნველყოფის მიზნით, ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლებს შეხვდეს.
წაკითხვა
პრემიერი და მთავარი პროკურორი პრეზიდენტთან შესახვედრად მზად არიან - მარგველაშვილი მის ოჯახზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 20:04:00
სკანდალური განცხადების შემდეგ, პრემიერი პრეზიდენტთან შეხვედრას აპირებს. გიორგი მარგველაშვილს აუდიენციას სთავაზობს მთავარი პროკურორიც. შესაბამისი წერილი საგამოძიებო უწყებიდან ავლაბრის სასახლეში უკვე გაგზავნილია. მიზეზი სახელმწიფოს მეთაურის დღევანდელი გამოსვლაა - პრეზიდენტი მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრზე სამართალდამცველების მონაწილეობით განხორციელებულ ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს. როგორც ირკვევა, განცხადების გაკეთებამდე ინფორმირებული იყო მთავრობის მეთაური, რომელმაც საკითხის შესწავლა შინაგან საქმეთა მინისტრს უკვე დაავალა. პრეზიდენტს დღეს არ დაუკონკრეტებია, ოჯახის რომელი წევრი გახდა ზეწოლის მცდელობის ობიექტი. გიორგი მარგველაშვილმა ახსენა მხოლოდ დრო და ჩხრეკა, რომელიც, მისივე თქმით, სასამართლოს ბრძანების გარეშე ჩატარდა. დამატებითი დეტალები მღებრიშვილის უწყების მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადებიდან გახდა ცნობილი. პრეზიდენტის გამოსვლამ პოლიტიკური სპექტრი ორად გაყო. მმართველ გუნდში ზეწოლის მცდელობის ფაქტს ეჭვქვეშ აყენებენ. მთავრობისა და სახელისუფლებო პარტიის წევრებისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მეთაურის დღევანდელ განცხადებას საგანგაშოდ მიიჩნევენ ოპოზიციაში.
წაკითხვა
რუსთავში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 19:32:00
რუსთავში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში შევიდა. რამდენიმე თვიანი სამუშაოების შემდეგ, ქალაქში შეცვლილია კომუნიკაციები და ქუჩებში ქვაფენილისა და ბეტონის გზის დაგება დაიწყო.
წაკითხვა
ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 19:15:00
ავლაბრისა და მახათას დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულებულია. ტერიტორიაზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ტროტუარები. გზის გაყვანისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ 4 თვის განმავლობაში ატარებდა.
წაკითხვა
რას პასუხობს „სამოსელი პირველი“ საზოგადოების ნაწილის პროტესტს, ოლიმპიელების ჩაცმულობასთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 18:29:00
„სამოსელი პირველის“ დიზაინერმა, მაია ჯგუბურიამ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს. შეგახსენებთ, რომ სწორედ „სამოსელ პირველს“ ეკუთვნის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ფორმები, რომელიც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
წაკითხვა
როგორ აფასებენ სპეციალისტები ოლიმპიური ნაკრების ჩაცმულობას
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 18:25:00
ქართველი ოლიმპიელები რიოში, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, დღეს მიემგზავრებიან. სოციალურ ქსელში ატეხეილი აჟიოტაჟის, 6 000-ზე მეტი ხელმოწერისა და პეტიციის გავრცელების მიუხედავად, მათი სამოსი არ შეიცვლება. სპორტსმენები ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე იმ კოსტიუმებით წარდგებიან, რომლებიც მათთვის „სამოსელმა პირველმა“ შეკერა. სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.
წაკითხვა
გიორგი პაპუაშვილი არასამთავრობოებს ხვდება
განახლებულია: 2016-07-25 18:09:00
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართულ ორგანიზაციებს გიორგი პაპუაშვილთან კითხვები აქვთ მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლას ეხება.
წაკითხვა
კვირიკაშვილისთვის გაუგებარია პაპუაშვილის პოზიცია, რომელიც აჭარის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 18:07:00
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება პრემიერმინისტრიც. გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელიც აჭარის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს. მთავრობის მეთაური სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემაზე საუბრობს.
წაკითხვა
პრემიერმა შს მინისტრს პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაავალა
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 18:02:00
პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესწავლა დაავალა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებას უკვე მოჰყვა პირველი გამოხმაურებები. პრემიერი და მთავარი პროკურორი მზად არიან, პრეზიდენტს შეხვდნენ. მარგველაშვილი მისი ოჯახის წევრის მისამართით ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ერთი თვის წინ მისი ოჯახის წევრი ჯერ ქუჩაში გააჩერეს, შემდეგ მის სახლში ჩხრეკა სასამართლო დადგენილების გარეშე ჩატარდა. ნოდარ ჩაჩუა მუშაობს თემაზე.
წაკითხვა
9 თვის ბავშვს დახმარება სჭირდება
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 17:46:00
9 თვის დემეტრე ქარქაშაძეს დახმარება ესაჭიროება. მას ცერებრალური დამბლა დაუდგინდა. ბავშვი სოფელ ღვანკითში ცხოვრობს, ოჯახს კი მისი თბილისში ჩამოყვანა და მკურნალობის დაწყება სურს, თუმცა ამის საშუალება არ აქვს. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ ანგარიშის ნომერზე. 
წაკითხვა
წულუკიანმა გორში მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ შეხვედრა გამართა
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 17:30:00
იუსტიციის მინისტრმა გორში მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ შეხვედრა გამართა. შეხვედრა შედგა იუსტიციის სახლში, სადაც მუნიციპალიტეტის და საკრებულოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. შეხვედრაზე განიხილეს, თუ როგორ უნდა მიაწოდონ მოქალაქეებს რეგისტრაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია და როგორ უნდა მოხდეს სათანადო კონსულტაციის გაწევა. ასევე, თეა წულუკიანმა სოფელ ტყვიავში მშენებარე მომსახურების ცენტრი დაათვალიერა.
