A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის შემცირებაზე ეროვნული ბანკის განცხადებას პეტრე ცისკარიშვილი ეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 16:34:00
დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის შემცირებაზე ეროვნული ბანკისა და მთავრობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება პეტრე ცისკარიშვილი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრის განცხადებით, დოლარიზაციაზე მთავრობის მხრიდან საუბარი ეკონომიკისთვის დამაზიანებელია. საპარლამენტო უმცირესობის წევრს დღეს ფინანსთა მინისტრმა უპასუხა. 
წაკითხვა
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ვანში მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
განახლებულია: 2016-07-22 16:32:00
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ვანში მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. სადეპუტატო მანდატისთვის ოლქში გიორგი ლილუაშვილი იბრძოლებს. მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა გასული ოთხი წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დღესვე პრემიერმინისტრი  სამტრედიის მცხოვრებლებს შეხვდება.
წაკითხვა
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს - არასამთავრობოების ანგარიშები
განახლებულია: 2016-07-22 16:26:00
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს - ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ მიმართულებიტ შემუშავებული ანგარიშები წარმოადგინეს. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საქართველომ გარკვეული მიმართულებით ვერ მიიყვანა ბოლომდე ნაკისრი ვალდებულებები. ყურადღება მახვილდება საარჩევნო და მართლმსაჯულებისა სისტემების რეფორმირებაზე. ფონ "ღია საზოგადოება საქართევლოს" ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელის განცხადებით, ასოცირების დღის წესრიგის შესრულებამდე დარჩენილია 5 თვე და ხელისუფლებამ  აქტიურად უნდა იმუშაოს.
წაკითხვა
სამართალდამცავთა მხრიდან სავარუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები და სახელმწიფოს რეაგირება - საიას კვლევის ანგარიში
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 16:15:00
სამართალდამცავთა მხრიდან სავარუდოდ ჩადენილი დანაშაულის ფაქტები და სახელმწიფოს რეაგირება-  ამ სახელწოდების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში". არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ წარმოებაში მსგავსი შინაარსის 21 საქმე აქვთ – რა პრობლემებზე საუბრობენ საიაში – პრეზენტაციას რატი ხვისტანი დაესწრო. 
წაკითხვა
პარიზის პროკურორი: ნიცაში ტერაქტი რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა და თავდამსხმელს ქალაქში ლოჯისტიკური მხარდაჭერა ჰქონდა
განახლებულია: 2016-07-22 13:01:00
ნიცაში ტერაქტი რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა და თავდამსხმელს ქალაქში ლოჯისტიკური მხარდაჭერა ჰქონდა, – ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ფრანსუა მოლენსის თქმით, ტერორისტის 5 მხარდამჭერი უკვე დაკავებულია. დაკავებულთა შორის ერთი ქალია. სამი ტუნისის მოქალაქე და ორი ალბანელი დაკითხვაზე იმყოფებიან. გამოძიების თანახმად, ტერაქტამდე თავდამსხმელ ბულელსა და მის მოკავშირეებს შორის ათას სამასამდე შეტყობინება და ზარი დაფიქსირდა. პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ტერორისტი თავდასხმამდე ბანკებში კრედიტის აღებას ცდილობდა, თუმცა ვერ მოახერხა. შემდეგ ყველა ანგარიშიდან თანხა მოხსნა და კუთვნილი ავტომობილიც გაყიდა. სატვირთო ავტომობილი, რომლითაც ტერაქტი განხორციელდა, თავდამსხმელს ნაქირავები ჰქონდა.  
წაკითხვა
პარიზთან ახლოს კონტრტერორისტული ოპერაციის დროს 20 ადამიანი დააკავეს
განახლებულია: 2016-07-22 12:59:00
პარიზტან ახლოს , პატარა ქალაქ ვალ-დ' უაზში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, 20 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ „ფიგარო“ იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ჩხრეკა, ძირითადად, მეჩეთსა და ისლამურ მაღაზიაში ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, რაიმე სახის იარაღი ან საბრძოლო მასალა ვერ აღმოაჩინეს. პოლიციის განცხადებით, ჩხრეკის ჩატარება ნიცის ტერაქტთან არ არის დაკავშირებული. ოპერაციის ჩატარების მიზანი იყო ანონიმური ინფორმაციის შემოწმება, რომელიც უკავშირდებოდა არეულობების შესაძლო მოწყობას. 
წაკითხვა
შს მინისტრის გადაწყვეტილება - პოლიციაში ფორმა შეიცვალა
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 12:54:00
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, პოლიციაში ფორმა შეიცვალა. სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დიზაინით შექმნილი ფორმა და აღჭურვილობა უკვე გადაეცათ. 
წაკითხვა
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 3 წელს აჯამებენ ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 12:44:00
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 3 წელს აჯამებენ ამ წუთებში ჯანდაცვის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. შეხვედრაზე იმ შედეგზე საუბრობენ, რაც ქვეყანაში ახალი პრექტის ამოქმედებას მოჰყვა -  სალომე სონიშვილი დეტალებით.
წაკითხვა
როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს - არასამთავრობოების ანგარიში
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 12:24:00
სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას აფასებს. ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციები ანგარიშებს წარადგენენ, რომელიც ასახავს, თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. რა მიმართულებებს მოიცავს დოკუმენტი – მარიამ ცარელაშვილი დეტალებით.
წაკითხვა
მარმარისში დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს თურქეთში საქართველოს კონსული დღეს შეხვდება
განახლებულია: 2016-07-22 12:15:00
მარმარისში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს, თურქეთში საქართველოს კონსული დღეს შეხვდება. ჯემალ გოგიტიძე უკვე მარმარისშია და საქმის პროკურორს შეხვდა. კონსულის ინფორმაციით, პროკურორი დაკავებულებზე ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. პროკურორისვე ინფორმაციით, დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ. 
წაკითხვა
საქართველოში დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლების ერთობლივი განცხადება
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 12:15:00
ერთობლივ განცხადებას ავრცეელებენ საქართველოში დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლები. სასწავლებლები ემიჯნებიან ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ აქტივობას და გაჟღერებულ ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავენ. როგორც სკოლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, სკოლებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. შეგახსენებთ, გასულ კვირას ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის გენერალურმა კონსულმა ფეთჰულა გიულენთან კავშირში მყოფი სასწავლებლები ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. 
წაკითხვა
გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გეგმავს მისვლას
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 12:07:00
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე გახორციელებული ზეწოლის შესახებგანცხადების შემდეგ გიორგი პაპუაშვილი მთავარ პროკურატურაში პრემიერთან და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გეგმავს მისვლას.  პაპუაშვილის მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას მოსამართლე მერაბ ტურავა ეხმაურება და მასზე ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევას უარყოფს. კონკრეტულად როგორი გამოხმაურება მოჰყვა გიორგი პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას და რას აცხადებს მერაბ ტურავა- ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.   
წაკითხვა
ტრენინგი შსს-ში
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 11:19:00
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების იმ თანამშრომლებისთვის, როლებსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს იარაღის ტარების უფლება აქვთ,  შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ტრენინგები მიმდინარეობს. სწავლება ორი ნაწილისგან შედგება და თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს. ტრენინგების ძირითადი თემებია: იძულების ღონისძიების სამართლებრივი საფუძვლები; პირველადი სამედიცინო დახმარება; ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება და ვირტუალური ტირი.
წაკითხვა
მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მუმლაძის დანიშვნის საკითხზე საკრებულოში იმსჯელებენ
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 11:15:00
დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მუმლაძის დანიშვნის შესახებ იმსჯელებენ.ჯაბა სამუშიას განცხადებით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დედაქალაქში კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდებოდა და მათთვის დანაკარგის ასანაზღაურება არ მომხდარა,რაზეც დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ."ნაციონალური  მოძრაობა" 13 ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის სპეციალურ პროექტს წარადგენს.ოპოზიცია ითხოვს, პირებს,რომლებსაც ქონება დაუკანონებელი ჰქონდათ, ზარალი მათაც აუნაზღაურდეთ.სევდია უგრეხელიძე ჯაბა სამუშიას ბრალდებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კერძო პირებს დანაკარგი აუნაზღაურა.
