საზოგადოებრივი
104.5 FM
ზოოპარკი სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ
გამოქვეყნებულია: 2016-06-13 19:34:00
13 ივნისის ტრაგედიის ღამეს ადიდებული ვერე ერთადერთი საფრთხე არ იყო. მდინარის მიერ დატბორილი ზოოპარკის თითქმის ხუთმეტრიანი ვოლიერებიდან მაშინ 50-მდე ცხოველი გაიქცა. მათ შორის იყვნენ მტაცებლებიც. რამდენიმე მათგანის ლიკვიდაციისა და დაძინების მიუხედავად, დევნის ოპერაცია მაინც უმძიმესი შედეგით დასრულდა. ზოოპარკიდან რამდენიმე მეტრში მდებარე შენობას შეფარებულმა ვეფხვმა, სტიქიიდან სამი დღის შემდეგ, 43 წლის მამაკაცი იმსხვერპლა. ადიდებულმა ვერემ მთლიანად წაიღო ძაღლების თავშესაფარიც, რომელიც სტიქიის ეპიცენტრში მოექცა. 13 ივნისის ღამიდან დაგვრჩა რამდენიმე სიმბოლური კადრიც: ბეჰემოტი გმირთა მოედანზე და დათვი ფანჯრის რაფაზე. ლიზა ციციშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
13 ივნისის მოვლენები - უპრეცედენტო სამოქალაქო სოლიდარობა
გამოქვეყნებულია: 2016-06-13 19:29:00
დღემ, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრება ტრაგედიად აქცია, თავიდან ბოლომდე შეცვალა საზოგადოება. სამოქალაქო სოლიდარობამ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა. დღე, როცა დიდი და პატარა, შიშველი ხელებით, ტალახში, წვიმაში, ზოგჯერ წყლისა და საკვების გარეშე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მუშაობდა სხვების დასახმარებლად.
წაკითხვა
13 ივნისის სტიქია: რამდენად ადეკვატური იყო რეაგირება - არასამთავრობოების კვლევა
გამოქვეყნებულია: 2016-06-13 12:24:00
სტიქიური უბედურებიდან ერთი წელი გავიდა, მაგრამ დედაქალაქს ამ დრომდე არ აქვს საფრთხეების რუკა - გეგმა, რომელშიც ზონებად იქნება დაყოფილი მთელი ქალაქის ტერიტორია, სად არის მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის ზონები. ბოლოს ასეთი კვლევა ქვეყანაში გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა. 1998 წლის შემდეგ, გაუქმებულია სპეციალური სამსახური, რომელიც ამ რისკებს სწავლობდა. გარემოს დაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საფრთხეების რუკაზე ახლა მუშაობენ. ამას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება. მანამდე მონიტორინგის საკუთარ შედეგებზე მუშაობენ ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები. მაგალითად, კონსტიტუციის 42-ე მუხლმა შეისწავლა, რამდენად ადეკვატური იყო რეაგირება სტიქიური უბედურების ღამეს. სალომე სონიშვილი დეტალებით.
წაკითხვა
რა მოხდა 13 ივნისს - მოვლენათა ქრონოლოგია
გამოქვეყნებულია: 2016-06-13 12:12:00
რა მოხდა 13 ივნისს: ცნობილია გეოლოგიური კვლევის შედეგი. ფაქტს აანალიზებენ ექსპერტები. ფაქტების ქრონოლოგია ასეთი იყო: 10 საათსა და 30 წუთზე ბეთანიაში მთა ჩამოიშალა. 50 ჰექტარამდე ფართობი, მილიონ კუბმეტრამდე გრუნტი. ამას დაემატა რამდენიმე ათასი მეტრი ხე-ტყის მერქნიანი მასა. მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ ერთი მეწყრული ზონის მასშტაბი 30-ჯერ აღემატებოდა „დინამოს“ სტადიონის მოედანს. ერთმანეთს დაემთხვა 9 გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა. მათ შორის კლდე, ზვავი, მეწყერი, ღვარცოფი, უხვი ნალექი, წყალმოვარდნა და ეროზიები. 11-ის ნახევრიდან ზუსტად 25 წუთში მასა დედაქალაქში იყო. პირველ ეტაპზე, დაიწყო სვანიძის ქუჩის დატბორვა. წყლის დონემ კალაპოტიდან 15 მეტრის სიმაღლეზე აიწია, რაც 5-სართულიანი კორპუსის სიმაღლეზე მეტია. მასა არ გაატარა 1958 წელს აგებულმა გვირაბმა. წყალი გუბდებოდა 40 წუთის განმავლობაში. ბოლოს, ვაგონგენერატორის დაჯახების შედეგად, დაგუბებულმა მასამ ახალი სისწრაფე აიღო და ახალი ძალით დაეშვა ესტაკადისკენ.
წაკითხვა
ერთი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან
გამოქვეყნებულია: 2016-06-13 10:05:00
ერთი წელი სტიქიური უბედურებიდან: დღეს 13 ივნისია. 21 დაღუპული, ორი უგზო-უკვლოდ დაკარგული, 239 დაზარალებული ოჯახი, - ზუსტად ერთი წლის წინ, 5-საათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და მდინარე ვერე ადიდდა. სტიქიის შედეგად, ხეობაში არსებული სახლები წყლის ქვეშ მოაქცია. წყალდიდობამ თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი  ნაწილი დაიღუპა. გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა. თბილისის ქუჩებში 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი აღმოჩნდა. ქალაქის ცენტრში გამოქცეული ცხოველების გარკვეული ნაწილის ლიკვიდაცია აუცილებელი გახდა, რადგან შეუძლებელი იყო მათი დაძინება.
წაკითხვა
სტიქია თეთრიწყაროში
განახლებულია: 2016-06-08 12:07:00
სტიქია თეთრიწყაროში. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარემ თეთრიწყარო-ალექსეევკის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა დააზიანა. რაიონის სამი სოფელი ამ დროისთვის ალტერნატიული შემოვლითი გზით სარგებლობს. ასევე დაზიანებულია სოფელ ნავთიანთან მისასვლელი ხიდი. აქ მოსახლეობას სოფლამდე მისვლა ფეხით უწევს რადგან სამანქანო გზა აღარ არსებობს. ამ დროისთვის ადგილზე ტექნიკა მობილიზებულია, თუმცა სამუშაოების დაწყებას ვერ ახერხებენ, რადგან წყლის დონე მაღალია.
წაკითხვა
საფრანგეთში სტიქიით დაზარალებული მოქალაქეები სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებენ
გამოქვეყნებულია: 2016-06-06 19:46:00
საფრანგეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას მიიღებენ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებს უახლოეს დღეებში დაზარალებული ოჯახებისთვის მილიონობით ევრო გადაეცემათ. წყალდიდობის შედეგად საფრანგეთში 4 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა. 7 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. 
წაკითხვა
ავსტრალიაში ძლიერი შტორმმა რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2016-06-06 17:30:00
ავსტრალიაში ძლიერი შტორმია. არის მსხვერპლიც. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 3 ადამიანი. სტიქიის გამო სამხრეთ უელსის შტატში 86 000 საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სიდნეიში კი ელექტროენერგია 20 000 ოჯახს არ მიეწოდება. ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც სანაპირო რაიონები მნიშვნელოვნად დაზარალდა.  
წაკითხვა
სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ
გამოქვეყნებულია: 2016-06-06 10:37:00
არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები ქვეყნის მასშტაბით. დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი. როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 23-28 გრადუსს შეადგენს. სინოპტიკოსები აღმოსავლეთ საქართველოში დღეს შესაძლო სეტყვას პროგნოზირებენ. დედაქალაქში ნავარაუდევია წვიმა, ელჭექით. თბილისში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-27 გრადუსი იქნება.
წაკითხვა
წყალდიდობა დასავლეთ ევროპაში - პარიზში, მდინარე სენაში წყლის დონემ ექვსი მეტრით აიწია
განახლებულია: 2016-06-04 20:49:00
დასავლეთ ევროპაში წყალდიდობა გრძელდება. პარიზში, მდინარე სენაში წყლის დონემ ექვსი მეტრით აიწია, რაც ბოლო 35 წლის რეკორდული მაჩვენებელია. სტიქიის გამო დაკეტილია მეტროსადგურები. წყალდიდობამ ყველაზე მეტად დედაქალაქის სამხრეთ რაიონები დააზარალა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მდინარეში წყლის დონე, სავარაუდოდ, კიდევ ნახევარი მეტრით მოიმატებს. სტიქიამ გერმანიის სამხრეთ რეგიონებიც დააზარალა. სტიქიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გერმანიის ხელისუფლებამ დაზარალებული მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების გაცემა დაიწყო. 
წაკითხვა
ემუქრება თუ არა სოფელ ნაოზას დატბორვის საფრთხე
გამოქვეყნებულია: 2016-06-03 19:35:00
სოფელი ნაოზა შესაძლოა, დაიტბოროს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ და მდინარის კალაპოტის გამაგრების საჭიროებაზე საუბრობენ. 
წაკითხვა
საფრანგეთსა და გერმანიაში წყალდიდობას 9 ადამიანი ემსხვერპლა
განახლებულია: 2016-06-02 21:05:00
საფრანგეთსა და გერმანიაში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. გერმანიაში სტიქიას 8 მოქალაქე, საფრანგეთში კი ერთი ემსხვერპლა. საფრანგეთში, ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის გამო, 6 000-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა. სტიქიამ ყველაზე მეტად ლუარე და მარნე დააზარალა. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში ამინდის გაუმჯობესება მოსალოდნელი არ არის.
წაკითხვა
პაკისტანში ძლიერი შტორმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2016-06-02 17:32:00
პაკისტანში ძლიერი შტორმის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 130-მდე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სტიქიამ პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადსა და მეზობელ ქალაქებს გადაუარა. დაღუპულთა უმრავლესობა შენობების ჩამონგრევას ემსხვერპლა. სტიქიის გამო სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
წაკითხვა
ევროპაში მასშტაბურ წყალდიდობებს ებრძვიან
გამოქვეყნებულია: 2016-05-30 19:25:00
ევროპა მასშტაბურმა წყალდიდობებმა მოიცვა. სტიქიას ებრძვიან გერმანიასა და ავსტრიაში. გადაუღებელ წვიმებს ძლიერი ქარიც ერთვის. უხვმა ნალექმა რეკორდულად მცირე დროში მდინარეების ადიდება გამოიწვია. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.
წაკითხვა
ძლიერმა სეტყვამ სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2016-05-30 19:17:00
რეგიონებში სტიქია მძვინვარებს. ძლიერმა სეტყვამ სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი დააზარალა. დაზიანებულია ნათესები, ხეხილის ბაღები, დაიტბორა სახლები. ადიგენში ადიდებულმა მდინარემ ათამდე საცხოვრებელი სახლი დატბორა. 
წაკითხვა
გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში წყალდიდობამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2016-05-30 17:30:00
გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში სტიქია მძვინვარებს. გადაუღებელი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული მაშველია, რომელიც სტიქიის ზონიდან მამაკაცის გამოყვანას ცდილობდა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლები და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ათასობით აბონენტი. 
წაკითხვა
სტიქია ტყიბულში - ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა
გამოქვეყნებულია: 2016-05-28 12:08:00
სტიქია ტყიბულში - ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. დაზიანდა ბაღები, ბოსტნები, ხეხილი, სიმინდის ყანები, განადგურებულია ვენახი. დაისეტყვა ქალაქის ნაწილი და განადგურდა მოსავალი. მიყენებულ ზარალს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეისწავლის.  
წაკითხვა
სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პრეპარატები დაურიგდება
გამოქვეყნებულია: 2016-05-19 17:26:00
სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღება დღეიდან ეტაპობრივად შეეძლებათ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის მაისში კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო პრეპარატები დაურიგდება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ზარალის რისკების შემცირების მიზნით, მოსახლეობას აგროდაზღვევის პროექტში ჩართვას სთავაზობს.
წაკითხვა
სტიქია კახეთში - დაზარალებული დახმარებას ითხოვენ
გამოქვეყნებულია: 2016-05-16 20:56:00
გურჯაანი, საგარეჯო, სიღნაღი - კახეთის სამ რაიონში ისევ სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. სეტყვის გამო, რამდენიმე სოფელში მთლიანად განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. შედეგად, მოსახლეობის ნაწილი მოსავლის გარეშე რჩება. დაზიანებული ვენახების გადასარჩენად, ერთადერთი საშუალება სპეციალური შხამ-ქიმიკატებია, რომლის გაგზავნას დაზარალებულები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სთხოვენ. უკვე მეორე წელია, რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მოქმედებს, თუმცა ნუკრიანში დამონტაჟებული რადარების ჩართვა მაისის ბოლოდან იგეგმება. ბოლო ერთ კვირაში მეორე მასშტაბური სტიქია - რეპორტაჟი დაზარალებული სოფლებიდან.
წაკითხვა
კახეთში სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა
გამოქვეყნებულია: 2016-05-16 18:55:00
კახეთში სეტყვამ მოსახლეობა დააზარალა. გურჯაანში, სიღნაღსა და საგარეჯოში განადგურებულია ვენახი და ხეხილის ბაღები. მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს. რომან ქევხიშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა