საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/136645.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3429

ჩინეთის გიგანტურმა რადიოტელესკოპმა კოსმოსში არამიწიერი ცივილიზაციების ძებნა დაიწყო

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-26 21:22:00

მსოფლიოს უდიდესმა რადიოტელესკოპმა შორეულ კოსმოსში არამიწიერი ცივილიზაციების ნიშნების ძებნა დაიწყო. 

500 მეტრის დიამეტრის ტელესკოპის მშენებლობა ჩინეთის გუიჯოუს პროვინციაში 2011 წელს დაიწყო. პროექტის ღირებულებამ 185$ მილიონი შეადგინა. 

ტელესკოპის გახსნა, რასაც ასტრონომები პირველ შუქს უწოდებენ, გუშინ, 25 სექტემბერს შედგა. 

ფეხბურთის 30 მოედნის ზომის თეფში ერთ-აპერტურიანი უდიდესი ტელესკოპია მსოფლიოში. წინა რეკორდი პუერტო-რიკოში მდებარე 300-მეტრიან არესიბოს ტელესკოპს ეკუთვნის.

გარდა იმისა, რომ გიგანტური თეფში ჩვენი გალაქტიკის მიღმა გონიერი ცივილიზაციების ნიშნებს მოძებნის, იგი ასევე დააკვირდება შორეულ პულსარებს — ციცქნა ნეიტრონულ ვარსკვლავებს, რომლებიც როგორც მიჩნეულია, სუპერნოვების აფეთქების შედეგად დარჩენილი მატერიისაგან შედგება. 

ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ხუთასმეტრიანი აპერტურის სფერული ტელესკოპის გახსნას ასობით ასტრონომი და ენთუზიასტი უყურებდა.

ამავე სააგებტოს ცნობით, გაშვების წინ განხორციელებული საცდელი მუშაობის დროს, ტელესკოპმა უკვე დააფქსირა 1300 სინათლის წლის მანძილზე მდებარე პულსარის მიერ გამოყოფილი ელექტრომაგნიტური ტალღები.

ასტრონომ დუგლას ვაკოჩის თქმით, ტელესკოპმა შესაძლოა „მრავალი რამ აღმოაჩინოს ჩვენი ფართო წარმოსახვის მიღმაც კი. მას შესაძლებლობა ექნება იმაზე უფრო სწრაფად ეძებოს არამიწიერი გონიერი ცივილიზაციები კოსმოსში, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა“.

„ტელესკოპის საბოლოო მიზანია სამყაროს განვითარების კანონების აღმოჩენაა. თეორიულად, თუკი შორეულ კოსმოსში რაიმე ცივილიზაცია არსებობს, მათგან წამოსული რადიოსიგნალები პულსარებისგან წამოსული სიგნალების მსგავსი იქნება“, — აღნიშნავს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის მკვლევარი ქიან ლეი.

ჩინური მედიის ცნობით, ტელესკოპის განთავსების სიახლოვეს არ მდებარეობს არც ერთი დიდი დასახლება. 

ადგილის ახლომახლოს არსებული რამდენიმე სოფელი კომპენსაციის სანაცვლოდ სხვაგან გადაასახლეს.

ჩინეთის სახლემწიფო მედიის ცნობით, გადასახლება ათეულობით მილიონით მეტი დაჯდა თავად პროექტის ღირებულებაზე.

პროექტის წარმატებით დასრულება მასზე მომუშავე მეცნიერებს ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა მიულოცა.

პროპექტი ჩინეთის მრავალმილიარდიანი კოსმოსური პროგრამის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს მუდმივი ორბიტალური კოსმოსური სადგურის მშენებლობას და მართვად მისიას მთვარეზე.







მომზადებულია CNN-ისა და Sky News-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სამყარო საერთოდ არ უნდა არსებობდეს - CERN-ის ლაბორატორიის დასკვნა
სამყარო საერთოდ არ უნდა არსებობდეს - CERN-ის ლაბორატორიის დასკვნა
სულ ახლახან, მეცნიერებმა დაადასტურეს სამყ
წაკითხვა
კოსმოსური დაკრძალვა - მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში
კოსმოსური დაკრძალვა - მიმოფანტეთ თქვენი საყვარელი ადამიანების ფერფლი კოსმოსში
გსურთ, თქვენი ფერფლი კოსმოსში მიმოიფანტოს? მიმზიდველი წინადადებაა, მაგრამ შესაძლოა ეს ის გამო
წაკითხვა
ჩინეთის გიგანტურმა რადიოტელესკოპმა პირველი აღმოჩენა გააკეთა
ჩინეთის გიგანტურმა რადიოტელესკოპმა პირველი აღმოჩენა გააკეთა
გახსნიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ჩინეთის 500 მეტრიანი აპერტურის სფერულმა რადიოტელესკოპმა
წაკითხვა
იდუმალებით მოცული ბნელი ენერგია იმაზე დინამიკურია, ვიდრე მიგვაჩნდა - ახალი კვლევა
იდუმალებით მოცული ბნელი ენერგია იმაზე დინამიკურია, ვიდრე მიგვაჩნდა - ახალი კვლევა
უკვე 20 წელზე მეტია, ფიზიკოსები თავს იმტვ
წაკითხვა
ავსტრალია საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს ქმნის
ავსტრალია საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს ქმნის
ავსტრალიის ფედერალური მთავრობის ცნობით, ქვეყანას ბოლოსდაბოლოს ექნება ეროვნული კოსმოსური სააგე
წაკითხვა
კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან 40 წელი გავიდა -  „ვოიაჯერ ერთის“ მოგზაურობა გრძელდება
კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან 40 წელი გავიდა - „ვოიაჯერ ერთის“ მოგზაურობა გრძელდება
შესაძლო უცხოპლანეტელებისთვის კოსმოსში დედამიწის ხალხთა გზავნილის გაშვებიდან
წაკითხვა
ფრანჩესკო ტოტის მაისური კოსმოსში გაუშვეს
ფრანჩესკო ტოტის მაისური კოსმოსში გაუშვეს
"რომას" ლეგენდის ფრანჩესკო ტოტის 10-ნომრიანი მაისური კოსმოსში გაუშვეს. ეს მოხდა რაკ
წაკითხვა
კვირის საუკეთესო კოსმოსური ფოტოები
კვირის საუკეთესო კოსმოსური ფოტოები
წაკითხვა