საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/139435.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1527

„საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა, არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეგეძლოს“ - ჯეიმს აპატურაი არჩევნებზე

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2016-10-25 16:18:00

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა, არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეგეძლოს. ამის შესახებ აპატურაიმ „მოამბის“ კორესპონდენტთან ქეთევან ქარდავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა. 

აპატურაი აცხადებს, რომ კარგად ორგანიზებული არჩევნები ტრადიციად იქცა საქართველოში.

„საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა არჩევნები და განაცხადა, რომ კარგად ორგანიზებულად ჩატარდა. მიხარია, რომ  ტრადიციად იქცა საქართველოში. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია. იყო ინციდენტები, მნიშვნელოვანია მათი გამოძიება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და პატივისცემით. 

საქართველოს და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი მთავრობა ეყოლება ქვეყანას. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით მუშაობის დაწყებას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან. მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს“, - განაცხადა აპატურაიმ.

მანვე საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით შესაძლო წარმოდგენასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ, „ქართულმა ოცნება“ საკმაოდ ძლიერად იყოს პარლამენტში წარმოდგენილი. 

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატია გულისხმობს გარემოს ოპოზიციისთვისაც, პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის გამართვას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 

კარგად ვიცი, რომ ქართველებს უყვართ პოლიტიკა, მაგრამ ვიცით და იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა შედგება და პროცესი იქნება დაბალანსებული. 

საქართველოს აქვს კანონმდებლობა, საპარლამენტო სისტემა. ამ სივრცეში არის ადგილი ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც. 

კითხვა ჩნდება, როგორ სრულდება ეს კანონები, როგორ მიდის დიალოგი, პატივისცემა არამარტო პროცედურებს არამედ, ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გამოსახვასაც გულისხმობს. მთავრობა და ოპოზიცია ვერ შეთანხმდება ყოველთვის ყველაფერზე, ეს მათი საქმე არაა, მაგრამ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა მნიშვნელოვანი ელემენტია, საუკეთესო ტრადიციაა და გვინდა ეს საქართველოში ვიხილოთ. დიახ, საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა, არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეგეძლოს. არიან ნატოს წევრი ქვეყნებიც, რომლებიც ახალგაზრდა დემოკრატიებად მივიჩნევთ და მათ აქვთ საარჩევნო პროცესში უმაღლესი სტანდარტები. კარგად გვესმის საქართველოს კონტექსტი, გვესმის რეგიონული კონტექსტიც, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო გამოკვეთილი მაგალითია დემოკრატიული პროგრესის, დემოკრატიის მაღალი სტანდარტების და ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამის გაკეთება მარტივი არაა. საქართველოს პროგრესს ვაღიარებთ. ნატოს წევრი სახელმწიფოები ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში დემოკრატიის პროგრესს. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ასპირანტი სახელმწიფოა“, - აღნიშნა აპატურაიმ. 

მისივე თქმით, ნატოს ყველა წევრი აღნიშნავს, რომ ჩატარებული არჩევნები საერთო ჯამში იყო საქართველოს წარმატება.

„ვინც ყურადღებით კითხულობს ნატოს კომუნიკეებს, ის დააკვირდება შემდეგს, არჩევნებამდე ნატო ყოველთვის ამბობს, რომ დააკვირდება არჩევნებს, საარჩევნო პროცესის შემდეგ კი ვაცხადებთ, რომ ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯია, ვხედავთ მეტ პროგრესს და ეს არაჩვეულებრივია. ქართველებიც ვერ იტყვიან, რომ საარჩევნო პროცესმა საერთოდ პრობლემების გარეშე ჩაიარა. ევროკავშირმაც და შეერთებული შტატების მიერ გავრცელებულ განცხადებებშიც იყო ეს ნახსენები. მაგრამ მთავარია, რომ ამ მცირე ინციდენტებმა საერთო პროგრესზე და საქართველოს წარმატებაზე გავლენა ვერ მოახდინა. ამიტომ ნატოს ყველა წევრი აღნიშნავს, რომ ჩატარებული არჩევნები საერთო ჯამში იყო საქართველოს წარმატება.

ნატოს წევრი ქვეყნები მხოლოდ დადებით და პოზიტიურ კონტექსტში გამოიყენებენ  შეფასებას - ახალგაზრდა დემოკრატია“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.


ინტერვიუს სრული ვიდეოვერსია იხილეთ ბმულზე: ნატო-ს მინისტერიალი - "მოამბის" ექსკლუზიური ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩემპიონობის შანსი დაკარგა
წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ქალ მოჭა
წაკითხვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთი 4:0 დაამარცხა და ისევ მეორე ადგილზეა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორიგ სათამაშო დღეს შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ბერძნულ კრეტაზე მიმდინარე პირველო
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხი - ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟონი საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს ეწვია
ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდ
წაკითხვა
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველო-რუმინეთის კომისიის სხდომაზე
წაკითხვა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველომ უშუალო კონკურენტი უკრაინა დაამარცხა და რუსეთს ერთ ქულამდე მიუახლოვდა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა ევროპის გუნდური ჩემპიონატის მორი
წაკითხვა
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ნატოს საზღვაო საბრძოლო ხომალდები საქართველოში
ბათუმის ნავსადგუში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ფლოტის ოთხი გემი შემოვიდა. მათ შორისაა მუდმივმ
წაკითხვა