A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

ბოლნისის რაიონში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა
განახლებულია: 2016-07-21 20:42:00
ბოლნისი სტიქიის ზონაა. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საცხოვრებელი სახლების ნაწილი დააზიანა, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. აღდგენითი სამუშაოებია ჩასატარებელი გზებზეც. რაიონში ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.
წაკითხვა
42 არასამთავრობო წინასაარჩევნოდ რეკომენდაციებით გამოდის
განახლებულია: 2016-07-21 20:27:00
მესამე სექტორის ერთობლივი წინასაარჩევნო გზავნილი: 42 არასამავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს, პოლიტიკურ პარტიებს, მედიასა და პოლიციას რეკომენდაციებს აძლევს და ქცევის წესებზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს. უფლებადამცველები, არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების მიზნით, პროცესში ჩართულ ინსტიტუციებსაც მიმართავს. ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამიოყენებისა და ამომრჩევლების მოსყიდვის საშიშროება, - ეს ის მთავარი გამოწვევებია, რომლებიც დღევანდელ შეხვედრაზე შეკრებილმა უფლებადამცველებმა დაასახელეს. შეხვედრას ამერიკის ელჩი ესწრებოდა, რომელმაც 8 ივნისს დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია დადებითად შეაფასა.
წაკითხვა
რა მიმართულებით ირღვევა დაზარალებულთა უფლებები - საია-ს კვლევა და რეკომენდაციები
განახლებულია: 2016-07-21 20:20:00
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაზარალებული მოქალაქეების უფლებების შეზღუდვაზე საუბრობს. საია 2010 წლიდან მოქმედი კანონმდებლობის ხარვეზებზე მიუთითებს და იმ გარემოებებს ასახელებს, რის გამოც დაზარალებულის სტატუსის მქონე პირი გამოძიების პროცესში, პრაქტიკულად, უუფლებო ხდება. მდგომარეობის გამოსასწორებლად, უფლებადამცველები შესაბამისი კანონის გადახედვას ითხოვენ. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ კვლევას უშუალო ადრესატები და პროკურატურის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. გურამ როგავას სიუჟეტი.
წაკითხვა
ჩაიკეტება თუ არა რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის კიდევ ერთხელ
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 20:05:00
10 წლის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს, შესაძლოა, ისევ ემბარგო დაუწესოს. ქართული ღვინისა და მინერალური წყლების აკრძალვის ინიციატივით კრემლს დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი მიმართავს. დეპუტატები იმ გადაწყვეტილებით არიან გაღიზიანებულები, რომლითაც ევროკავშირის მხრიდან ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პრუდუქციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახანგრძლივდება. ორი წლის წინ ამოქმედებული სანქციების ერთი წლით გაგრძელებას საქართველოც შეუერთდა. დუმის წევრთა ერთი ნაწილის მოთხოვნა გაუგებარია ოფიციალური თბილისისთვის. პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვს ახსენებს, რომ ქართული მხარე მსგავს გადაწყვეტილებას 2014 წლიდან ყოველწლიურად იღებს. დღევანდელი სტატისტიკური მონაცემებით, ექსპორტირებული ქართული ღვინის 51 % სწორედ რუსეთში გადის. ჩაიკეტება თუ არა რუსული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის კიდევ ერთხელ - მარიამ ცარელაშვილი მუშაობდა თემაზე.
წაკითხვა
სიდნეიში ბუნებრივი აირის ავზებით დატვირთული მანქანა პოლიციის შენობაში შევარდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 19:12:00
სიდნეიში მანქანა, რომელშიც ბუნებრივი აირის ავზები იყო მოთავსებული, პოლიციის განყოფილებაში შევარდა. ინციდენტი სიდნეის დასავლეთ ნაწილში, მერილენდში მოხდა. მძღოლმა მანქანისთვის ცეცხლის წაკიდება სცადა, თუმცა გაზის ავზი არ აფეთქდა. ავტომობილის მძღოლი პოლიციამ დააკავა, მას დამწვრობები აქვს მიღებული. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო. 
წაკითხვა
ყაზახეთის სასამართლომ პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში ბრალდებულს 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 19:08:00
ყაზახეთის სასამართლომ ალმა-ატას პოლიციის განყოფილებაზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებულს 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. დააკავეს მძღოლიც, რომელმაც სავარაუდო თავდამსხმელი ადგილზე მიიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი ბრალდებულს მძევლად ჰყავდა აყვანილი. ალმა-ატაში შეიარაღებული თავდასხმა 18 ივლისს მოხდა. ინციდენტს 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
წაკითხვა
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი მოსახლეობა მუსლიმებისგან დაცული არ არის
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 18:57:00
„ჩვენი მოსახლეობა არ არის დაცული მუსლიმებისგან და ხალხი ამით ძალიან შეშინებულია“, – აცხადებს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - „ასობით მუსლიმი არაფერს ნიშნავს ბელგიასა ან ლონდონში, მაგრამ საკმაო მნიშვნელობის მქონეა სლოვაკეთში. ხალხს იმის ეშინია, რაც არ იციან“, – აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. 
წაკითხვა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით, ტერორისტული აქტების საფრთხე კვლავ მაღალია
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 18:54:00
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ტომას დე მაიზიერის განცხადებით, ტერორისტული აქტების საფრთხე კვლავ მაღალია. მინისტრი მიიჩნევს, რომ ტერორისტულ აქტებს საერთო არაფერი აქვს მთავრობის ღია კარის საემიგრაციო პოლიტიკასთან. მინისტრი აცხადებს, რომ მცირე ჯგუფების ან რადიკალების თავდასხმები მოსალოდნელია. 
წაკითხვა
აჭარაში მცხოვრები ფარტენაძეები ოთხი შვილის ოჯახში დაბრუნებას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 18:51:00
აჭარაში მცხოვრები ფარტენაძეები ოთხი შვილის ოჯახში დაბრუნებას ითხოვენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, გასულ წელს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან არასათანადო საცხოვრებელი პირობების გამო ბავშვები მინდობით აღზრდაში,  სხვა ოჯახში გადაიყვანეს. ფარტენაძეები ამტკიცებენ, რომ ერთი წლის განმავლობაში მათ პირობები შექმნეს. სააგენტო განმარტავს, რომ  მდგომარეობა ჯერ სპეციალურმა კომისიამ უნდა შეისწავლოს, რასაც  დრო სჭირდება.  
წაკითხვა
წინასაარჩევნო გარემო და არასამთავრობოების რეკომენდაციები - მიხეილ ბენიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 18:31:00
რა რეკომენდაციებით მიმართავს 42 არასამთავრობო ორგანიზაცია წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პარტიებს, მედიას,  ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს და პოლიციას - „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე მიხეილ ბენიძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს. შეგახსენებთ, 42-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართვა დღეს გაავრცელა.
წაკითხვა
პაპუაშვილის განცხადება - პრემიერი პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებს, პრეზიდენტი კი პაპუაშვილთან შეხვედრას აპირებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 18:02:00
გიორგი პაპუაშვილის სკანდალური განცხადების შემდეგ, პრემიერი პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი კი მზად არის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდეს. გიორგი პაპუაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. დაიგეგმა შეხვედრა. პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლასთან დაკავშირებით, საგანგაშოდ მიიჩნევს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ისინი სასწრაფო გამოძიებას ითხოვენ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მტკიცებულებების წარდგენას ურჩევს მმართველი გუნდი. გურამ როგავა მუშაობს თემაზე. 
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი ზუგდიდში მწვრთნელებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 17:37:00
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი ზუგდიდში იმყოფებოდა. ის შეხვდა სამეგრელოს, ზემო სვანეთის რეგიონის საფეხბურთო სკოლების მწვრთნელებსა და დირექტორებს. შეხვედრაზე ადგილობრივებმა თავიანთ პრობლემებზე ისაუბრეს. კახა ჭუმბურიძის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ეს პრობლემები აღმოიფხვრას და რეგიონში ფეხბურთი განვითარდეს.  
წაკითხვა
ქართულმა და სომხურმა მხარეებმა ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა განიხილეს
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 17:35:00
ქართულმა და სომხურმა მხარეებმა დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა განიხილეს. აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტის ფარგლებში, 2015 წლიდან საქართველოსა და სომხეთს შორის რამდენიმე ტრანსსასაზღვრო პროექტი განხორციელდება. რაც, ძირითადად, თვითმმართველობების გაძლიერებასა და სასაზღვრო რაიონებში საერთო სოციალური და ეკონომიკური პროექტების განხორციელებას გულისხმობს. სომხეთ-საქართველოს ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამა 225 კილომეტრის სიგრძის საზღვრის გასწვრივ მდებარე რეგიონებს ეხება, რაც საქართველოს მხრიდან -ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს, მეზობელი სომხეთის მხრიდან კი - ლორეს, შირაქსა და თავუშის ტერიტორიებს მოიცავს. პროექტების განხილვა 26 ივლისს სომხეთში გაგრძელდება. 
წაკითხვა
უფლებადამცველები უკრაინასა და დონბასის სეპარატისტებს ადამიანების უკანონო დაკავებაში ადანაშაულებენ
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 17:33:00
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები „ამნესთი ინთერნეიშენალი“ და „ჰუმან რაითს ვოჩი“ უკრაინის ხელისუფლებასა და დონბასის სეპარატისტებს ადამიანების უკანონო დაკავებასა და წამებაში ადანაშაულებენ. ორივე ორგანიზაციის მოხსენება დაზარალებულების, მათი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების 40 ინტერვიუს მოიცავს. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის ხელისუფლება ადამიანებს სეპარატისტებთან კავშირის ბრალდებით აკავებს, დონბასის სეპარატისტები კი დაკავებულებს ბრალად ხელისუფლების სასარგებლოდ ჯაშუშობას სდებენ.  
წაკითხვა
ავღანეთში „ბრავო“ ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია II ქვეით ბრიგადას გადააბარა
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 17:24:00
ავღანეთში, ბაზა „მარმალზე“ დისლოცირებულმა III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ბაზა „მარმალზე“ გაიმართა. 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა სამშვიდობო მისია II ქვეითი ბრიგადის ასეულს გადააბარა. მისიის დასრულების შემდეგ ასეულის სამხედრო მოსამსახურეებს სპეციალური მედლები გადაეცათ.
წაკითხვა
ბურჯანაძე საქართველოში გიულენის სახელთან დაკავშირებული სასწავლებლების დახურვას მოითხოვს
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 17:20:00
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოითხოვს საქართველოში არსებული ყველა იმ სასწავლებლის მინიმუმ ერთი წლით დაუყოვნებლივ დახურვას, რომლებიც შესაძლოა, ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირდებოდეს. ამის შესახებ განცხადება ნინო ბურჯანაძემ „დემოკრატიული მოძრაობის“ სათავო ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. რაც შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც აღნიშნულ სასწავლებლებში სწავლობენ, ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ისინი ხელისუფლებამ სხვადასხვა დაწესებულებაში უნდა გაანაწილოს.
წაკითხვა
რას უკავშირდებოდა თურქეთის ელჩის განათლების სამინისტროში სტუმრობა
განახლებულია: 2016-07-21 16:51:00
რა საკითხზე მივიდა განათლების სამინისტროში თურქეთის ელჩი - ზექი ლევენთ გურუმჩუ მინისტრის მოადგილეს, ქეთევან ნატრიაშვილს შეხვდა. სამინისტროში აცხადებენ, რომ დიპლომატის სტუმრობა ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ საქართველოში თურქეთის გენერალური კონსულის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ეხება. უწყების ინფორმაციით, თურქეთის ელჩი სამინისტროში საშუალო სკოლებისთვის გამოცხადებული ტენდერის თაობაზე იმყოფებოდა. დიპლომატმა სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა.
წაკითხვა
კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დაკავებებს მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 16:27:00
რუსუდან კერვალიშვილი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე განხორციელებულ დაკავებებს მის წინასაარჩევნო პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს. კერვალიშვილის თქმით, ის პროკურატურასთან და სასამართლოსთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა, ამიტომ მისი ოჯახის წევრების დაკავება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. მისი თქმით, ის აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და მზადაა საპატიმრო სასჯელის გაზიარებისთვის. „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, მენაშენეების მდგომარეობის შემსუბუქებისთვის, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული გეგმის შემუშავებაა აუცილებელი. კერვალიშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვას არ გამორიცხავს.
წაკითხვა
რუსეთის მძლეოსანთა ნაკრები რიოს თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია
განახლებულია: 2016-07-21 16:11:00
მძლეოსნობაში რუსეთის ფედერაციის ოლიმპიური ნაკრები რიოს თამაშებიდან დისკვალიფიცირებულია. სპორტის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის და 68 რუსი სპორტსმენის სააპელაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა. რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაციის მიზეზი მსოფლიო ანტისადოპინგო ასოციაციის დასკვნა გახდა, რომლის მიხედვით, სოჭის ზამთრის ოლიმპიადის დროს რუსეთის სპორტის სამინისტრო, უსაფრთხოების ფედერალური სამსახური და მოსკოვის ლაბორატორია შეთანხმებულად აყალბებდნენ რუსი სპორტსმენების დოპინგსინჯებს. დასკვნის მიხედვით,  მეთოდი რუსეთის სახელმწიფო ორგანოებმა 2010 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ შეიმუშავეს. რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს იწყება.
წაკითხვა
ზურაბ აბაშიძე რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას არ ელოდება
განახლებულია: 2016-07-21 16:09:00
რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვას ზურაბ აბაშიძე არ ელოდება. პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის დუმის დეპუტატის ინიციატივას ეხმიანება. რუსული მედიის ინფორმაციით, ემბარგოს დაწესებაზე წინადადებას დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს. დუმის დეპუტატები მთავრობას  მოუწოდებენ, ქვეყნის ტერიტორიაზე აკრძალონ ყველა იმ სახელმწიფოს პროდუქცია, რომელიც ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული ნაწარმის წინააღმდეგ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ სანქციებს უერთდება. დუმის დეპუტატების ინიციატივას ნინო ბურჯანაძე და სერგი კაპანაძეც გამოეხმაურნენ.
წაკითხვა