ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, თბილისის რამდენიმე უბანში ღამით მოძრაობა შეიზღუდა
განახლებულია: 2016-08-03 12:14:00
ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო, თბილისის რამდენიმე უბანში ღამით მოძრაობა შეიზღუდა. რთული მდგომარეობა იყო იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წყლის განსაკუთრებით დიდი მოცულობა დაგროვდა. ევროპის მოედანზე კი წყალმა ქვიშა ჩამოიტანა. გაწმენდითი სამუშაოები გვიანობამდე მიმდინარეობდა. მოძრაობა შეფერხებული იყო ავლაბრის ასახვევთან, მშრალ ხიდსა და ვახუშტის ხიდზე. დაიტბორა რამდენიმე სარდაფი ვორონცოვისა და განთიადის ქუჩებზე. ჩუღურეთში კი საცხოვრებელ სახლს, წვიმის შედეგად, სახურავი დაუზიანდა. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის განმარტებით, ინფრასტრუქტურული პრობლემები ქალაქში სანიაღვრე სისტემის ბლოკირებამ გამოიწვია. მათი თქმით, მთავარი ეპიცენტრი მტკვრის ორივე სანაპიროს ზოლი იყო.
წაკითხვა