| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/136210.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 Microsoft-მა კიბოს ომი გამოუცხადა - კომპანია დაავადების დამარცხების პირობას დებსმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-20 20:10:00
Microsoft-ი პირობას დებს, რომ უახლოეს ათ წელიწადში კიბოს პრობლემას სამუდამოდ გადაჭრის. ამერიკული კორპორაცია მოწინავე კომპიუტერულ მეცნიერებებს გამოიყენებს, რათა გატეხოს დაავადებების გამომწვევი უჯრედების კოდი და ხელახლა დააპროგრამოს ისე, რომ ჯანსაღ მდგომარეობას დაუბრუნოს. მიმართულების დრამატული შეცვლის კვალდაკვალ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა უკვე დააკომპლექტა „პატარა არმია“, რომელშიც შედიან მსოფლიოს საუკეთესო ბიოლოგები, პროგრამისტები და ინჟინრები, რომლებიც კიბოს იმ მეთოდით ებრძვიან, თითქოს ის კომპიუტერული სისტემის ხარვეზი იყოს. ამ ზაფხულს, Microsoft-მა გახსნა თავისი პირველი ლაბორატორია, სადაც მოხდება მისივე კომპიუტერული მკვლევრების აღმოჩენების ტესტირება. მკვლევრები მუშაობენ კომპიუტერზე, რომელიც შეიქმნება იმ დნმ-ისგან, რომელიც კიბოს უჯრედებში ცოცხლობს. თუკი ის სხეულში კიბოს შანსებს შენიშნავს, დაუყოვნებლივ „გადატვირთავს“ სისტემას და გაასუფთავებს დაავადებულ უჯრედებს. „ვფიქრობ, ამ პროექტზე მუშაობა საკმაოდ ბუნებრივია Microsoft-ისთვის, რადგან ჩვენ უზარმაზარი გამოცდილება გვაქვს კომპიუტერულ მეცნიერებაში, კიბოს შემთხვევა კი სწორედ კომპიუტერული პრობლემაა და მეტი არაფერი“, — ამბობს Microsoft Research-ის დირექტორი კრის ბიშოპი. „ეს არაა უბრალოდ ანალოგია, ეს ღრმა მათემატიკური გაგებაა. ბიოლოგია და კომპიუტერული ტექნოლოგიები არის დისციპლინები, რომლებიც დაფასა და ცარცს წააგავს, თუმცა ყველაზე უფრო ფუნდამენტურ დონეზე მათ ძალიან ღრმა კავშირები აქვთ“. Microsoft-ის კომპიუტერული ბიოლოგიის ჯგუფი უკვე მუშაობს დნმ-ისგან მოლეკულური კომპიუტერების შექმნაზე, რომელიც იმუშავებს როგორც ექიმი კიბოს გამოვლენისას და მისი ძირითადი დანიშნულება კიბოს უჯრედების განადგურება იქნება. „ძალიან ბევრი სამუშაოა, მაგრამ ვფიქრობ, ტექნიკურად ამის შესრულებას 5-10 წელიწადში შევძლებთ“, — აცხადებს ჯგუფის ხელმძღვანელი ენდრიუ ფილიპსი. ჯგუფს უკვე შემუშავებული აქვს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აკვირდება უჯრედის ჯანსაღ ქცევას, რის შემდეგაც მას შეუძლია იგი შეადაროს დაავადებულ უჯრედებს, განსაზღვროს თუ სადაა პრობლემა და როგორ შეიძლება მისი აღმოფხვრა. „თუ კიბოს კონტროლისა და რეგულირების შესაძლებლობა გვექნება, იგი უბრალოდ რიგითი ქრონიკული დაავადება გახდება და ამით პრობლემაც გადაიჭრება. ვფიქრობ, ხუთი წლის შემდეგ დამარცხდება კიბოს რამდენიმე სახეობა, საბოლოოდ კი ეს დაავადება რამდენიმე ათწლეულში ამოიძირკვება“, — აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი ჯასმინ ფიშერი. წყარო: The Telegraph; Cancer Research UK დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გუგა კიბორძალიძე უზბეკურ ჭიდაობა კურაშში მსოფლიო ჩემპიონია
ქართველი ძიუდოისტი, ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე -ჩემპიონი გუგა
წაკითხვა
ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად ბათუმის ბულვარში დღეს საქველმოქმედო გარბენი მოეწყო
ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დასახმარებლად ბათუმის ბულვარში დღეს საქველმოქმედო გარბენი მოეწყო.
წაკითხვა
მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების სრულიად ახალი გზა აღმოაჩინეს
კიბოსთან ბრძოლაში, მეცნიერებმა კიდევ ერთი
წაკითხვა
კიბოს წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების ეფექტი, შესაძლოა, გაიზარდოს - ქართველი მეცნიერის კვლევა „მოამბეში“
ახალგაზრდა ქართველი მეცნიერის კვლევის შედეგად, შესაძლოა, კიბოს წინააღმდეგ გამოყენებული პრეპარატების ეფექტი გაიზარდოს.
წაკითხვა
Microsoft-ი 32 წლის ლეგენდარულ აპლიკაცია Paint-ს კლავს
Microsoft-ის Windows 10-ის შემდეგი განახლ
წაკითხვა
აზბესტი - ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც საქართველოში დღემდე შემოდის
ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებულად საშიში ტოქსიკური ნივთიერება, რომელიც საქართველოში დღემდე შემოდის. საუბარია კარცეროგენულ აზბესტზე, რომელსაც
წაკითხვა
არასამთავრობო ორგანიზაციები ძუძუს კიბოს საკონტროლო კვლევების დაფინანსებას ითხოვენ
სკრინინგ ცენტრებში მიზნობრივი ასაკობრივი
წაკითხვა
მსოფლიო კიბოს სამკურნალო ახალი პრეპარატის მოლოდინშია - აშშ-ის წამლის ადმინისტრაციამ რეკომენდაცია უკვე გასცა
აშშ-ის საკვებისა და სამკურნალო პრეპარატების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა კომიტეტმა კრიტიკულ
წაკითხვა
|