საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/144327.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2351

პროქსიმა b-ზე სიცოცხლე შესაძლებელია თუ პლანეტას ატმოსფერო ან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს - სიმულაციის შედეგები

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-13 19:54:00

ბლუ-მარბლის კოსმოსური მეცნიერების ინსტიტუტის ასტრობიოლოგმა, დიმიტრა ატრიმ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც აღწერს მის კვლევას პლანეტა პროქსიმა b-ს ირგვლივ ჩატარებული სიმულაციების შესახებ. ეს ეგზოპლანეტა, რომელზეც შესაძლოა სიცოცხლეც იყოს, მზესთან უახლოესი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის გარშემო ბრუნავს. 

აგვისტოში, მეცნიერთა ჯგუფმა შენიშნა,  რომ პროქსიმა კენტავრის გარშემო პლანეტა ბრუნავდა. ეს ვარსკვლავი ჩვენგან 4,2 სინათლის წლით დაშორებული წითელი ჯუჯაა. მისი პლანეტა სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს, რამაც განსაკუთრებით ააღელვა ასტრონომიული საზოგადოება, ვინაიდან გაჩნდა იმის შანსი, რომ შესაძლოა სადმე არამიწიერი სიცოცხლე არსებობდეს. როგორც ატრი იუწყება, აღმოჩენის შემდეგ, მან სიმულაციების ჩატარება დაიწყო, რათა გაეზომა ვარსკვლავური ქარების საფრთხეები პლანეტისთვის, უფრო ზუსტად, იძლევა თუ არა ისინი პლანეტაზე სიცოცხლის განვითარების შესაძლებლობას. 

პროქსიმა b სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ერთ-ერთ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევა. მეცნიერთა შეფასებით, მას გააჩნია კლდოვანი ზედაპირი, ახლოსაა დედამიწის ზომებთან და საკმაოდ ახლოს ბრუნავს თავის ვარსკვლავის გარშემო, რათა შესაბამისი სითბო მიიღოს. მეორე მხრივ, პლანეტა შესაძლოა გამანადგურებელი პერიოდული მოვლენების წინაშე იდგეს, რაც გამოწვეული უნდა იყოს ვარსკვლავური ქარების მიერ მის ზედაპირზე გატყორცნილი რადიაციით. მსგავსი ვარსკვლავური ქარები ბევრად საშიშია პროქსიმა b-ს მსგავსი პლანეტებისთვის, რადგან იგი ბევრად უფრო ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, ვიდრე დედამიწა მზესთან — იმაზე უფრო ახლოსაც კი, ვიდრე მერკური მზესთან. თუმცა ასეთი სიახლოვის გამო, პლანეტა არ იწვება, რადგან მისი ვარსკვლავი ბევრად უფრო ცივია, ვიდრე მზე.

იმის გასარკვევად, არის თუ არა პროქსიმა b სიცოცხლისათვის ხელსაყრელი, ატრიმ მხედველობაში მიიღო სამი მთავარი ფაქტორი — ვარსკვლავური ქარების ტიპი და ზომა, პლანეტის ატმოსფეროს სისქის ცვალებადობა და მისი მაგნიტური ველის სიძლიერე. მკვლევრის შეფასებით, თუ პროქსიმა b-ს დედამიწის მსგავსი ატმოსფერო აქვს, მის ზედაპირზე სიცოცხლე მშვენივრად გადაურჩება ვარსკვლავიდან წამოსულ ქარებს. საპირისპიროდ, თუკი პლანეტას ატმოსფერო არ აქვს ან გააჩნია სუსტი მაგნიტური ველი, მასზე არსებულ ნებისმიერი სახის სიცოცხლეს ძალიან ადვილად მოსპობდა ძლიერი ვარსკვლავური ქარები. 

მომზადებულია  Phys.org-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
მზესთან უახლოესი ვარსკვლავის გარშემო ცივი მტვრის დისკო აღმოაჩინეს
ობსერვატორია ALMA-მ ვარსკვლავ
წაკითხვა
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს
მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავური სისტემა ბნელ, დიდი ხნის საიდუმლოს მალავს
ერთი წლის წინ ყველამ შევიტყვეთ, რომ მზის
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა