ძლიერმა წვიმამ სოფელ ბაშში 15-მდე ოჯახი დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2014-11-02 16:14:00
უხვი ნალექის შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელი ბაში დაიტბორა. წყალი ადგილობრივებს ეზოებში, სახლებსა და სათბურებში შეუვარდათ. დაზარალებულია 15-მდე ოჯახი. მოსახლეობის განცხადებით, წყალდიდობა მათთან ყოველი ძლიერი წვიმის დროს ხდება. მოსახლეობა პრობლემას მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებს უკავშირებს. ადგილობრივები იმასაც აღნიშნავენ, რომ ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მათ სოფელში ავტობანის მშენებლობა დაიწყო.სოფელ ბაშში იმყოფებოდა სამტრედიის გამგებელი, რომელიც მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. აღნიშნული სოფლის გარდა, სტიქიამ სამტრედიის კიდევ რამდენიმე სოფელი დააზარალა.
წაკითხვა