საზოგადოებრივი
104.5 FM
რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და ზარალის დათვლა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2016-07-09 14:09:00
რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები და  ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ძლიერმა წვიმამ აჭარა, იმერეთი, სამეგრელო და გურია დააზარალა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, დახოცილია ფრინველი, გადანგურებულია ინფრასტრუქტურა, წაღებულია ხიდები და რამდენიმე სოფელი ამ დრომდე რაიონულ ცენტრსაა მოწყვეტილი.  სპეციალური განცხადება გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ. უწყების ინფორმაციით სტიქიურ პროცესებზე ოპერატიული და კოორდინირებული რეაგირება ხორციელდება, კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრი მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში აწარმოებს. დროულად მოხდა რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია.   
წაკითხვა
უხვი ნალექის გამო, ღვარცოფულმა პროცესებმა პრობლემები შექმნა აჭარაში
გამოქვეყნებულია: 2016-07-08 20:32:00
უხვი ნალექის გამო სტიქიის შედეგებს ებრძვიან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში. ძლიერი წვიმის გამო მდინარეების ადიდებამ და ღვარცოფულმა პროცესებმა პრობლემები შექმნა აჭარაში. შუახევში 300-ზე მეტი ოჯახი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. ბათუმის ცენტრალური და გარეუბნები დაიტბორა. წყალი საცხოვრებელ სახლებსა და კომერციულ ობიექტებში შევიდა. ავტომობილი მოყვა დაბა ჩაქვთან ჩამოწოლილ მეწყერში. სტიქის გამო ბათუმის ადგილობრივ მუნიციპალიტეტში საგანგებო შტაბი მუშაობს.  
წაკითხვა
დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან - ყველაზე რთული მდგომარეობა ვანშია
განახლებულია: 2016-07-08 19:15:00
დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ აჭარა და იმერეთი დააზარალა. ყველაზე რთული მდგომარეობა ვანშია, სადაც მთლიანად არის დატბორილი საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, გარე სამყაროს არის მოწყვეტილი 47 ოჯახი.
წაკითხვა
სტიქია აჭარაში - ბათუმის ქუჩების ნაწილი დატბორილია
განახლებულია: 2016-07-08 19:08:00
აჭარაში მთელი ღამისა და დღის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ბათუმის ქუჩების ნაწილი მთლიანად დაიტბორა. დღის პირველ ნახევარში გადაადგილება ვერ ხერხდებოდა, რამდენიმე საათის წინ კი მოძრაობა აღდგა. მეწყერი ჩამოწვა ჩაქვის გვირაბთან. წვიმამ ქობულეთი და შუახევიც დააზარალა. 
წაკითხვა
ტაივანში სტიქიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2016-07-08 17:39:00
ტაივანში სტიქია მძვინვარებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰუალიენში ძლიერ ტაიფუნს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქარის სიჩქარე საათში 220 კილომეტრს აღწევს. ტაიფუნმა დააზიანა სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები დაწყვიტა. დატბორილია ქალაქის ქუჩები. ტაივანის მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მსგავსი სიძლიერის ტაიფუნი არ ახსოვს.
წაკითხვა
სტიქია ვანში - დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები
განახლებულია: 2016-07-08 16:37:00
სტიქია ვანში - ძლიერმა წვიმამ და ადიდებული მდინარეების წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დატბორა, დაზიანდა სასოფლო- სამეურნეო სავარგულები.     განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ყველაზე რთული ვითარება სოფელ სულორშია, სადაც მდინარემ ცენტრალური გზა წაიღო, რის გამოც 47 ოჯახი რაიონულ ცენტრს მოსწყდა. 
წაკითხვა
დატბორილი სახლები და სავარგულები, განადგურებული ინფრასტრუქტურა - სტიქია ვანში
გამოქვეყნებულია: 2016-07-08 12:15:00
სტიქიის შედეგად დაზარალებულია ვანი- წვიმამ და ადიდებული მდინარეების წყალმა საცხოვრებელი სახლები და სავარგულები დატბორა. განადგურდა ინფრასტრუქტურა. ადგილზე მუშაობს "მოამბის" გადამღები ჯგუფი - ირმა ჭოლაძე დეტალებით.
წაკითხვა
სოფელ საკირეს მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს
გამოქვეყნებულია: 2016-07-07 19:03:00
ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეს მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მეწყერმა რამდენიმე ოჯახი დააზარალა. დაზიანებულია გზა, მანქანებს გადაადგილება უჭირს. ბორჯომის გამგეობაში აცხადებენ, რომ პრობლემების გადასაჭრელად სპეციალური კომისია შექმნეს, რომელიც პირველ ეტაპზე ზარალს დაითვლის. 
წაკითხვა
დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზები და სახურავების გარეშე დარჩენილი სახლები - ქარიშხალი თელავში
განახლებულია: 2016-07-01 12:32:00
სტიქია კახეთში - ღამით თელავში ქარიშხალი ნახევარ საათს გრძელდებოდა. კავკასიონის და ალაზნის გამზირზე ათობით სახლი სახურავის გარეშე დარჩა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ადგილზე მუშაობენ სამაშველო და სახანძრო ჯგუფები. თელავის ვიცემერის განცხადებით, დღეს დილიდან დაიწყება დაზიანებული სახურავების აღდგენითი სამუშაოები.
წაკითხვა
ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად თბილისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა
განახლებულია: 2016-07-01 12:30:00
ღამით ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად თბილისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. შეფერხდა მოძრაობა. სამაშველო სამსახურში საღამოს 9 საათიდან 150 ზარზე მეტი შევიდა. დაიტბორა რამდენიმე სახლის სარდაფი, გლდანისა და დიღმის ტერიტორიაზე წაიქცა ხეები. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მსხვერპლი არ არის. ძლიერი წვიმის დროს ვაგზლის ტერიტორიაზე დაზიანდა წიგნების საწყობი. მეპატრონეები ზარალზე ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ სარეალიზაციო მასალის დიდი ნაწილი განადგურებულია.  
წაკითხვა
უამინდობამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრობლემები შექმნა
განახლებულია: 2016-07-01 12:29:00
კიევიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენილი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ერევანში დაჯდა. მიზეზი უამინდობა გახდა. კიევი-თბილისის გარდა, ვერ შესრულდა კიდევ  რამდენიმე რეისი. მგზავრების განცხადებით, მათ ავიაკომპანიის ცხელ ხაზზე დარეკეს, თუმცა ვერავის დაუკავშირდნენ. 2 უშედეგო აფრენის შემდეგ რეისის შესრულება ვერ შეძლო სტამბოლიდან თბილისში მომავალმა თვითმფრინავმა. მიზეზი უცნობია. მგზავრები კი ამ დროისთვის სასტუმროებში არიან გადაყვანილი. 
წაკითხვა
დარიალის ხეობაში 23 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2016-06-30 19:20:00
დარიალის ხეობაში, 23 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, მდინარე თერგი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ადგილზე მობილიზებულია 40-მდე ერთეული ტექნიკა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ. გრძელდება მუშაობა სტიქიის შედეგად წაღებული გზის აღდგენაზეც. სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, 134-135 კილომეტრების  მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
წაკითხვა
აჭარაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან
გამოქვეყნებულია: 2016-06-30 19:17:00
აჭარაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ადგილზე მუშაობენ გეოლოგები და მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. სამსაათიანი ძლიერი წვიმითა და სეტყვით მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა, შესაძლოა, ერთ დღეში გახდეს ცნობილი.
წაკითხვა
გზის სარეაბილიტაციო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დარიალის ხეობაში
განახლებულია: 2016-06-29 18:49:00
დარიალის ხეობაში ამ დრომდე ღვარცოფის შედეგად წაღებული გზის აღდგენა მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაა ჩართული. სპეციალისტები გზის აღდგენას ორ კვირაში ვარაუდობენ. რაც შეეხება სტიქიას, ამალი-დევდორაკის ხეობაში მისი განმეორების საფრთხე ისევ არსებობს. დეტალები ილია კილაძის სიუჟეტში დარიალის ხეობიდან.
წაკითხვა
ამალი-დევდორაკის ხეობაში წვიმს - სტიქიის განმეორების საფრთხე ისევ არსებობს
გამოქვეყნებულია: 2016-06-24 16:14:00
ამალი-დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის ისევ წვიმს. სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები   არ დაწყებულა, იქ მძიმე ტექნიკა ვერ მუშაობს. სპეციალისტები გეოლოგების დასკვნას ელოდებიან, რადგან სტიქიის განმეორების საშიშროებაა.  მოქალქეების ევაკუაცია ხეობიდან დასრულდა. სტიქიის ზონა ისევ ჩაკეტილი რჩება. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
მეწყრული პროცესები დევდორაკის ხეობაში - საშიშ ზონაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2016-06-23 19:17:00
ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უხვი ნალექის შედეგად, დევდორაკის ხეობაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა და ღვარცოფული ნაკადი წარმოიქმნა. მთავრობის ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც ხეობაში მუდმივ დაკვირვებას აწარმოებს, ოპერატიულად აცნობა შესაბამის ორგანოებს, რის შემდეგაც საავტომობილო გზა დაუყოვნებლივ ჩაიკეტა. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ -135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. „დევდორაკიდან“ მიღებული ზვავსაშიშროების განგაშის სიგნალის მიღების შემდეგ, განხორციელდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ თანამშრომელთა ევაკუაცია. ამჟამად, ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს.პროცესებზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება.შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს მოქალაქეების ევაკუაცია და საკონტროლო შემოფრენა“, - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში. 
წაკითხვა
ნაციონალებმა სოფელ მანავში სტიქიის შედეგების აღსარიცხავად კომისია შექმნეს
გამოქვეყნებულია: 2016-06-23 17:17:00
„ნაციონალური მოძრაობის“ საგარეჯოს მაჟორიტარი კანდიდატი სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა კომისია შექმნეს, რომელიც  სოფელ მანავში  სტიქიის შედეგებს აღრიცხავს. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს ყურადღებას არ აქცევს და კომისიის შექმნა სწორედ ამიტომ გახდა საჭირო. ზარალის ოდენობას ადგილობრივებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფები დაითვლიან და შემდეგ მთავრობას წარუდგენენ. სოფელ მანავში 13 ივნისს მოსულმა ნალექმა ვენახები და მიწის ნაკვეთები გაანადგურა.
წაკითხვა
დატბორილი ქუჩები და სახლები, დასეტყვილი მოსავალი - სტიქია თბილისსა და რეგიონებში
გამოქვეყნებულია: 2016-06-16 19:05:00
უამინდობის მძიმე კვალი თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში: ძლიერი წვიმის გამო, ახალდაბაში მცირე მეწყერი ჩამოწვა, დაიტბორა დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაც. ზარალს ითვლიან ბორჯომის რაიონშიც. ყველაზე რთული ვითარება სოფელ სადგერშია, სადაც სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა და ადგილობრივები მოსავლის გარეშე დატოვა. ანალოგიური სურათია გორის რაიონის სოფელ კვარხეთშიც, სადაც, ხეხილის ბაღების გარდა, სეტყვამ საცხოვრებელი სახლებიც დააზიანა. მოსახლეობა კომპენსაციებს ითხოვს. დილიდან სპეცტექნიკაა მობილიზებული ბოლნისის რაიონის ორ სოფელშიც, სადაც სახლების პირველი სართულები დატბორილი, შიდა გზები კი დანგრეულია. სალომე სონიშვილის რეპორტაჟი სტიქიის ზონებიდან.
წაკითხვა
სეტყვა გორის რაიონის სოფლებში
გამოქვეყნებულია: 2016-06-16 10:06:00
სტიქიამ გორის მუნიციპალიტეტიც დააზიანა. დაისეტყვა სოფლები: კვარხეთი, ზერტი და კირბალი. განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ კვარხეთის მოსახლეობა. სტიქიამ მოსავალი გაანადგურა. ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
წაკითხვა
ჟურნალისტები სტიქიის ზონაში - როგორ იხსენებენ 13 ივნისის მოვლენებს „მოამბის“ გუნდის წევრები
გამოქვეყნებულია: 2016-06-13 19:39:00
13 ივნისის სტიქიის ღამეს საგანგებო რეჟიმში მუშაობდა „მოამბე“. მიუხედავად იმისა, რომ პირველი არხის შენობა სტიქიური უბედურების ზონაში მოექცა, ტელევიზიამდე მისასვლელი ყველა გზა პარალიზებული იყო და ზოოპარკიდან გამოქცეული ცხოველების საფრთხის გამო, სამართალდამცველები ტერიტორიაზე არავის უშვებდნენ, „მოამბის“ გუნდმა მაინც შეძლო მობილიზაცია და საინფორმაციო სამსახური ღამის 03:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე უწყვეტ რეჟიმში პირდაპირ ეთერში გადასცემდა ახალ ამბებს. ჟურნალისტები და ოპერატორები მუშაობდნენ მოვლენების ეპიცენტრში. როგორ იხსენებენ ისინი 13 ივნისის მოვლენებს - ნახეთ მარიამ შალიკაშვილის სიუჟეტში. 
წაკითხვა