საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183794.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2451

მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-14 20:54:00

ერთი წლის წინ ყველამ შევიტყვეთ, რომ მზის სისტემის უახლოეს მეზობელ ვარსკვლავურ სისტემაში დედამიწის მსგავსი, შესაძლოა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტა მოძრაობს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ ეს სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოსაც მალავდეს. 

სამი ვარსკვლავისგან შემდგარი ალფა კენტავრი მზის სისტემისგან 4,37 სინათლის წლითაა დაშორებული და ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე ობიექტია მთელ გალაქტიკაში. თუმცა როგორც ჩანს, სამიდან ერთ-ერთი ვარსკვლავი ვარსკვლავთშორისი მასშტაბის ქურდობის მსხვერპლია. 

ახალი კვლევის მიხედვით, პროქსიმა კენტავრი — საყოველთაოდ ცნობილი ეგზოპლანეტა პროქსიმა b-ის დედავარსკვლავი, არ წარმოქმნილა მის კომპანიონ ვარსკვლავებთან ალფა კენტავრი A-სთან და ალფა კენტავრი B-სთან ერთად. შეგახსენებთ, რომ მეცნიერთა აზრით, ეგზოპლანეტა პროქსიმა b შესაძლოა სიცოცხლისათვის ვარგისი უახლოესი პლანეტა იყოს

მიუხედავად იმისა, რომ პროქსიმა b-ს სიცოცხლისუნარიანობა ცხარე კამათის საგანია ასტრონომებსა და ასტროფიზიკოსებს შორის, უფრო საყურადღებო ისაა, რომ ეს ეგზოპლანეტა მზის სისტემასთან ყოველთვის ასე ახლოს არ ყოფილა. 

როგორც ჰერდფორტშირის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალი გათვლები გვთავაზობს, ალფა კენტავრი ერთ დროს შეიძლება მხოლოდ ორი ვარსკვლავისგან შედგებოდა — ალფა კენტავრი A-სა და ალფა კენტავრი B-სგან, რომლებმაც პროქსიმა კენტავრი თავიანთ გრავიტაციით ჩაიჭირეს.  

ჯგუფმა მოახდინა ამ ვარსკვლავთა ორბიტების 10-მილიარდ წლიან მონაკვეთის სიმულაცია; აღმოჩნდა, რომ პროქსიმა კენტავრის ორბიტა ალფა კენტავრი A-სა და ალფა კენტავრი B-ს ორბიტებს მხოლოდ 74% შემთხვევაში ეკვროდა. 

„თუკი ეს სამი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო უკვე რამდენიმე მილიარდი წელია ბრუნავს, ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ეს ნამდვილად ბედნიერ ოჯახია“, — უთხრა New Scientist-ს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკური ცენტრის ასტროფიზიკოსმა სკოტ კენიონმა. 

სხვა გარემოებებში, ვარსკვლავების ორბიტის სიმულაციში, პროქსიმა b კომპანიონებს გამოეყო: არასტაბილურობა, რომელიც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ საკმაოდ უჩვეულოა იმ შემთხვევისთვის, თუკი ეს ვარსკვლავი ამ სისტემაშია დაბადებული. 

ზოგიერთ სიმულაციაში, ეს არასტაბილურობა უფრო თვალშისაცემი გახდა. 

„თუკი სისტემა ამჟამინდელი ადგილიდან ირმის ნახტომის გარე მისადგომებისკენ გადაადგილდება, სიმულაციების მიხედვით, ორბიტები 50%-ით უფრო არასტაბილური უნდა გახდეს“, — წერენ მკვლევრები.  

ჯგუფის აზრით, არსებობს 25%-იანი შანსი იმისა, რომ პროქსიმა კენტავრი და მისი პლანეტა პროქსიმა b — გალაქტიკური ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში,  ალფა კენტავრი A-სა და ალფა კენტავრი B-ს გრავიტაციულმა ძალებმა ჩაიჭირეს. 

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთ-ერთი სცენარია იმ ოთხიდან, რომლებსაც სიმულაციები გვთავაზობს, მაგრამ თუკი ასეთი ჩაჭერა მართლაც მოხდა პროქსიმა კენტავრის შორეულ წარსულში, ჯგუფის აზრით, უფრო იზრდება სიცოცხლის პოვნის პოტენციალი პროქსიმა b-ზე. 

ეს კი იმიტომ, რომ როგორც მტკიცებულებები მიუთითებს, თავის ამჟამინდელ გარემოში, პროქსიმა b შეიძლება სულაც არაა სიცოცხლისათვის ხელსაყრელი; მაგრამ მკვლევართა აზრით, თუკი პროქსიმა კენტავრის გაერთიანება ალფა კენტავრი A-სა და ალფა კენტავრი B-სთან უფრო ბოლოდროინდელი ფენომენია, მასზე სიცოცხლის არსებობის შანსი კიდევ უფრო იზრდება. 

„აღმოჩენებისა და განვითარებისთვის სიცოცხლეს დრო სჭირდება“, — უთხრა New Scientist-ს ერთ-ერთმა მკვლევარმა, ფაბიო ფენგმა.  

„ეს სცენარი კი მას უფრო მეტ დროს აძლევს“. 

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია New Scientist-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
ობსერვატორია ALMA-მ ვარსკვლავ
წაკითხვა
პროქსიმა b-ზე არამიწიერი სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია - ახალი კვლევა
პროქსიმა b-ზე არამიწიერი სიცოცხლის არსებობა შესაძლებელია - ახალი კვლევა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პროქსიმა b — მ
წაკითხვა
NASA-ს განცხადებით, პროქსიმა b-ზე ვერანაირი სიცოცხლე ვერ გადარჩება
NASA-ს განცხადებით, პროქსიმა b-ზე ვერანაირი სიცოცხლე ვერ გადარჩება
NASA-მ შეიმუშავა ახალი მოდელი, რომლის მიზანიცაა განსაზღვროს, არის თუ არა სიცოცხლისათვის ვარგი
წაკითხვა
პროქსიმა b-ზე სიცოცხლე შესაძლებელია თუ პლანეტას ატმოსფერო ან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს - სიმულაციის შედეგები
პროქსიმა b-ზე სიცოცხლე შესაძლებელია თუ პლანეტას ატმოსფერო ან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს - სიმულაციის შედეგები
ბლუ-მარბლის კოსმოსური მეცნიერების ინსტიტუ
წაკითხვა
მზის სისტემიდან უახლოესი ეგზოპლანეტა პროქსიმა b შესაძლოა ოკეანეებით იყოს დაფარული
მზის სისტემიდან უახლოესი ეგზოპლანეტა პროქსიმა b შესაძლოა ოკეანეებით იყოს დაფარული
ალბათ გახსოვთ, აგვისტოში, ასტრონომები იუწ
წაკითხვა
რუსი მილიარდერი ახლად აღმოჩენილ პლანეტა პროქსიმა b-ზე ხომალდის გაგზავნას გეგმავს
რუსი მილიარდერი ახლად აღმოჩენილ პლანეტა პროქსიმა b-ზე ხომალდის გაგზავნას გეგმავს
აპრილში, რუსმა მილიარდერმა იური მილნერმა
წაკითხვა
პლანეტა 4 სინათლის წლის მანძილზე, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს - ახალი აღმოჩენა
პლანეტა 4 სინათლის წლის მანძილზე, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლე იყოს - ახალი აღმოჩენა
აღმოჩენილია მყარი ზედაპირის მქონე პლანეტა
წაკითხვა