გიორგი კვირიკაშვილი - მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზებით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან (ვიდეო)
გამოქვეყნებულია: 2017-08-25 08:35:00
პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეოთხე დღეა, ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდული სიტუაციის გაუარესებებისა, საერთო ჯამში, გვაქვს დადებითი დინამიკა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონაში განაცხადა.მისი თქმით, გუშინ შედარებით რთული ვითარება არდაგანში იყო, მაგრამ ავიაციისა და ცოცხალი ძალის მეშვეობით, ამ ზონის განეიტრალებაც შესაძლებელია. „ამ ეტაპისთვის, აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზებით შეგვიძლია ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან. ამიტომ ამ ეტაპზე, უკვე დადგა საჭიროება, უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის, ამიტომ გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი. 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთ სარდლობის და მათთან ერთად და აქამდე ვინც მუშაობდა ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რომელიც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება, უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ, ალბათ, უკვე მივალთ იქამდე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ჩვეულებრივად ერთობლივი შტაბი გააგრძელებს მუშაობასმოსახლეობას საფრთხეს ვაშორებთ, წუხელ საღამოს იყო ერთ-ერთ ზონა
წაკითხვა