A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 44

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 165

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: front/news_model.php

Line Number: 392

1TV.GE » პირველი არხი - test
საზოგადოებრივი
104.5 FM

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Undefined offset: 0

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

A PHP Error was encountered

Severity: Notice

Message: Trying to get property of non-object

Filename: helpers/MY_url_helper.php

Line Number: 118

„ბაზრობა მუშაობს ყოველდღე“ - რას იხილავს მაყურებელი ახალ „ტელებლოგში“
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:39:00
„ბაზრობა მუშაობს ყოველდღე“, - ასე ჰქვია ნინო ბასილიას ახალ „ტელებლოგს“. საკუთარი ფილმის შესახებ ავტორმა „მოამბის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა. იხილეთ „ტელებლოგი“: „ბაზრობა მუშაობს ყოველდღე“
წაკითხვა
წყალდიდობა, თოვლი და მეწყრული პროცესები - უადასავლე
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:34:00
სინოპტიკოსების ყურადღების ცენტრში დასავლეთ საქართველოა. მათ პროგნოზს განსაკუთრებით აჭარაში, სვანეთსა და რაჭაში ელოდებიან. აღნიშნულ რეგიონებში თოვს. ბათუმში ძლიერი წვიმაა. მეწყერი ჩამოწვა ხულოში.უხვი ნალექის შედეგად, რამდენიმე სოფელი დაიტბორა იმერეთში. სამტრედიის რაიონში დაზარალებულია 15-მდე ოჯახი.
წაკითხვა
შესყიდვების საქმე - შეძლებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო სამართლებრივი ბარიერის გადალახვას
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 20:17:00
შეძლებს თუ არა ალასანიას უწყება სამართლებრივი ბარიერის გადალახვას - შესყიდვების საქმეზე საიდუმლო გრიფის მინიჭება მინისტრის პრეროგატივაა, რომელიც მან თავის დროზე გამოიყენა, თუმცა მისი მოხსნა კონტრდაზვერვის ნებაზეა დამოკიდებული. ალასანიამ პირველი უარი უკვე მიიღო. საინტერესოა, გადაუგზავნის თუ არა პროკურატურა დოკუმენტებს, გასაჯაროების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს.ცნობისათვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვნა დაიმსახურა. დავით უსუფაშვილი სამართალდამცველი უწყებისგან მეტ პასუხისმგებლობას ელის.
წაკითხვა
მედიატური ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 17:18:00
გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაზე მედიატური მოეწყო. ღონისძიება პროექტის - „ეკოტურიზმის განვითარება ჯავახეთის ეროვნულ პარკში“ ფარგლებში გაიმართა. მედიის წარმომადგენლები ჯავახეთის დაცული ტერიტორიის განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ.პროექტის მიზანი ჯავახეთის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში - ეფრემოვკაში, სამებაში, დადეშსა და სულდაში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
წაკითხვა
ისრაელმა ღაზასთან დამაკავშირებელი საგუშაგოები ჩაკეტა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 17:14:00
ისრაელმა ღაზის სექტორთან დამაკავშირებელი ორი საგუშაგო ჩაკეტა. თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ისრაელის ტერიტორიაზე ღაზის ანკლავიდან ნასროლი რაკეტა აფეთქდა. ჭურვი სამხრეთ ისრაელში, საოლქო საბჭოს ტერიტორიაზე ჩავარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.გამშვები პუნქტების დახურვამ ღაზის სექტორის სრული იზოლაცია გამოიწვია, რაც ისრაელის სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ პირველად მოხდა.საზღვარი ღია მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთისთვის რჩება.
წაკითხვა
ერაყის საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 17:11:00
ერაყის საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიადარტყმები განახორციელეს. სამხედრო ოპერაცია დასავლეთ ანბარის პროვინციაში მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასული დღეების განმავლობაში ისლამისტებმა პროვინციის ერთ-ერთ ტომში 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს.„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები დედაქალაქთან ახლოს უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. ერაყის არმიას სამხედრო დახმარებას შეერთებული შტატების ავიაცია უწევს.
