საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172936.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

5283

ვაკანსია NASA-ში - პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი, რომელმაც არამიწიერი სიცოცხლისგან უნდა დაგვიცვას

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-08-04 18:45:00

NASA-ში ვაკანსიაა. თითქოს ამაში უცნაური არაფერია, მაგრამ შესაძლოა ამ პოზიციის დასახელება ეს ერთ-ერთი ყველაზე დიადი იყოს, რაც კი ოდესმე მოუფიქრებიათ: პლანეტარული თავდაცვის ოფიცერი.  

წლიური ხელფასი საშუალოდ 124 000$ — 187 000$ იქნება. პოზიციაზე ხუთი წლით დაგნიშნავენ, მუშაობა მოგიწევთ ნამდვილად ჭკვიან ხალხთან და არ დაგევალებათ თითქმის არაფრის მართვა. 

თქვენი სამუშაო სავარაუდოდ იქნება დედამიწაზე უცხოპლანეტელთა შემოჭრის თავიდან აცილება ან რაც უფრო მნიშვნელოვანია, სხვა პლანეტების დაცვა ჩვენგან. 

პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გამოხატა მზარდი ენთუზიაზმი ამერიკის კოსმოსური პროგრამისადმი, გასულ წელს ხელი მოაწერა ეროვნული კომსოსური საბჭოს აღდგენის დოკუმენტს, რომელიც 1990-იანი წლებიდან აღარ არსებობდა; გარდა ამისა, სიხარულით განიხილავს ადამიანების მარსზე გაგზავნის პრესპექტივას

როგორც The Washington Post-ი იუწყება, მის მიერ NASA-სთვის შეთავაზებული ბიუჯეტი მთლიანობაში ოდნავ შემცირებულია, მაგრამ მისი სურვილია, დანახარჯები წირითადად წარიმართოს ღრმა კოსმოსურ კვლევებზე, ვიდრე დედამიწაცენტრულზე.  

საინტერესოა, როგორ მოვა თანხვედრაში პლანეტარული დაცვის ერთკაციანი ოფისი NASA-ს ბევრად უფრო ფართო მიზნებთან? 

NASA-ს მეცნიერი კატრინ კონლი, რომელიც ამ პოზიციაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა, გულწრფელად საუბრობს თვალსაწიერსა და პასუხისმგებლობებზე; როგორც მან 2014 წელს Scientific American-ს განუცხადა, მისი საქმიანობის ძირითადის ფოკუსია იმის გარანტირება, რომ სააგენტოს საქმიანობა თანხვედრაში მოვიდეს 50-წლის წინ დადებულ საერთაშორისო შეთანხმებასთან, რომელიც სტანდარტებს აწესებს დედამიწის მიღმა სივრცის ბიოლოგიური დაბინძურების პრევენციისა და პლანეტის ბიოსფეროს არამიწიერი სიცოცხლისაგან დაცვისათვის. 

ბოლოს, გამოცემამ კონლის ბევრი კითხვა დაუსვა მარსის შესახებ, სადაც NASA ჯერ კიდევ 1970-იანი წლებიდან ამუშავებს კვლევით ხომალდებსა და რობოტებს წყლისა და შესაძლო სიცოცხლის კვალის საძიებლად.  

NASA-ს ადრეული მისიები პროგრამა „ვიკინგის“ ფარგლებში, მკაცრად კონტროლდებოდა, რათა არ მომხდარიყო მარსის ზედაპირის დაბინძურება დედამიწისეული მიკრობებით.  

„მარსმავალები იფუთებოდა სპეციალურ ბიოფარში და თავსდებოდა ღუმელში, რათა განაგდურებულიყო ყველა ორგანიზმი. ჩვენ მას სისტემის სრულ სტერილიზაციას ვუწოდებთ. საჭიროა დავიცვათ სიცოცხლის დასაფიქსირებელი ინსტრუმენტები და თავად მარსის გარემო, რათა ისე არ მოხდეს, რომ ის დედამიწისეული სიცოცხლისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდეს“, — განმარტავს კონლი.  

ამჟამად, მარსმავალები ოპერირებენ იქ, სადაც მიჩნეულია, რომ ერთ დროს არსებობდა წყალი; ისინი იღებენ ფოტოებს, იკვლევენ გარემოს და მონაცემებს უკან, დედამიწაზე აგზავნიან. შედეგად, მეცნიერები თანდათან არკვევენ თუ როგორ წარმოიქმნა წითელი პლანეტა და დღის წესრიგში უკვე ადამიანთა იქ გაგზავნა დგება.  

„გადარჩებიან თუ არა ადამიანები მარსზე მოხვედრის შემთხვევაში?“, — იკითხა კონლიმ 2014 წელს. „თუკი ისინი იქ მოკვედბიან, დაბინძურდება თუ არა მარსის ზედაპირი?“ მისი თქმით, მოვლენათა ასე განვითარებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სამომავლო კვლევებს. 

მარსის გარემოსა და ატმოსფერული ნიმუშები შეიძლება მნიშვნელოვან პასუხებს მალავდეს არამიწიერი სიცოცხლის მხრივ. 

აღსანიშნავია, რომ გარკვეულ რისკებს შეიცავს მარსიდან აქ, ლაბორატორიებში ჩამოტანილი ნიმუშებიც. პლანეტარული დაცვის ოფიცერს ექნება ინსტრუმენტები და ხელსაწყოები, რათა მსგავსი რისკები შეამციროს.  

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო
NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედ
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა