A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

გიორგი მღებრიშვილი - მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, სტიქიის ზონაში ხანძრის ყველა კერაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 18:18:00
ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში, მიუხედავად რთული მეტეოროლოგიური პირობებისა, ხანძრის ყველა კერაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს ქარი საკმაოდ ძლიერია, რაც ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელს უშლის. "ყველა კერაზე ვმუშაობთ მიუხედავად გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა, ვხედავთ, რომ ძლიერი ქარია, ასეთი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ არ ყოფილა. ახალი კერები ამ ეტაპზე არ გვაქვს გარდა ერთი გამონაკლისისა. ამ კერასთანაც უკვე გაჭრილია გზა და მისულები არიან მეხანძრე-მაშველები. მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზება. გამოძიება დაწყებულია და მუშაობს ყველა ვერსიაზე", - განაცხადა მღებრიშვილმა. 
წაკითხვა
მესტიაში უნგრელი ტურისტი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 18:06:00
მესტიაში, ჭალაადის მყინვარზე უბედური შემთხვევა მოხდა. მყინვარიდან დაგორებულმა ლოდმა 30 წლის უნგრელი ტურისტი იმსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. მომხდარი ფაქტი პირველ არხს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა დაადასტურა. არსებული ინფორმაციით, ოთხკაციანი ჯგუფი მყინვარის დასალაშქრად იმყოფებოდა. უნგრეთის კიდევ სამი მოქალაქე უვნებლად გადარჩა. 
წაკითხვა
ხანძარი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში - ადგილზე 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 17:46:00
ხანძარია დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია. დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარზეა გავრცელებული. მისივე განცხადებით, რთული რელიეფის გამო, ადგილზე მძიმე ტექნიკა ვერ მიდის, შესაბამისად, ხანძარს 40-მდე მეხანძრე და რეინჯერი სპეციალური აღჭურვილობით ებრძვის. მეხანძრეებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. დუშეთის გამგებელი არ გამორიცხავს, რომ ხანძრის ლიკიდაციისთვის ვერტმფრენის გამოყენება გახდეს საჭირო. ვაჟა ჩოხელის ინფორმაციით, ხანძარი გუშინ გაჩნდა და დილისთვის ლოკალიზებული იყო, თუმცა ქარმა ცეცხლის კერების კვლავ გაღვივება გამოიწვია. 
წაკითხვა
#გაავსესტადიონი #ბორჯომისთვის - საქართველო-ირლანდიის საფეხბურთო მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს მოხმარდება
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 16:35:00
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. ფედერაცია გულშემატკივრებს საფეხბურთო მატჩზე დასწრებისკენ მოუწოდებს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება. ფედერაციის განცხადებას სპეციალური ჰეშტეგებიც ახლავს: #გაავსესტადიონი #ბორჯომისთვის
წაკითხვა
ექსკლუზიური კადრები - როგორ ავსებს თურქული თვითმფრინავი ავზს ტყიბულში
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 15:42:00
თურქული თვითმფრინავი, რომელიც ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული, წყლის მარაგს ტყიბულის წყალსაცავზე ავსებს. ვიდეოკადრები პირველმა არხმა ექსკლუზიურად მოიპოვა. შეგახსენებთ, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ასევე ჩართულია, ორი ქართული, ორი თურქული, ორი აზერბაიჯანული და ერთი ბელარუსული ვერტმფრენი.
წაკითხვა
ჰაერში და მიწაზე - მაშველები სტიქიის პირისპირ (ფოტო და ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 15:08:00
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო სხვადასხვა რეგიონში ხანძარს ებრძვის. ატენის ხეობაში, სოფელ ზემო ბოშურში ხანძარი ლიკვიდირებულია. ბორჯომის ხეობაში კი, ხანძრის ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია.ქართველი მაშველებთან ერთად ტყის ხანძრის ჩასაქრობ სამუშაოებში აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეებიც მონაწილეობენ. ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლა ჰაერიდან - ვერტმფრენებით და მიწაზე - მძიმე ტექნიკით მიმდინარეობს. ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლოკალიზების პროცესში თურქეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანის ვერტმფრენები მონაწილეობენ.ფოტოამბავი&
წაკითხვა
ქარის შედეგად, სტიქიის ზონაში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 14:58:00
ქარის შედეგად, ბორჯომის ხეობაში, წაღვერის მთაზე ხანძრის კიდევ ერთი კერა გაღვივდა. ეს ტერიტორია მთის ფერდობზე, საავტომობილო გზიდან რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, თუმცა რთული რელიეფური პირობების გამო, ადგილზე მისვლას ვერ ახერხებს. როგორც მეხანძრე-მაშველებმა პირველ არხს განუცხადეს, კერა დაახლოებით 15 წუთის წინ გაღვივდა. ამ კერას ვერტმფენიდან რამდენჯერმე დაასხეს წყალი, თუმცა მეხანძრეების თქმით, ქარმა ვითარება კვლავ გაართულა.
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 13:14:00
ბორჯომის ტყეში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ფაქტის გამოძიება ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ხანძრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება.  მომხდარის შესახებ დამატებით კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკეთებენ. ფოტო სოციალური ქსელის მომხმარებელმა გაავრცელა, რომელიც, როგორც თავად წერს, ამ წუთებში ბორჯომის პოლიციაში ჩვენების მისაცემად იმყოფება. 
წაკითხვა
თბილისის ზღვასთან ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 13:06:00
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თბილისის შემოვლით გზაზე ერთმანეთს „ჰონდასა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. „ჰონდას“ მარკის ავტომობილის საჭესთან მჯდარი ქალბატონი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. როგორც პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში 15 ჰექტარზე მეტია დამწვარი
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 12:56:00
ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა ბორჯომის ხეობაში ძლიერი ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის ზუსტ ფართობს ვერ ასახელებს, თუმცა ვარაუდობს, რომ დამწვარი 15 ჰექტარზე მეტია.როგორც პირველ არხს გვაზავამ განუცხადა, ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში ექვსი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი მუშაობს, ასევე სამაშველო სამუშაოებში ჩართული არიან მაშველები, მეხანძრეები, სატყეო სამსახური. „ცეცხლს ინტენსიურად ვებრძვით და იმედი გვაქვს, რომ საღამოსთვის ხანძრის ლოკალიზება მოხდება, თუმცა ხელს ქარი გვიშლის. დამწვარი 15 ჰექტარზე მეტია, მაგრამ კვამლის გამო, ზუსტ ციფრს ვერ ვასახელებთ“, - აცხადებს გვაზავა.ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 15 ჰექტარიდან დამწვარი ტერიტორიის 2/3 ის ნაწილია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც დაიწვა. „ძველი და ახალი ტერიტორიები გამიჯნული არ არის, მაგრამ ცეცხლის ლიკვიდაცია რომ მოხდება, ოფიციალურ ინფორმაციას ვიტყვით. ხანძარი ტყის მასივზეც არის გადასული და ამ რეჟიმში ზუსტად ვერ გეტყვით, რომელი რა არის“, - დასძინა გვაზავამ.
წაკითხვა
იან კელი - ველოდებით საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 12:11:00
ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან ინფორმაციას, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება და შემდგომ იმ ვარიანტებიდან, რასაც ისინი მოგვაწვდიან, დავეხმარებით, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ბორჯომის ხეობაში სტიქიის შესახებ საუბრისას განაცხადა. „ძალიან შეშფოთებული ვართ ამ ხანძრით. ჩვენ შევთავაზეთ საქართვრლოს მთავრობას დახმარება. ზუსტად გუშინ ვესაუბრე ამერიკის კრიზისების მართვის დეპარტამენტს, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთის ქვეყნებზე. ზოგადად ვკითხეთ საქართველოს მთავრობას, თუ რა კუთხით სჭირდება დახმარება. ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება და შემდგომ იმ ვარიანტებიდან, რასაც ისინი მოგვაწვდიან, დავეხმარებით“, - აღნიშნა კელიმ.
წაკითხვა
მთის კურორტების კომპანია - ბაკურიანს არანაირი საფრთხე არ ემუქრება
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 11:09:00
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის, ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, დღეიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას დიდველის საბაგირო. ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრიდან გამომდინარე, დაკვამლიანება აღარ არის, შესაბამისად ბაკურიანს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი.
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში წვიმაა ნავარაუდევი
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 10:51:00
ბორჯომის ხეობაში დღის მეორე ნახევარში ნალექს ელოდებიან. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, არსებული პროგნოზის მიხედვით, ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 16:00-17:00 საათის შემდეგ გაწვიმდება. „წვიმას ჩვენ ველოდებით დღის მეორე ნახევარში, ცოტა გვიან, 16:00-17:00 საათის შემდეგ უნდა გაწვიმდეს ბორჯომის ხეობაში. იქ ჯერჯერობით სუსტი ქარია. მიმართულება არ შეცვლილა, აღმოსავლეთის მიმართულებით სავარაუდოდ 3-5 მეტრი წამში. დღის მეორე ნახევარში იქ შეიცვლება ქარის მიმართულება და უკვე სუსტი, ზომიერამდე ქარი იქნება 5-10 მეტრი წამში. წვიმა იქნება ხანმოკლე ხასიათის, ელჭექით, დროგამოშვებით იწვიმებს ამაღამ, შემდეგ გაჩერდება და იწვიმებს 25 აგვისტოს ღამით, შედარებით ნაკლები ინტენსივობით“, - აცხადებს სვეტლანა ნიორაძე. ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. 
წაკითხვა
სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებში ბელარუსული ვერტმფრენი ძალიან მალე ჩაერთვება
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 10:26:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, სტიქიის ზონაში წარმოებულ სამაშველო სამუშაოებში ბელარუსული ვერტმფრენი ძალიან მალე ჩაერთვება. როგორც პირველ არხს ზურაბ ალავიძემ განუცხადა, ამ დროისთვის, ბორჯომის ხეობაში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება. „ცოტა ქარი ამოვარდა და მდგომარეობას ვაკვირდებით. ყველა ლოკაციაზე მობილიზებული ვართ. ამ წუთში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ და სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. მთავარია, დღის განმავლობაში ხელი ქარმა არ უნდა შეგვიშალოს“, - განაცხადა ალავიძემ.რაც შეეხება ხანძრის შედეგად დამწვარ ფართობს, ალავიძის ცნობით, ბორჯომის ხეობაში დამწვარია ათეულობით ჰექტარი.​ბელარუსული ვერტმფრენი ამ დროისთვის ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტშია.ბელარუსმა საქართველოში მი-26-ის ტიპის ვერტმფრენი გამოგზავნა, რომელსაც 15 ტონამდე წყლის ზიდვა შეუძლია. 
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - ბელარუსის ვერტმფრენი მალე შემოგვიერთდება, იმედიანად ვართ, კლიმატური პირობებიც ხელს გვიწყობს
გამოქვეყნებულია: 2017-08-23 09:17:00
გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ქარი არ არის, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეფექტურად ვიმუშაოთ ტექნიკა მუშაობს სრული დატვირთვით, - ამის შესახებ საქართველო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომის ხეობაში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ადგილზე უკვე მუშაობს ხუთი ვერტმფრენი, ძალიან მალე ბორჯომის ხეობაში ბელარუსის ვერტმფრენიც ჩაფრინდება. "ბელარუსის ვერტმფრენი კოპიტნარშია, დაიმატებს საწვავს და მალევე შემოგვიერთდება. ასევე შემოგვიერთდა აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები ტექნიკით, აზერბაიჯანიდან 11 ერთეული ტექნიკაა ჩამოყვანილი, 13 ერთეულია - სომხეთიდან, აქედან 4-4 მაღალი გამავლობის მანქანებია, რომლებსაც ტყეში მუშაობის პრობლემა არ აქვთ. იმედიანად ვართ, რაც მთავარია კლიმატური პირობები ხელს გვიწყობს, რათა მთელი ეს რესურსი ეფექტურად გამოვიყენოთ", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა. რაც შეეხება გამოძიებას და ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, მინისტრი აცხადებს, რომ ამაზე ჯერ ვერ უპასუხებს. "ხანძრის სრული ლიკვიდაციის შემდეგ მოხდება ამ დეტალებზე საუბარი", - აღნიშნა მინისტრმა. 
წაკითხვა
ატენის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს ელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 21:06:00
​ატენის ხეობაში, ზემო ბოშურში ამ წუთებში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს ელოდებიან. ამის შესახებ პირველ არხს სოფელ ბოშურში გორის გამგებლის წარმომადგენელი კახა თინიკაშვილი ესაუბრა. მისი ინფორმაციით, ხანძარი ერთ ჰექტარ ტერიტორიაზეა გავრცელებული. "ველოდებით მეხანძრეებს. ამ წუთებში ჩვენი რესურსით ვცდილობთ ხანძრის შეჩერებას. დაახლოებით 20 კაცი ვმუშაობთ", - განაცხადა კახა თინიკაშვილმა. მისივე თქმით, ადგილზე ძალიან რთული რელიეფია და როგორც წესი, ქრის ქარი. ეს ყველაფერი კი სამუშაოებს გაართულებს. "ხანძარი საცხოვრებელ სახლებთან ერთი კილომეტრითაა დაშორებული და ამიტომ მისი ლოკალიზება დროულად უნდა მოხერხდეს", - ამბობს კახა თინიკაშვილი.
წაკითხვა
თურქული თვითმფრინავი კოპიტნარის აეროპორტიდან ბორჯომისკენ გასაფრენად ემზადება
განახლებულია: 2017-08-22 20:32:00
თურქული თვითმფრინავი  კოპიტნარის აეროპორტიდან ბორჯომის ხეობისკენ  გასაფრენად ემზადება.თურქეთის მიერ გამოგზავნილი ორი ვერტმფრენის გარდა, ხანძრის ლოკალიზაციაში თვითმფრინავიც ჩაერთვება.  საქართველოს შს მინისტრის ინფორმაციით, თვითმფრინავი სტიქიის ზონაზე სავარაუდოდ ერთხელ შემოფრენას მოასწრებს.  
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი - სტიქიის ზონაში თურქული თვითმფრინავი დღეს სავარაუდოდ ერთ შემოფრენას განახორციელებს
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 20:19:00
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, თურქული თვითმფრინავი სავარაუდოდ დღეს ერთ შემოფრენას განახორციელებს. როგორც პირველ არხს გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, თურქული თვითმფრინავი უკვე ბორჯომის რაიონისკენ მიემართება, მან უნდა აიღოს წყალი ტაბაწყურის ტბაზე და შემდგომ ალბათ მოასწრებს ერთ შემოფრენას. "ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბევრად უფრო ეფექტურები ვიქნებით თვითმფრინავით, ვიდრე ვერტმფრენებით. ვიდრე დაბნელდება ერთ შემოფრენას მოასწრებს", -განაცხადა მღებრიშვილმა. მისივე თქმით, ხანძრის ლოკალიზებისთვის ამჟამად ხუთი ვერტმფრენი მუშაობს. "ხუთი ვერტმფრენი იღებს მონაწილეობას ხანძრის ქრობაში, ორი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენია, ერთი აზერბაიჯანის და ორი თურქული მხარის ვერტმფრენები. ჩვენ ასევე კომუნიკაცია გვქონდა ბელარუსელ კოლეგებთან და ვერტმფრენი უკვე გზაშია. საკმაოდ დიდი ვერტმფრენია, იმედით ველოდებით. 15 ტონა წყალი შეუძაია ერთიანად ამოიღოს და დაასხას ხანძრის კერებს, ეს არის მი-26 ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტმფრენი მსოფლიოში", - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ბორჯომის ხეობის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და პანიკის საფუძველი არ არსებობს. 
წაკითხვა
ბორჯომის ხეობაში თურქულმა ვერტმფრენებმა მუშაობა დაიწყეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 18:30:00
ბორჯომის ხეობაში თურქულმა ვერტმფრენებმა მუშაობა დაიწყეს.ამის შესახებ პირველ არხს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. სტიქიის ზონაში ორი ვერტმფრენი მუშაობს. ისინი თურქეთიდან ჯერ ბათუმში ჩაფრინდნენ, ბათუმიდან კი ბორჯომის ხეობაში. ქართული მხარე თურქეთისგან თვითმფრინავით დახმარებასაც ელოდება. 
წაკითხვა
ზურაბ ალავიძე - ძლიერი დაკვამლიანების გამო, ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენები ვერ მუშაობენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 17:26:00
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, სოფელ დაბაში ვერტმფრენები ვერ მუშაობენ, რადგან ადგილზე დიდი კვამლია. როგორც პირველ არხს ალავიძემ განუცხადა, ამ დროისთვის სოფელ დაბის ტერიტორიაზე იმყოფება, სადაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად ხანძრის ჩაქრობის პროცესი მიმდინარეობს. "მეორე მხრიდან მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ. პირადად მე, მდინარის მხრიდან ვარ, ხანძარს ვაქრობთ და ზემოთ არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ვერ ვფლობ“, - აღნიშნა მინისტრმა.რაც შეეხება თურქული ვერტმფრენების საქართველოში ჩამოფრენის საკითხს, ალავიძე ამბობს, რომ ინფორმაცია იყო, რომ აღნიშნული ვერტმფრენები ქვეყანაში 17:00 საათისთვის უნდა ჩამოფრენილიყვნენ. „ვერტმფრენები ამ წუთში ვერ მუშაობენ, რადგან ადგილზე კვამლი დგას. თურქული ვერტმფრენები 17:00 საათისთვის უნდა ჩამოფრენილიყვნენ და ამ საკითხზე ზუსტ ინფორმაციას ამ წუთში არ ვფლობ“, - დასძინა ალავიძემ. სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა და მოსახლეობა მთავრობას დახმარებას სთხოვს, რადგან შიშობენ, რომ ცეცხლი მათ საცხოვრებელ სახლებსაც მიუახლოვდება. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
წაკითხვა