| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/141564.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 „გირჩი“ პარლამენტს პირობას უყენებს და პირდაპირ ეთერში მარიხუანას დათესვით იმუქრება
გამოქვეყნებულია 2016-11-16 12:35:00
ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი“ საქართველოს პარლამენტს მიმართავს და მას პირობას უყენებს. ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენლებმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „გირჩის“ პირობა ასეთია - თუ ახალი პარლამენტი პირველი საშემოდგომო სესიის განმავლობაში არ განახორციელებს მარიხუანასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, 2016 წლის 31 დეკემბერს, 23 საათსა და 59 წუთზე, „გირჩის“ ოფისში, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში სხვა ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად მარიხუანას დათესავენ. „გირჩის“ მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: მოხდეს მარიხუანის და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარების ლეგალიზაცია და ქვეყანაში მოხდეს საკუთარი მოხმარების მიზნით, მარიხუანის კულტივირების და შენახვის ლეგალიზაცია. „ჩვენ (გირჩი), ვარსებობთ მხოლოდ მეტი თავისუფლების მოპოვების მიზნით. ჩვენ ყველა თემას ვუკავშირებთ ადამიანის თავისუფლებას. თავისუფლება კი იწყება საკუთარი თავის, საკუთარი სხეულის განკარგვის სრული თავისუფლებიდან. ჩვენი აზრით ეს არის ადამიანის ნებისმიერი სხვა უფლების ფუნდამენტი და მის გარეშე შეუძლებელია თავისუფალი საზოგადოების არსებობა. ჩვენ და არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი წლებია ტრადიციული მეთოდებით ვცდილობთ ამ ქვეყანაში დრაკონული ნარკოპოლიტიკის ცვლილებას. ჩვენი შეთავაზება წინა მოწვევის პარლამენტისთვის, გადაედგა თუნდაც უმნიშვნელო ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მიუღებელი აღმოჩნდა. წლების განმავლობაში ასობით ათას მოქალაქეს, მათი ოჯახის წევრებს, სახელმწიფომ გაუმწარა, დაუნგრია ცხოვრება, მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში ორი მოქალაქე გამოასალმა სიცოცხლეს. სახელმწიფო მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით, შემდეგ ექცევიან მის ტყვეობაში და ბრმად რეაგირებენ მასზე. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოება დავაფიქროთ რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის თავისუფლება - მოეპყროს თავს საკუთარი ნების შესაბამისად, რა კატასტროფული შედეგები მოაქვს სახელმწიფო ძალადობას და რა სიკეთის მოტანა შეუძლია მეტ თავისუფლებას როგორც კონკრეტულად ამ საქმეში ისე ზოგადად. ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობს შემდეგში: 1. მოხდეს მარიხუანის და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარების ლეგალიზაცია; 2. ქვეყანაში მოხდეს საკუთარი მოხმარების მიზნით, მარიხუანის კულტივირების და შენახვის ლეგალიზაცია. ახალ წლამდე მე-9 მოწვევის პარლამენტს ექნება საკმარისზე მეტი დრო იმისათვის რომ განახორციელოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. ამისთვის საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას კი ყველა საპარლამენტო პარტია წინასაარჩევნოდ პირდებოდა ამომრჩეველს. თუ ახალი პარლამენტი პირველი საშემოდგომო სესიის განმავლობაში არ განახორციელებს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, 2016 წლის 31 დეკემბერს, 23 საათსა და 59 წუთზე, ,,გირჩის“ ოფისში, საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, ჩვენ გირჩის წევრები, სხვა ნებისმიერ სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად დავთესავთ მარიხუანას. ჩვენ ზუსტად გვესმის, რომ ამ ქმედებით ვარღვევთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 12 წლამდე. ჩვენ არ ვართ გიჟები, გვყავს ოჯახები, გვაქვს უამრავი მნიშვნელოვანი საქმე და არ გვსურს ცხოვრების რამდენიმე წლის პატიმრობაში გატარება. გირჩისთვის ეს არის პოლიტიკური აქტი, თავისუფლებისთვის პოლიტიკური ბრძოლის კონკრეტული გზა. მარიხუანა ამ შემთხვევაში მხოლოდ სიმბოლური ხასიათის მატარებელია. აკრძალული რომ იყოს ალკოჰოლი - დავრგავდით ვაზს. აკრძალული რომ იყოს ნიკოტინი - დავრგავდით თამბაქოს ბუჩქს. გვესმის რომ მივდივართ რისკზე, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებული ვართ რომ ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ. თუ გავიმარჯვებთ ახლა, მაშინ გარდაუვლად გავიმარჯვებთ მეტი თავისუფლებისთვის ყველა შემდგომ ბრძოლაშიც“, - ნათქვამის პარტიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტი 2018 წლის ბიუჯეტის მიღებაზე დეკემბერში იმსჯელებს - დაუჭერს თუ არა ოპოზიცია მხარს მომავალი წლის ბიუჯეტს
2018 წლის ბიუჯეტის მისაღე
წაკითხვა
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში - მწვავე კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან და ხელისუფლების არგუმენტები
როგორ გეგმავს მთავრობა საქართველოს მომავა
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის დაფინანსების გასაზრდელად დამატებითი თანხების მოძიებაზე ვმუშაობთ
პარლამენტში გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიურ
წაკითხვა
ფინანსთა მინისტრი პარლამენტში მწვავე კითხვებს პასუხობს - რას იწუნებს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში
ოპოზიციის კრიტიკა ბიუჯეტის პროექტს. ფინან
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ფიზიკური პირების სესხებში ლარიზაცია 12 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 54% შეადგინა
ლარიზაციის რეფორმამ სხვა არანაკლებ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებთან ერთად, მინიმუმამდე უნდა შეამ
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - 2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები
2018 წლის ბიუჯეტი ქმნის მყარ საფუძველს, შესრულდეს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმები, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრე
წაკითხვა
დავით ბაქრაძე - მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ისეთი პროექტი წარუდგინა, რომელიც საზოგადოების ყველაზე გაჭირვებულ ფენას არ ეხმარება
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობამ პარლამენტს ბიუჯეტის ი
წაკითხვა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია.
წაკითხვა
|