წაკითხვა
ბერი გაბრიელის სახელობის ეკლესიის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 17:04:00
ისნის რაიონში, წულაძის ქუჩაზე ბერი გაბრიელ სალოსის სახელობის ეკლესია აშენდება. მშენებლობას საფუძველი დღეს ჩაეყარა. დღესვე ჩოლოყაშვილის გამზირს გაბრიელ სალოსის სახელი მიენიჭა.სასულიერო პირებისა და მრევლის მონაწილეობით, მოეწყო მსვლელობაც. მას საკრებულოსა და ნავთლუღის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატიც შეუერთდნენ.შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წაკითხვა
51-ე ბატალიონი ISAF-ის მისიაში ოფიციალურად ჩაერთო
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 16:56:00
51-ე ბატალიონი ISAF-ის მისიის დასკვნით ფაზაზე სამშვიდობო მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. მისიის გადაბარების საზეიმო ცერემონია ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ცერემონიის დაწყებამდე ISAF-ის გაერთიანებული სარდლობის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ჯოზეფ ანდერსონი გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს, ავღანეთში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ ჯონი ტატუნაშვილს და 51-ე ბატალიონის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას პირადად შეხვდა.ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა ქართულ ბატალიონს სიტყვით მიმართეს და სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს. მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონი პირველი ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ISAF-ის საერთაშორისო მისიის დასკვნით ფაზაზე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე სამშვიდობო მისიას შეასრულებს. ბატალიონის მთავარ ამოცანას, კოალიციურ ძალებთან ერთად, ბაზის დაცვა, პროვინციის სამოქმედო არეალში მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით პატრულირება და ოპერაციის რაიონში მშვიდობის დამყარება წარმოადგენს.
წაკითხვა
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი თბილისში
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 16:47:00
საქართველოს თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ჯემილ ჩიჩექი ამ წუთებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ათვალიერებს. ოფიციალური შეხვედრები კი ხვალაა დაგეგმილი.ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.
წაკითხვა
ძლიერმა წვიმამ სოფელ ბაშში 15-მდე ოჯახი დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 16:14:00
უხვი ნალექის შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაში დაიტბორა. წყალი ადგილობრივებს ეზოებში, სახლებსა და სათბურებში შეუვარდათ. დაზარალებულია 15-მდე ოჯახი. მოსახლეობის განცხადებით, წყალდიდობა მათთან ყოველი ძლიერი წვიმის დროს ხდება. მოსახლეობა პრობლემას მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს უკავშირებს. ადგილობრივები იმასაც აღნიშნავენ, რომ ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მათ სოფელში ავტობანის მშენებლობა დაიწყო.სოფელ ბაშში იმყოფებოდა სამტრედიის გამგებელი, რომელიც მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. აღნიშნული სოფლის გარდა, სტიქიამ სამტრედიის კიდევ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
წაკითხვა
დატბორილი სახლები ბათუმში, თოვლი და მეწყრული პროცესები აჭარის მაღალმთიანეთში
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 16:00:00
დატბორილი ქუჩები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები - ბათუმში დილიდან ძლიერად წვიმს. პრობლემები შეექმნათ ხელვაჩაურში, ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე შესახლებულ ოჯახებსაც. უამინდობაა აჭარის მთელ ტერიტორიაზე. დაიტბორა ქობულეთის ნაწილი, მეწყრული პროცესები გააქტიურდა ქედაში, ხულოში კი თოვლი მოვიდა. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სამაშველო სამსახური. რა ვითარებაა ამ დროისთვის რეგიონში - ნახეთ „მოამბის“ რეპორტაჟში.
წაკითხვა
„Mind Art“ - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 14:49:00
ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებით, მხოლოდ ჩინეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 83 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი მსოფლიოს სხვა ქვეყნების მონაცემებს დიდად აჭარბებს, სახელმწიფო მათზე ნაკლებად ზრუნავს. ჩინელმა მხატვარმა - ჯოდი ქსიოინგმა სცადა თავისი პროექტით ამ ადამიანების სათქმელი ყველასთვის გადმოეცა, კომპანია Winsor & Newton-ის დახმარებით. პროექტში მონაწილეობის სურვილი თექვსმეტმა შეზღუდული შესაძლებობების მქონე პირმა გამოთქვა. ისინი ქსიოინგს სოციალური მედიის საშუალებით დაუკავშირდნენ. მონაწილეებმა ყურსასმენები მოირგეს, რომლებიც ელექტრონულ მოწყობილობაზე იყვნენ მიერთებულნი და ტვინის სიგნალებს გადასცემდნენ. ამ მოწყობილობაზე - შავი ფერის დაფაზე, დამაგრებული იყო პატარა დეტონატორები საღებავებით სავსე ბუშტებით. კონცენტრირებისას პროექტის მონაწილეებს შეეძლოთ, აემუშავებინათ დეტონატორები და გაეხეთქათ ბუშტები. საღებავების ფერს თავად ირჩევდნენ. შედეგად, გასაოცარი აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშები მივიღეთ. „Mind Art“-ის ნამუშევრების გამოფენა ჩინეთის 22 ქალაქში მოეწყო და კვირაში საშუალოდ 50 000 ადამიანი სტუმრობდა გალერეებს მათ დასათვალიერებლად. ნახატებიდან შემოსული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად გადაირიცხა. წყარო: huffingtonpost
წაკითხვა
„კარმენის“ პრემიერა ბათუმში
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 14:26:00
საოპერო სპექტაკლ „კარმენის“ პრემიერა ბათუმში - ჟორჟ ბიზეს ოპერა რეჟისორებმა გიზო ჟორდანიამ და ზაზა აზმაიფარაშვილმა ბათუმში პირველად დადგეს. წამყვანი პარტიები ახალგაზრდა ბათუმელმა სოლისტებმა შეასრულეს. სპექტაკლში ბათუმელი მსახიობები და შემსრულებლები მონაწილეობდნენ.დასმა პრემიერა იუბილარ რეჟისორს მიუძღვნა. გიზო ჟორდანიას 80 წელი სპექტაკლზე მუშაობისას შეუსრულდა. დიდი მაესტროსთვის იუბილეს მისალოცად და შემოქმედებითი გუნდის მხარდასაჭერად, ბათუმში სპეციალურად ჩავიდნენ ქართული საოპერო ხელოვნების ვარსკვლავები.
წაკითხვა
ქურთების დემონსტრაციები მსოფლიო მასშტაბით
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 14:14:00
სირიის ქალაქ კობანის მხარდასაჭერად, მსოფლიო მასშტაბით ქურთების მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა. აქციის მონაწილეებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ ალყაშემორტყმული ქურთული ქალაქის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. თურქეთის გარდა, მშვიდობიანი აქციები გაიმართა ბერლინში, პარიზში, ბრიუსელსა და ლონდონში.დემონსტრანტების განცხადებით, თურქეთ-სირიის საზღვართან მდებარე ქალაქის ბედი არამარტო ქურთებს, არამედ მთელ მსოფლიოს აწუხებს.კობანში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ერთი თვის წინ შევიდნენ და ქალაქის ნახევარს აკონტროლებენ. ისლამისტების პოზიციებს აშშ-ის ავიაცია ინტენსიურად ბომბავს.
წაკითხვა
ბრიტანულმა სამხედრო თვითმფრინავებმა რუსულ ბომბდამშენს გზა გადაუჭრეს
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 14:10:00
ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებმა სახელმწიფო საზღვართან ახლოს რუსულ სტრატეგიულ ბომბდამშენ „ტუ 95-ს“ გზა გადაუჭრეს. სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, „ტაიფუნის“ ტიპის თვითმფრინავები რუსული ბომბდამშენის გასაცილებლად შოტლანდიის ქალაქ ლოსიმუტიდან გაფრინდნენ.გავრცელებული ინფორმაციით, რუსული „ტუ 95“ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა და ბრიტანეთის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.ბოლო თვეების განმავლობაში ბალტიისა და შავი ზღვების აკვატორიაში რუსული სამხედრო ავიაციის აქტივობა მკვეთრად გაიზარდა.
წაკითხვა
შიხიაშვილი ზუგდიდში ვეტერანებს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 13:49:00
ირაკლი შიხიაშვილმა სამეგრელოში მცხოვრებ ვეტერანებთან შეხვედრა დაასრულა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა ზუგდიდის ენგურქაღალდ კომბინატის კულტურის სახლში გაიმართა. ვეტერანები შიხიაშვილს პრობლემებსა და საჭიროებებზე ესაუბრნენ. ირაკლი შიხიაშვილმა ძირითადი აქცენტი ვეტერანების დასაქმების საკითხზე გააკეთა და მათ პრობლემების ინდივიდუალურად მოგვარებას დაჰპირდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, საკუთარი ინიციატივით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს პირადად ხვდება. პირველი შეხვედრა ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა, სადაც ხელმძღვანელმა ვეტერანებს სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი პროექტები გააცნო. შემდეგი რეგიონი სამცხე-ჯავახეთი იქნება.
