საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/180298.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2301

თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-22 18:17:00

25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნიერები ეწვევიან. თბილისში საჯარო ლექციებს გამართავენ „ვოიაჯერის“ პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ კასანი და მარსის პროგრამის მთავარი ინჟინერი რობ მენინგი. 

მეცნიერები საქართველოს „ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში ესტუმრებიან, რომელიც  NASA-ს ორი კოსმოსური ხომალდის, ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში ტარდება. კვირეულის ორგანიზატორები არიან აშშ-ის საელჩო საქართველოში და მეცნიერების და განათლების პოპულარიზაციის ფონდი „ნოვა“. 

ხომალდი ვოიაჯერ 1 1977 წლის 5 სექტემბერს გაუშვეს კოსმოსში; 2012 წელს, მან მზის სისტემა დატოვა და ამჟამად ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაპობს. ვოიაჯერ 1 კაცობრიობის ერთადერთი ქმნილებაა, რომელმაც მშობლიური მზის სისტემა დატოვა.  

ვოიაჯერ 2 1977 წლის 20 აგვისტოს გაუშვეს და სულ მალე, მზის სისტემას ისიც დატოვებს.  

ვოიაჯერებმა მეცნიერებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს. მათმა ისტორიამ გავლენა იქონია მეცნიერთა და ინჟინერთა არა მხოლოდ ამჟამინდელ თაობაზე, არამედ დედამიწის კულტურაზე, მათ შორის ფილმებზე, მხატვრობასა და მუსიკაზე. თითოეულ ხომალდს „კოსმოსურ ოკეანეში“ თან მიაქვს ოქროს ფირფიტა, რომლებზეც ჩაწერილია დედამიწისეული ხმები, ღირსშესანიშნავი ადგილები და სიმღერები ჩვენი პლანეტიდან, მათ შორისაა ქართული სიმღერა „ჩაკრულო“, იმ იმედით, რომ იქნებ ერთ მშვენიერ დღესაც, მათ რომელიმე სხვა, კოსმოსში მოხეტიალე არამიწიერი ცივილიზაცია გადაეყაროს და გაშირფროს.  

იქიდან გამომდინარე, რომ ვოიაჯერებმა შეიძლება მილიარდობით წელიწადს გასძლონ, ეს დროის კაფსულები შესაძლოა ერთ დღესაც ადამიანთა ცივილიზაციის ერთადერთ ნაკვალევად იქცეს ჩვენს გალაქტიკაში.   

ვოიაჯერ 1 დედამიწიდან ამჟამად თითქმის 21 მილიარდი კილომეტრითაა დაშორებული და მშობლიურ დედამიწაზე დღემდე აგზავნის მონაცემებს. ვოიაჯერ 2-ს კი სამშობლოსთან თითქმის 18 მილიარდი კილომეტრი აშორებს. 

იმის გამო, რომ ხომალდებს ბირთვული საწვავი ეწურებათ, ჯგუფის ვარაუდით, ვოიაჯერთა უკანასკნელი სამეცნიერო ინსტრუმენტის გათიშვა მათ 2030 წლისთვის მოუწევთ

26 სექტემბერს, თბილისში, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება ვოიაჯერების მისიის ხელმძღვანელის, ჯონ კასანის საჯარო ლექცია, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ამის შემდეგ შედგება ახალი დოკუმენტური ფილმის, „The Farthest” კინოჩვენება (ინგლისურ ენაზე ქართული სუბტიტრებით. დასწრება უფასოა მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის). ჩვენებას ასევე დაესწრება ფილმის რეჟისორი ემერ რეინოლდი. ფილმი ნომინირებულია „ემიზე“. 

28 სექტემბერს, 16 საათზე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, გაიმართება NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია, დასწრება თავისუფალია. 

რობ მენინგი NASA-ს მავალ Curiosity-ს მთავარი ინჟინერია. 2012 წლის 5 აგვისტოს, Curiosity წარმატებით დაჯდა წითელ პლანეტაზე და დღემდე აქტიურად აგრძელებს მის კვლევას.  

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
40 წელი კოსმოსში - დღეს ვოიაჯერების ვარსკვლავთშორისი მისიის იუბილეა
40 წელი კოსმოსში - დღეს ვოიაჯერების ვარსკვლავთშორისი მისიის იუბილეა
„კოსმოსურ ოკეანეში ამ ბოთლის გაშვება ჩვენ
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
9 წლის ამერიკელმა ბიჭმა NASA-სგან წერილი მიიღო
ნიუ ჯერსიში მცხოვრებმა 9 წლის ბიჭმა NASA-
წაკითხვა
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
40 წელი ვარსკვლავებისკენ მიმავალ გზაზე - NASA-ს ვოიაჯერების შეუპოვარი სვლა ვარსკვლავთშორის სივრცეში
კაცობრიობის ყველაზე შორეულ და ასაკოვან კო
წაკითხვა
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას
NASA-ში ვაკანსიაა. თითქოს ამაში უცნაური ა
წაკითხვა
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა [ვიდეო]
28 ივლისს, მზიდან პლაზმის მოზრდილი ფენა ამოიფრქვა. მატერიის გარკვეულმა ნაწილმა კოსმოსში გაქცე
წაკითხვა