წაკითხვა
საია სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიების შესახებ ანგარიშს წარადგენს
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 11:07:00
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"  დღეს სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და მისი ეფექტურობის შესახებ კვლევის ანგარიშს წარადგენს. საია-ს მიერ ჩატარებული კვლევა 2013-2016 წლებს ეფუძნება. მათი ინფორმაციით,  სამი წლის განმავლობაში სამართალდამცავების მხრიდან დაკავებულებისა და უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ ფიზიკური ძალადობის  მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. კვლევაში მოყვანილია კონკრეტული მაგალითები და კონსულტაციები პროკურატურის მიმართ, რათა მომავალში მსგავსი საკითხების ეფექტური გამოძიება მოხდეს. 
წაკითხვა
ეკა ბესელია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, მასთან პირისპირ შეხვედრის სურვილს გამოთქვამს
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 10:59:00
ეკა ბესელია, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების საფუძველზე, მასთან პირისპირ შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. საუბარია პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, რომლის მიხედვით, ცნობილი საქმეების მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. ეკა ბესელიას თქმით, იმისათვის, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყოს, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ საკუთარი განცხადება კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით გაამყაროს, რაც გამოძიებასთან თანამშრომლობას გულისხმობს. 
წაკითხვა
4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისვრა საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 10:45:00
4.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისვრა საქართველოში. ბიძგები იგრძნობა დედაქალაქშიც. სეისმოლოგების განცხადებით, მიწისძვრა დმანისიდან 12 კილომეტრში, ჯავახეთის ქედზე დაფიქსირდა. მათი თქმით, ეს დაბალი სიმძლავრის მაგნიტუდაა. მისი ეპიცენტრი დასახლებული პუნქტისგან დაშორებული იყო, რამაც მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია. 
წაკითხვა
სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეებისთვის სტამბოლის მერი ცალკე სასაფლაოს მოწყობას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 10:29:00
სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეებისთვის სტამბოლის მერი ცალკე სასაფლაოს მოწყობას გეგმავს. თურქული მედიის ინფორმაციით, მან უკვე გამოყო ტერიტორია, რომელსაც “მოღალატეთა სასაფლაოს” უწოდებენ. ქვეყნის ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯის შემოღების ინიციატივას აქტიურად განიხილავენ. სასჯელის უმაღლესი ზომის შეცვლის შემთხვევაში კი, ოფიციალური ანკარა ბრიუსელიდან გაფრთხილებას იღებს. 
წაკითხვა
გარდაბნის რაიონში 1 წლისა და 4 თვის ბავშვი ოჯახის წევრებმა აბაზანაში დამხრჩვალი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 10:04:00
უბედური შემთხვევა გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში. 1 წლისა და 4 თვის ბავშვი ოჯახის წევრებმა აბაზანაში დამხრჩვალი იპოვეს. როგორც მეზობლები ყვებიან, სავარაუდოდ, ბავშვი სავსე აბაზანაში ჩავრდა. ის სოფლიდან  რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.   მორიგე ექიმის განცხადებით,  ბავშვი საავადმყოფოში მიყვანის დროს უკვე გარდაცვლილი იყო.  
წაკითხვა
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ ორი რუსი სპორტსმენი დაუშვა
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 20:50:00
სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის გაღიზიანების მიზეზი ხდება. რამდენიმეთვიანი განხილვა დასრულებულია. სასამართლომ რიოს ოლიმპიადაზე მხოლოდ ორი რუსი ათლეტი დაუშვა. შესაბამისად, დოპინგსკანდალში გახვეული 68 რუსი სპორტსმენი, დიდი ალბათობით, ასპარეზობას გამოეთიშა. საბოლოო სიტყვა ახლა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა თქვას. თუმცა, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის ალბათობა მინიმალურია.
წაკითხვა