| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/138096.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მზის სისტემიდან უახლოესი ეგზოპლანეტა პროქსიმა b შესაძლოა ოკეანეებით იყოს დაფარულიმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-10 21:58:00
ალბათ გახსოვთ, აგვისტოში, ასტრონომები იუწყებოდნენ დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტის აღმოჩენის შესახებ, რომელიც მზის სისტემასთან უახლოესი ვარსკვლავის — ალფ კენტავრის სისტემის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის გარშემო ბრუნავს. პლანეტას პროქსიმა b უწოდეს და იგი დედამიწიდან 4,25 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. იყო იმის ადრეული გამოვლინებები, რომ ეს პლანეტა დედამიწის მსგავსად მყარია, კლოდვანი და საკუთარი ვარსკვლავიდან ისეთი მანძილითაა დაშორებული, რომ შესაძლებელია თხევადი წყლის შენარჩუნება. ახლა, მეცნიერებმა მიაგნეს გამოვლინებას, რომლის მიხედვითაც, პლანეტა შესაძლოა თხვეადი წყლის ოკეანეებით იყოს დაფარული. იმის გასააზრებლად თუ რამდენად მნიშვნელოვანი ამბავია პროქსიმა b-ს აღმოჩენა, გეტყვით, რომ მანამდე დედამიწის მსგავს და პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგის ეგზოპლანეტად ითვლებოდა Wolf 1061c, რომელიც დედამიწიდან 14 სინათლის წლის მოშორებით (126 ტრილიონი კილომეტრი) მდებარეობს. აღმოჩენის შემდეგ, ახალ მთავარ სამიზნედ სწორედ პროქსიმა b იქცა, რომლამდე მანძილიც 4,25 სინათლის წელია, სულ რაღაც 40 ტრილიონი კილომეტრი — 271 000-ჯერ მეტი, ვიდრე დედამიწასა და მზეს შორის მანძილი. თუმცა, უკვე არსებობს კოსმოსური ხომალდის გეგმა, რომელიც უახლოეს 20 წელში უნდა გაიგზავნოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ობიექტი იმდენად ახლოსაა ჩვენთან, რომ ღამის ცაზე ამ სისტემის ვარსკვლავების — ალფა კენტავრი A-სა და ალფა კენტავრის B-ს დანახვაც კი შეგვიძლია. სხვათა შორის, ალფა კენტავრი A დედამიწიდან დანახული მეოთხე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ცაზე. ამაღელვებელია, არა? უკვე ახლა, საფრანგეთში მდებარე მარსელის ასტროფიზილური ლაბორატორიის მკვლევართა ჯგუფმა უფრო გააძლიერა პროქსიმა b-ს საცხოვრებლად ვარგისობის ფაქტები, როცა უფრო დეტალურად გამოთვალა პლანეტის ზომა და ზედაპირის მახასიათებლები. ამ მახასიათებლების გათვალისწინებით შედგენილი სცენარი წარმოგვიდგენს თხევადი წყლის ოკეანით დაფარულ პლანეტას, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლეც იყოს. „შესაძლოა ეს იყოს პლანეტა, რომლის ზედაპირს მთლიანად ფარავს ოკეანე და ეს წყალი ზუსტად იმის მსგავსი იყოს, რაც იუპიტერისა და სატურნის გაყინულ მთვარეებზეა“, — აღწერს ჯგუფი. ერთ-ერთი უდიდესი ეჭვი, რომელიც ასტრონომებს პროქსიმა b-ს სიცოცხლისათვის ვარგისიანობასთან დაკავშირებით უჩნდებათ, რომ იგი ხელსაყრელი არ იყოს სიცოცხლისთვის, არის ის, რომ პლანეტა თავის ვარსკვლაბთან შედარებით ახლოს მდებარეობს. ეგზოპლანეტა ვარსკვლავის გარშემო 4,7 მილიონი კილომეტრის დაშორებით ბრუნავს, რაც მეათედია იმ მანძილისა, რომლითაც მზეს დაშორებულია მისი უახლოესი პლანეტა — მერკური. მერკურის ზედაპირის უმაღლესი ტემპერატურა 427 °C-ია, უდაბლესი კი -173 °C. შესაბამისად, იგი ნამდვილად არ არის ის პლანეტა, რომელზეს შესაძლებელია თხევადი წყალი და მით უმეტეს, სიცოცხლე ვეძებოთ. კარგი ამბავი კი ის არის, რომ ვარსკვლავი პროქსიმა კენტავრი საკმარისად განსხვავებულია ჩვენი მზისგან იმისათვის, რათა ვიფიქროთ, რომ პროქსიმა b-ზე პირობები არც ისე მკაცრია. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მეცნიერები ბოლო დრომდე არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ეგზოპლანეტის პირობები თხევადი წყლის არსებობისათვის შესაფერისი იყო. „პროქსიმა კენტავრი წითელი ჯუჯაა, რომელსაც მზის ნათების მხოლოდ 0,1% და მასის მხოლოდ 12% აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „საცხოვრებელი ზონა“ მასთან 25-ჯერ ახლოს მდებარეობს, ვიდრე მზის შემთხვევაში“, — უთხრა Space.com-ს ასტრონომმა ჯეს ემსპაკმა. პლანეტები, რომლებიც ვარსკვლავის გარშემო შედარებით ახლოს მოძრაობენ, გრავიტაციული ჩაკეტილობით ხასიათდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ვარსკვლავისკენ მუდმივად ერთი მხარით არიან მიმართული. როგორც ემსპაკი განმარტავს, ბოლო წლებში მეცნიერები უკვე თანხმდებიან, რომ გრავიტაციული ჩაკეტილობის პლანეტები შესაძლებელია სიცოცხლისთვის ვარგისი იყოს, თუმცა სავარაუდოდ, პროქსიმა b შესაძლოა იმდენად ცხელი იყოს, რომ თხევადი წყლის შენარჩუნება არ შეეძლოს. ამ შესაძლებლობის გამოსაძიებლად, ფრანგულმა ჯგუფმა პლანეტის იმ შემადგენლობის სიმულაცია შექმნა, როგორიც ის მისივე ხილული ზომის გათვალისწინებით უნდა იყოს. შედეგად დადგინდა, რომ პლანეტის რადიუსი დედამიწისაზე 0,94-1,4-ჯერ მეტი უნდა იყოს. ამ მონაცემების გათვალისწინებით, პლანეტის რადიუსი დაახლოებით 5900 კმ გამოდის და ჯგუფის სიმულაციის ამ სცენარის მიხედვით, პლანეტა უნდა იყოს ძალიან მჭიდრო და შეიცავდეს მეტალის ბირთვს, რომელიც მისი მთლიანი მასის ორ-მესამედს უნდა შეადგენდეს. ბირთვს გარს უნდა აკრავდეს კლოდვანი მანტია.
„თუკი მის ზედაპირზე წყალია, ის პლანეტის მთლიანი მასის 0.05%-ზე მეტს არ უნდა შეადგენდეს, დაახლოებით დედამიწის მსგავსად, სადაც წყალი მასის 0,02%-ს შეადგენს“, — განუცხადა ჯგუფმა სააგენტო AFP-ს. თუკი მხედველობაში მივიღებთ სიმულაციებით მიღებული მონაცემების მაქსიმალურ ლიმიტებს, პლანეტის შესაძლებელი რადიუსის 8 920 კმ უნდა იყოს, მასა კი 50-50-ზე გადანაწილებული კლდოვან მანტიასა და გარსშემორტყმულ წყალს შორის. „ამ შემთხვევაში, პროქსიმა b დაფარული უნდა იყოს ერთიანი, თხევადი ოკეანით, რომლის სიღრმეც 200 კილომეტრია“, — უთხრეს ჯგუფის მკვლევრებმა AFP-ს. ყველანაირი სიმულაციის მიხედვით, პლანეტას გააჩნია თხელი, გაზური ატმოსფერო — გადამწყვეტი რამ სიცოცხლის არსებობისათვის. ასევე, მიუხედავად ვარსკვლავთან ახლოს მდებარეობისა, ტემპერატურა არ უნდა იყოს იმაზე მაღალი, რაც მის ზედაპირზე თხვეადი წყლის შენარჩუნებას შეუშლიდა ხელს. „იმის საწინააღმდეგოდ, რასაც ზოგიერთი ვარაუდობს, ასეთი სიახლოვე აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ პროქსიმა b-ს ზედაპირი ისეთი ცხელია, რომ წყალმა თხევად ფორმაში იქ ვერ იარსებოს“, — აღნიშნავს ჯგუფი განცხადებაში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია და დანამდვილებით არაფერი გვეცოდნიება მანამ, სანამ პროქსიმა b-ს სიახლოვეს არ გავგზავნით სპეციალურ ზონდს. საბედნიეროდ, რუს მილიარდერ იური მილნერს უკვე აქვს სპეციალური მისიის გეგმა სახელად Breakthrough Starshot, რომელიც უახლოეს 20 წელში პროქსიმა b-ს სიახლოვეს ლაზერით მოძრავი „ნანოხომალდის“ გაგზავნას გულისხმობს. გარდა ამისა, 2018 წელს იგეგმება NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება, რომელიც ვარსკვლავური სისტემის შუქზე დაკვირვებით, გარკვეულ ცნობებს მოგვაწვდის პროქსიმა b-ს შესახებ. ფრანგ მკვლევართა ჯგუფის ნაშრომი ოფიციალურად გამოქვეყნდება The Astrophysical Journal Letters-ის შემდეგ ნომერში, მანამდე კი მისი ხილვა ვებსაიტ arXiv.org-ზეა შესაძლებელი. მომზადებულია phys.org-ის, Space.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
ობსერვატორია ALMA-მ ვარსკვლავ
წაკითხვა
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს
ერთი წლის წინ ყველამ შევიტყვეთ, რომ მზის
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
|