წაკითხვა
ოთარ დანელიამ კოოპერატივების წარმომადგენლებს მოტობლოკები გადასცა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 13:45:00
შიდა ქართლში კოოპერატივებს მოტობლოკები გადაეცათ. სოფლის მეურნეობის მინისტრი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრებს შეხვდა. ოთარ დანელიამ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში არსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს მცირეგაბარიტიანი ტექნიკა - 40 მოტობლოკი და 65 ხელის სათესი გადასცა.ღონისძიებას შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.მცირეგაბარიტიანი ტექნიკის გადაცემის პროცესი 18 ოქტომბრიდან აქტიურად ხორციელდება. ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის შემდეგ, პროგრამა სხვა რეგიონებსაც მოიცავს.
წაკითხვა
სტუდენტების აქცია ავარეთ-ყვარლის გზის მშენებლობის წინააღმდეგ
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 13:28:00
ყვარლის რაიონის სოფელ საცხენეში, სასაზღვრო ნაწილთან მშვიდობიანი აქცია მოეწყო. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ ავარეთ-ყვარლის გზის მშენებლობა რუსეთის მიერ კახეთის რეგიონში ინტერვენციას გამოიწვევს. სტუდენტების ჯგუფმა ავარეთ-ყვარელის გზაზე პერფორმანსიც მოაწყო და მიწაზე, სიმბოლურად, ტანკები დაამაგრა.აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. სტუდენტების ჯგუფს ადგილობრივი მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. მათი თქმით, ავარეთ-ყვარელის გზით ისინი დაღესტანში მცხოვრებ ნათესავებთან მიმოსვლას შეძლებენ.კახეთში ჩასულმა სტუდენტების ჯგუფმა ასევე კლიპი, სახელწოდებით - „არა რუსეთს“ გადაიღო.ოქტომბრიდან რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ახალი, ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის აღდგენითი სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია „დაღესტნის ავტოგზის“ პრესსამსახურმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ავარეთ-კახეთის ავტომაგისტრალის სიგრძე მთლიანობაში 83 კილომეტრი იქნება, გზამ სამი მთა უნდა გაიაროს, რისთვისაც 25 ხიდისა და 5 გვირაბის აშენება იგეგმება და ეს იქნება უმოკლესი გზა საქართველოსთან დასაკავშირებლად.
წაკითხვა
ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმი
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 13:14:00
არასამთავრობო ორგანიზაციების „საზოგადოება და ბანკებისა“ და „იეს ჯორჯიას“ ორგანიზებით, ახალგაზრდული ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში თბილისისა და საქართველოს რეგიონების 10–ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლიდან 120-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. დელეგატებმა საბანკო სისტემის განვითარების სტრატეგიები განიხილეს.ფორუმის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი, საუკეთესო დელეგატებს კი სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.მსგავსი ფორმატის სტუდენტური ეკონომიკური ფორუმი საქართველოში პირველად ჩატარდა.
წაკითხვა
პრეზიდენტი ავსტრიაში გაერო-ს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 13:07:00
საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში მიემგზავრება. გიორგი მარგველაშვილი ვენაში მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციის მუშაობაში, სადაც გენერალურ მდივანთან, მონტენეგროს პრეზიდენტთან და შვედეთის საერთაშორისო განვითარების მინისტრთან ერთად, თემატური პანელის ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი იქნება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრასაც გეგმავს. გარდა ამისა, გაიმართება შეხვედრები როგორც გაერო-ს, ისე ეუთო-ს გენერალურ მდივნებთან.ვენაში გიორგი მარგველაშვილი ავსტრიული მედიის წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხებს.
წაკითხვა