წაკითხვა
თელავში საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 17:27:00
დღეს თელავში საარჩევნო განვითარების სკოლა გაიხსნა, სადაც 10 დღის განმავლობაში 25 ახალგაზრდა შეისწავლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო სისტემები, არჩევნების გამჭვირვალობა, არჩევნებში ჩართული მხარეები და სხვა. სწავლებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და მწვრთნელები ჩაატარებენ. თელავის გარდა, საარჩევნო განვითარების სკოლები გურჯაანსა და სიღნაღშიც  გაიხსნება.
წაკითხვა
ანი მიროტაძე რეგიონებში ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლებზე მსუბუქ ზეწოლაზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 17:22:00
ანი მიროტაძე სხვადასხვა რეგიონში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლებზე განხორციელებულ ირიბ ზეწოლაზე საუბრობს. „ეროვნული ფორუმის“ წევრის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები საჯარო სტრუქტურებში დასაქმებულ მოქალაქეებს და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ამომრჩევლებს  ურჩევენ  მოახლოებულ არჩევნებზე ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცენ. „ეროვნული ფორუმი“ გიორგი კვირიკაშვილსა და კახა კალაძეს გარკვეული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. მიროტაძემ ეროვნული ფორუმის საარჩევნო  გეგმებსა და კანდიდატებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა შარტავა იქნება, ხოლო თუ ვინ მოხვდება პირველ ათეულში, ამას საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს. მან მაჟორიტარობის რამდენიმე კანდიდატიც დაასახელა.
წაკითხვა
ლეიბორისტების ლიდერმა 101 წლის ფლორა ჩხენკელს იუბილე მიულოცა
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 17:14:00
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე  ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 101 წლის ფლორა ჩხენკელს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა. პარტიის ლიდერმა პენსიონერს საჩუქრები პირადად გადასცა და „ლეიბორისტული პარტიის“ საპენსიო პროგრამა გააცნო. „ლეიბორისტული პარტია“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას საპენსიო რეფორმას სთავაზობს, რომლის მიხედვითაც, საპენსიო ასაკის ზღვარი ქალებში 55, მამაკაცებში კი 60 წელი იქნება. ხოლო 80 წელს გადაცილებული თითოეული მოქალაქე ყოველი წლის მატებასთან ერთად დამატებით 100 ლარს მიიღებს.
წაკითხვა
კვირიკაშვილმა წალენჯიხაში მაჟორიტარობის კანდიდატად გოგა გულორდავა წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 17:04:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს წალენჯიხისა და ჩხოროწყუს გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავარი პრიორიტეტი ადამიანი, მისი საჭიროებები და უფლებებია. გოგა გულორდავამ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და წალენჯიხის მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
წაკითხვა
თურქეთის პროკურატურამ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა
გამოქვეყნებულია: 2016-07-25 16:59:00
თურქეთის პროკურატურამ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იტყობინება, შესაბამის ინფორმაციას თურქული არხი „ენ-თი-ვი“ ავრცელებს. აღნიშნულ სიაშია ცნობილი ჟურნალისტი ნაზლი ილიჯაკი, რომელიც პროსამთავრობო გამოცემა „საბაჰ დეილიდან“ 2013 წელს, კორუფციული სკანდალის გაშუქების გამო დაითხოვეს. თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით ათასობით ადამიანი დააკავეს. საერთაშორისო უფლებადამცველების ცნობით, დაკავებულთა წინააღმდეგ იყენებენ წამებას და სხვა სასტიკ მეთოდებს.
წაკითხვა
რა კითხვები ჰქონდა აუდიტის სამსახურს ლევან ვარშალომიძესთან
განახლებულია: 2016-07-25 16:07:00
აუდიტის სამსახურში დღეს ლევან ვარშალომიძე გამოკითხეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს განმარტებების გაკეთება მოუწია იმ დაპირებებთან და ხელშეკრულებებთან დაკავშირებით, რომელსაც ის აჭარის მოსახლეობასთან ინდივიდუალურად აფორმებს, სოციალური სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით. აუდიტის სამსახურის მთავარი შეკითხვა იყო, რა ფინანსური სახსრებით მოხდება აღნიშნული პროექტის განხორციელება. ვარშალომიძის განცხადებით, მათი გამარჯვების შემთხვევაში, პროექტის განხორციელებისთვის თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ასევე, მოხდება თანხების მოზიდვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან.
წაკითხვა
პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა
განახლებულია: 2016-07-25 16:04:00
საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა. გიორგი პაპუაშვილმა მარგველაშვილთან ისაუბრა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე, თუმცა ჟურნალისტებთან მას დეტალები არ გაუხმაურებია. პაპუაშვილს არ უსაუბრია, კონკრეტულად რამდენ მოსამართლეზე და ვისი მხრიდან განხორციელდა ზეწოლა. პაპუაშვილის განცხადებით, მან მიიღო უწყება ბათუმის პროკურატურიდან, თუმცა დეტალებზე საუბარს მხოლოდ მთავარ პროკურატურაში გეგმავს. პრეზიდენტმა შეხვედრის შემდეგ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პაპუაშვილის მიერ დასახელებულ ზეწოლის ფაქტებს შემაშფოთებელი უწოდა. გიორგი  მარგველაშვილმა დემოკრატიული არჩევნებისთვის და სახელმწიფო ინსტიტუტების დასაცავად პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ამავე ბრიფინგზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ზეწოლის მცდელობას მისი ოჯახის წევრის მიმართაც ჰქონდა ადგილი.
წაკითხვა