საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/140527.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3491

მსოფლიოს უდიდესი კოსმოსური ტელესკოპის მშენებლობა დასრულდა - ჯეიმს ვები 2018 წელს გაეშვება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-03 22:59:00

20-წლიანი მშენებლობის შემდეგ, ჯეიმს ვების კოსმსოური ტელესკოპი დასრულდა; ამჯერად, მისი ყოველმხრივი ტესტირება იწყება, რის შემდეგაც, უახლოესი ორი წლის განმავლობაში, ყველა დროის უდიდესი კოსმოსური ტელესკოპი კოსმოსში გაეშვება. ამის შესახებ გუშინ NASA-მ განაცხადა. 

NASA-ს ადმინისტრატორმა ჩარლს ბოლდენმა სპეციალური პრესკონფერენცია ტელესკოპის იმ 18 უდიდესი სარკის ფონზე გამართა, რომლებიც ინფრაწითელ შუქს შეაგროვებენ; ეს სარკეები ჩოგბურთის მოდენის ზომის მზის ფარზეა აღმართული.  ჯეიმს ვების ტელესკოპი სახელგანთქმული ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრე უნდა გახდეს. 

„დღეს ჩვენი ტელესკოპის დასრულების ფაქტს აღვნიშნავთ; თითქმის უკვე დავამტკიცეთ, რომ ის მუშაობს. განვვლეთ ინოვაციებისა და მძიმე მუშაობის ორი ათწლეული, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ჩვენ ასტრონომიაში სრულიად ახალ ტერიტორიას ვხსნით“, — განაცხადა ასტროფიზიკოსმა და პროეტქის უფროსმა მეცნიერმა ჯონ მათერმა.

მათერის განცხადებით, ეს ტელესკოპი ჰაბლზე ბევრად ძლევამოსილი იქნება ორი ძირითადი მიზეზის გამო. პირველი — მას კოსმოსში მყოფ სხვა ტელესკოპებზე ბევრად დიდი სარკე ექნება და „ამ ოქროსფერ ტელესკოპს ჰაბლზე შვიდჯერ მეტი ტერიტორიის კონტროლი შეეძლება“, — ამბობს მათერი; და მეორე — იგი შეაგროვებს ინფრაწითელ გამოსხივებას, რომლის მიმართაც ჰაბლი არც თუ ისე მგრძნობიარეა. 

ჩვენი პლანეტის ატმოსფერო ინფრაწითელში ვარვარებს, შესაბამისად, ასეთი გაზომვები დედამიწის ზედაპირიდან შეუძლებელია.  ჰაბლი საკუთარ სითბოს გამოყოფს, რაც ინფრაწითელ მონაცემებს ახშობს. ჯეიმს ვები აბსოლუტური ნული ტემპერატურის სიახლოვეს იმუშავებს და კოსმოსში განთავსდება ზუსტად იმ ადგილას, რომელიც მზის პერსპექტივიდან დედამიწის უკან მდებარეობს. ამ გზით, დედამიწა ტელესკოპს მზის ინფრაწითელი გამოსხივებისგან დაიცავს, მზის ფარი კი სიცხისგან. 


„სამყაროს პირველი გალაქტიკების გამოსავლენად და ახლად წარმოქმნილ პლანეტურ სისტემებზე დაკვირვებისათვის, ტელესკოპის ინფრაწითელი ხედვა გაარღვევს ბნელ კოსმოსურ მტვერს. ამავე დროს, იგი საკმარისად მგრძნობიარე იქნება იმისათვის, რათა გააანალიზოს იმ ეგზოპლანეტათა ატმოსფერო, რომლებიც თავიანთი დედა-ვარსკვლავის წინ ჩაივლიან და მოძებნოს სიცოცხლის ნიშნებიც კი“, — ამბობს მათერი.

მისივე თქმით, ტელესკოპის სარკეები იმდენად გლუვია, რომ შედარებისათვის, თუკი ის აშშ-ის ზომის იქნებოდა, უსწორმასწორო მთები და ხეობები მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის სიმაღლის იქნებოდნენ.

ტელესკოპის გაშვება თავდაპირველად 2014 წელს იყო დაგეგმილი და მისი ღირებულება   5$ მილიარდს შეადგენდა, თუმცა რამდენიმე წარუმატებლობამ და ბიუჯეტის შემცირებამ მისი გაშვება არათუ გადადო, ლამის მთელი პროექტიც გააუქმა. ღირებულება ამჟამად 8,7$ მილიარდს აღწევს. პროექტს NASA უძღვება, თუმცა ეხმარებიან საერთაშოსისო პარტნიორებიც, მათ შორის ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოები.

ამჟამად მიმდინარე ტესტირებების შედეგად უნდა დადგინდეს, რომ ის გაშვების დროს რაკეტის რყევებსა და ხმაურს გაუძლებს. ამის შემდეგ, ტელესკოპს ტეხასში გადაიტანენ, სადაც გამოცდიან მის ფოკუსს, შემდეგ კი საბოლოო დეტალებისთვის კალიფორნიაში წაიღებენ. ტესტირებებზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება, რადგან არ მოხდეს ის, რაც ჰაბლისგან შემთხვევაში, რომელიც ასტრონომებმა უკვე ორბიტაზე მყოფი შეაკეთეს და დააფოკუსეს.

„ჰაბლის მწარე გამოცდილებამ გვასწავლა, რომ თუ რაღაცაზე მართლა ზრუნავ, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა შეამოწმო წინასწარ. თუკი მეორედ იგივე პასუხს არ იღებ, უნდა გაარკვიო, რატომ“, — ამბობს მათერი.  


ბოლდენის განცხადებით, ასტრონომები დაკვირვებებისთვის ტელესკოპს მინიმუმ 5 წლის მანძილზე გამოიყენებენ, თუმცა თან ატანენ 10 წლის სამყოფ საწვავს და გამართლების შემთხვევაში, ექსპლოატაციის ვადა გაგრძელდება. 

მთლიანი ტელესკოპი, თავის სარეკების კომპლექსთან ერთად, ძალიან დიდია, რათა გაშლილი გაეშვას. ამიტომ, მას დაკეცილს გაუშვებენ და მსვლელობისას, ის თანდათან, ფრთხილად გაიშლება ორკვირიანი შუალედებით. ამის შემდეგ, ასევე ფრთხილად გაიშლება მზის ფარიც და ტელესკოპს გაციებისთვის დრო მიეცემა. ბოლოს კი მოხდება მისი დაფოკუსება.

გაშვებიდან ექვსი თვის შემდეგ, ტელესკოპი სამეცნიერო საქმიანობის დასაწყებად მზად იქნება.

მათერი იხსენებს 2012 წელს, წითელ პლანეტაზე მავალ Curiosity-ს დაშვების „ტერორის 7 წუთს“ — მეტად რთული მანევრის ხანგრძლივობას, რომლის დროსაც მარსმავალმა ზედაპირზე დაშვების სიჩქარის შესანელებლად სპეციალური რაკეტები აამოქმედა. 

„ამჯერად კი ჩვენ ტერორის ექვსი თვის მომსწრენი ვიქნებით“, — ამბობს NASA-ს ასტროფიზიკოსი და პროეტქის უფროსი მეცნიერი ჯონ მათერი.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
ბებერი ვარსკვლავი, რომელსაც გარს აკრავს კვამლიანი ბუშტი - ტელესკოპ ALMA-ს უნიკალური ფოტოები
ბებერი ვარსკვლავი, რომელსაც გარს აკრავს კვამლიანი ბუშტი - ტელესკოპ ALMA-ს უნიკალური ფოტოები
ტელესკოპ ALMA-ს გამოყენებით, ეგზოტიკურ წი
წაკითხვა
ქარიშხალმა „მარიამ“ სახელგანთქმული არესიბოს ტელესკოპი დააზიანა
ქარიშხალმა „მარიამ“ სახელგანთქმული არესიბოს ტელესკოპი დააზიანა
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს გამანადგურ
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
ჯეიმს ვების ტელესკოპი მზის სისტემის „ოკეანურ სამყაროებს“ შეისწავლის
NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი თა
წაკითხვა
მზის გარდა, ასტრონომებმა უპრეცედენტო დეტალებში სხვა ვარსკვლავიც გადაიღეს - პირველად ისტორიაში
მზის გარდა, ასტრონომებმა უპრეცედენტო დეტალებში სხვა ვარსკვლავიც გადაიღეს - პირველად ისტორიაში
ასტრონომებმა პირველად შესძლეს უპრეცედენტო
წაკითხვა