საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/171435.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1439

Microsoft-ი 32 წლის ლეგენდარულ აპლიკაცია Paint-ს კლავს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-25 19:42:00

Microsoft-ის Windows 10-ის შემდეგი განახლება, რომელსაც Autumn Creators Update-ი ერქმევა,  მრავალ ახალ მახასიათებელს მოიტანს. თუმცა, Windows-ის ერთ-ერთი მტკიცე, დროის მიერ გამოცდილი ატრიბუტი საკეპ მანქანაში მოხვდება: Microsoft Paint. 

მისი პირველი ვერსია 1985 წელს, Windows 1.0-ში გამოჩნდა; Paint-ი ერთ-ერთი პირველი გრაფიკულ რედაქტორად იქცა, რომელსაც მრავალი ადამიანი მოიხმარდა. არსებობა 1-ბიტიანი ერთფეროვანი ვერსიით დაიწყო და მხოლოდ Windows 98-ში გახდა შესაძლებელი Paint-ით სურათების JPEG ფორმატში შენახვა. 

Windows 10-ის აპრილში გამოსულ Creators Update-ში, Microsoft-მა ჩაამატა ახალი Paint 3D, რომელიც ტრადიციულ Paint-თან ერთადაა დაინსტალირებული და აქვს 3D ფოტოს გაკეთების ფუნქციები, ისევე როგორც 2D ფოტოების რედაქტირების ზოგიერთი საბაზისო მახასიათებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი თავდაპირველი Paint-ის განახლება არაა და მის მსგავსად არ ფუნქციონირებს. 

Microsoft-ის განცხადებით, Outlook Express-თან, Reader app-თან და Reading list-თან ერთად, სასიკვდილო სიაში Microsoft Paint-იც აღმოჩნდა, რომლებიც Windows 10 Fall Creators Update-ის გამოსვლისთანავე გაქრებიან. 

Paint-ის სიკვდილი ახლა უკვე მხოლოდ დროის საკითხია და სულ მალე, ის ისევე გაქრება თქვენი კომპიუტერებიდან, როგორც თქვენი ბავშვობის საყვარელი რომელიმე ძველი ნივთი სახლიდან. 

Paint-ი არასოდეს ყოფილა მძლავრი აპლიკაცია, 1998 წლამდე შემოიფარგლებოდა მხოლოდ bitmap (BMP) და PCX ფორმატებით, მაგრამ თუკი გსურდათ უცბად რაღაც დაგეჯღაბნათ ან ამოგეჭრათ და ჩაგესვათ, იგი მუდმივად თქვენთან იყო, სამსახურის კომპიუტერებშიც კი. 

Windows 7-სა და შემდეგ ვერსიებში, Paint-ი ბევრად გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც საკმაოდ ღარიბულად გამოიყურებოდა მესამე მხარის მიერ წარმოებულ ისეთ აპლიკაციათა მახასიათებლებთან, როგორიცაა მაგალითად, Paint.NET. 

Microsoft Paint-ის ოფიციალური გაქრობის ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან დაზუსტებული არაა Windows 10 Autumn Creators Update-ის გამოსვლის დრო. შესაძლოა ეს ამბავი ბევრს მოეწონოს, ბევრსაც გული დასწყდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, Windows-ის ისტორიაში იგი ერთ-ერთ ყველაზე ხნიერ აპლიკაციად დარჩება. 


Paint 3D



მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
Microsoft-ი მომხმარებლებს Google-ზე უარის თქმისთვის ანაზღაურებას სთავაზობს
Microsoft-ი მომხმარებლებს Google-ზე უარის თქმისთვის ანაზღაურებას სთავაზობს
კომპანია Microsoft-მა გაუშვა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, საძიებო სისტემა Bing-ის გამოყენების
წაკითხვა
Microsoft-ი საკუთარი მონაცემების შენახვას დნმ-ზე გეგმავს
Microsoft-ი საკუთარი მონაცემების შენახვას დნმ-ზე გეგმავს
თუკი მონაცემების შესანახად მაგნიტურ ლენტს
წაკითხვა
Microsoft-ი საქართველოს 32 სკოლაში Wi-Fi ტექნოლოგიას უფასოდ დანერგავს
Microsoft-ი საქართველოს 32 სკოლაში Wi-Fi ტექნოლოგიას უფასოდ დანერგავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია Microsoft-ის გენერალურ მენეჯერს ცენ
წაკითხვა
განათლების სამინისტროსა და microsoft-ს  შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
განათლების სამინისტროსა და microsoft-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
განათლების სამინისტროსა და microsoft-ს  შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია საქართველოს დიდი და პა
წაკითხვა
Microsoft-მა კიბოს ომი გამოუცხადა - კომპანია დაავადების დამარცხების პირობას დებს
Microsoft-მა კიბოს ომი გამოუცხადა - კომპანია დაავადების დამარცხების პირობას დებს
Microsoft-ი პირობას დებს, რომ უახლოეს ათ
წაკითხვა
Microsoft-მა Nokia-ს ახალი ტელეფონები წარმოადგინა
Microsoft-მა Nokia-ს ახალი ტელეფონები წარმოადგინა
Microsoft-ი Nokia-ს ბრენდის ტელეფონებს დღ
წაკითხვა
Microsoft-მა Google Chrome-ის წინააღმდეგ ახალი ომი დაიწყო
Microsoft-მა Google Chrome-ის წინააღმდეგ ახალი ომი დაიწყო
ჯერ კიდევ ივნისში, Microsoft-მა მიზანში G
წაკითხვა
ბილ გეიტსი: Microsoft-ი LinkedIn-ს ისეთივე წარმატებულს გახდის, როგორიც Facebook-ია
ბილ გეიტსი: Microsoft-ი LinkedIn-ს ისეთივე წარმატებულს გახდის, როგორიც Facebook-ია
კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელის, ბი
წაკითხვა