A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

პაპუაშვილის განცხადება - პოლიტიკოსების შეფასებები
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 16:03:00
გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. „რესპუბლიკური პარტია“ თვლის, რომ განცხადება საგანგაშოა და აუცილებელია მასზე სასწრაფო რეაგირება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურებიან „თავისუფალი დემოკრატებიც“. ნინო გოგუაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება და ახალ, ცალკეულ მოსამართლეებზე ცდილობს გავლენის მოხდენას.
წაკითხვა
აგულაშვილმა სასამართლოს წარმომადგენლებს მისი უწყების თანამშრომლებზე გახშირებული ძალადობის შესახებ სტატისტიკა გააცნო
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 12:34:00
გარემოს დაცვის მინისტრმა საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებს სამინისტროს რეინჯერებზე, ტყის მცველებსა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებზე ბოლო დროს გახშირებული ძალადობის შესახებ სტატისტიკა გააცნო. სტატისტიკაში ასახულია 2012–2016 წლებში განხორციელებული თავდასხმების ფაქტები. შეხვედრის მონაწილეები პრევენციული ღონისძიებების კოორდინირებულ განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
წაკითხვა
შეხვედრა კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობების თემაზე
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 12:27:00
DF Watch-ის პროექტის ფარგლებში, საქართველოში კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის ურთიერთობების თემაზე მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა აქცენტები ურთიერთთანამშრომლობაზე გააკეთეს. მსგავსი ტიპის შეხვედრები ყოველთვიურად გაიმართება.
წაკითხვა
სოფელ ნუხურში ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
განახლებულია: 2016-07-21 12:17:00
ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ნუხურში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კლდეს შეეჯახა და ამობრუნდა. ავტომობილის კაბინასა და ძარაზე სულ 11 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთაგან ორი ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი, ერთი კი ჩინური კომპანიის წარმომადგენელია. ერთი დაღუპული ადგილობრივი ტრაქტორისტი იყო. დაშავებულია სატყეო სააგენტოს კიდევ ორი თანამშრომელი. ისინი ზუგდიდის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
წაკითხვა
რუსეთის დუმა საქართველოდან ღვინისა და „ბორჯომის“ იმპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოდის
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 12:06:00
რუსეთის დუმა მთავრობას საქართველოდან ღვინისა და „ბორჯომის“ იმპორტის აკრძალვის რეკომენდაციით მიმართავს. რუსული მედიის ინფორმაციით, საკითხზე წინადადებას დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს, რომლითაც უნდა შეფასდეს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილება, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას. საქართველო ამ გადაწყვეტილებას გუშინ შეუერთდა. სანქციები 2017 წლის 23 ივნისამდე ხანგრძლივდება. საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და უკრაინა. როგორ აფასებენ საქართველოს მთავრობის წევრები რუსეთის დუმის წინადადებას – მარიამ ცარელაშვილი მუშაობს თემაზე.
წაკითხვა
რა ხარვეზები უშლის ხელს სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა უფლებების დაცვას - საია-ს კვლევა
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 12:02:00
რა პრაქტიკული ხარვეზები უშლის ხელს სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვას, - საკითხზე მომზადებული კვლევის პრეზენტაცია გამართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ორგანიზაციამ, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, კონკრეტული რეკომენდაციები შეიმუშავა. რა ხარვეზებზე ამახვილებენ ყურადღებას მესამე სექტორში - გურამ როგავა დაესწრო კვლევის პრეზენტაციას.
წაკითხვა
ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 11:27:00
ვერის ბაღში ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნა. სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლეგენდარულმა ჩემპიონებმა, ყოფილმა მოჭადრაკეებმა, ჭადრაკის მოყვარულებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს. საჩვენებელი შეხვედრა გაიმართა მოჭადრაკეებს, კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრებსა და მოჭიდავეებს - ოლიმპიურ ჩემპიონ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მანუჩარ კვირკველიასა და მსოფლიო ჩემპიონ რამაზ ნოზაძის მონაწილეობით. საქართველოში ჭადრაკის საერთაშორისო დღე უკვე 5 წელია აღინიშნება.
წაკითხვა
სოფელ არხილოსკალოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 10:53:00
იუსტიციის მინისტრმა დედოფლისწყაროს საზღვრისპირა სოფელ არხილოსკალოში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ცენტრი როგორც ამ სოფელში მცხოვრებ 2 000-მდე მოქალაქეს, ისე მიმდებარე სოფლებსაც მოემსახურება. იუსტიციის მინისტრმა, საარჩევნო სიის დაზუსტების მიზნით, პირადობის მოწმობის უფასოდ მიღების აქციის ფარგლებში, 13 ადგილობრივს პირადობის ელექტრონული მოწმობა გადასცა.
წაკითხვა
პაატა ბურჭულაძემ ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 10:45:00
ფოთში, 70-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი კოტე კემულარია იქნება. ის ადგილობრივებს მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ წარუდგინა. პარტიის ლიდერებმა ფოთელებს საარჩევნო პროგრამა და პარტიის ეკონომიკური ხედვაც გააცნეს.
წაკითხვა
ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 10:43:00
ინციდენტი თბილისში - შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქინძმარაულის ქუჩაზე მამაკაცმა მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, ბავშვი ექიმებმა დაათვალიერეს და მასზე ზეწოლის ნიშნები არ აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, მამაკაცმა დაკავების დროს გაქცევა სცადა და ფეხი მოიტეხა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 
წაკითხვა
რამაზ ქოქიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, შიმშილობა გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 10:42:00
პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული რამაზ ქოქიაშვილის ახლობლები პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობენ. თავად დაკავებული კი უკვე 49-ე დღეა შიმშილობს. როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესების დასაცავად, ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს. ადვოკატმა აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართა მთავარ პროკურატურას. იგი სასამართლო პროცესის დანიშვნას ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ადვოკატმა შსს-ს გენინსპექციას უნდა მიმართოს, რა შემთხვევაშიც, საქმეზე მოკვლევა დაიწყება. 
წაკითხვა
საია სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირთა შესახებ კვლევას გამოაქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 10:39:00
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დღეს ახალი კვლევის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც იმ პირებს ეხება, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაულის შედეგად გარკვეული ზიანი მიადგათ. შესწავლის შედეგად, გამოიკვეთა ცალკეული მიმართულებით არსებული პრაქტიკული ხარვეზები, რომელიც დაზარალებულს საკუთარი უფლებების დაცვაში ხელს უშლის. კვლევა დაახლოებით 3–4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ შემუშავებული რეკომენდაციების გაზიარება დაზარალებულის უფლებების დაცვას ხელს შეუწყობს.
წაკითხვა
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი - უსუფაშვილი რიგგარეშე სხდომის დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავს
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 10:19:00
დავით უსუფაშვილი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომის დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხედავს. პარლამენტის თავმჯდოამრე აცხადებს, რომ ივნისში საკანონმდებლო ორგანომ ყველა საჭირო კანონპროექტის მიღება შეძლო. პარლამენტის თავმდჯომარის განცხადებით, საკითხზე მსჯელობა სექტემბრიდან განახლდება. 
წაკითხვა
პარლამენტი უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებზე სექტემბერში იმსჯელებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 10:16:00
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით, პარლამენტი სექტემბერში იმსჯელებს. დავით უსუფაშვილი განმარტავს, რომ ბიუროზე საკითხის განხილვა უკვე მოხდა და მასზე მსჯელობა შესაბამის კომიტეტებს უკვე დაევალათ. პარლამენტის თავმჯდომარე კომიტეტებს მოუწოდებს, მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, დრო გონივრულად გამოიყენონ.
წაკითხვა
შიმშილობის 48-ე დღე - გორში დაკავებული რამაზ ქოქოშვილის ახლობლები პროკურატურას მიმართავენ
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 20:47:00
შიმშილობის 48-ე დღე - გორში დაკავებული რამაზ ქოქოშვილის ახლობლები პროკურატურას მიმართავენ. წინასწარ პატიმრობაში მყოფის ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით აყვანილი ახალგაზრდა უკანონოდ არის დაკავებული. განცხადებას ავრცელებს არაასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელიც სამართალდამცავების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტზე საუბრობს და ძალოვან უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.   
წაკითხვა
რამდენად მაღალია ქვეყანაში არაგადამდებ დაავადებათა ფონი - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შესაბამის კვლევას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 20:47:00
რამდენად მაღალია ქვეყანაში არაგადამდებ დაავადებათა ფონი: 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შესაბამის კვლევას იწყებს. მონიტორინგის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 6 000 -მდე მოქალაქე გამოიკითხება. სამ ეტაპად დაყოფილი კვლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტის შესაბამისად ჩატარდება. 
წაკითხვა
"თავისუფალი დემოკრატები" ე.წ. კაბელების საქმის ფიგურანტთა შეწყალების თხოვნით უახლოეს პერიოდში პრეზიდენტს მიმართავენ
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 20:28:00
"თავისუფალი დემოკრატები" ე.წ. კაბელების საქმის ფიგურანტთა შეწყალების თხოვნით უახლოეს პერიოდში პრეზიდენტს მიმართავენ. მანამდე კი, ქვეყნის მასშტაბით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ მიმართვამდე გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციები უკვე გაიარა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერებმა იმ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრეს, რომლითაც დაკავებულთა გათავისუფლებას გეგმავენ. ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს განაჩენს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებენ. 16 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილებით, ე.წ. კაბელების საქმეში ბრალდებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ.  
წაკითხვა
ბორჯომში, ეკობანაკში ჯობარდობა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2016-07-20 19:16:00
ბორჯომში, ეკობანაკში ჯობარდობა გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ის მოსწავლეები, რომლებმაც წელს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გაიმარჯვეს. 
წაკითხვა
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში დაკავებები 45 ათას ადამიანს შეეხო
განახლებულია: 2016-07-20 18:05:00
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში განხორციელებული დაკავებები მთლიანობაში 45 ათას ადამიანს შეეხო. ერდოღანის ბრძანებით, ათასობით ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. საუბარია სამხედროებზე, პოლიციელებზე, მასწავლებლებზე, უნივერსიტეტის დეკანებსა და ჟურნალისტებზე. პრეზიდენტის ბრძანებით, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 9 ათასი თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს ათას 500, პრემიერის აპარატის კი 250-მდე თანამშრომელი. უფლებამოსილება შეუწყდა 3 ათას თურქ მოსამართლეს. ხელისუფლება მათ აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს, რომელსაც ოფიციალური ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.
წაკითხვა
თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს
განახლებულია: 2016-07-20 18:02:00
თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. ისინი პოლიციელის მკვლელობაში არიან ბრალდებულები. წინასწარი ინფორმაციით, ისინი ავტომობილს ძარცვავდნენ, რა დროსაც ადგილზე პოლიცია მივიდა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა. დაკავებულებმა მას  ყელის და მუცლის არეში ჭრილოებები მიაყენეს.  სამართლდამცველი საავადმყოფოში გადაყვანის დროს დაიღუპა. 
წაკითხვა