საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/147353.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2306

ირმის ნახტომის უშორესი ვარსკვლავები შესაძლოა სხვა გალაქტიკიდან იყოს მოპარული

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-14 21:02:00

ჩვენი გალაქტიკის დღეისათვის ცნობილი 11 ყველაზე შორეული ვარსკვლავი დედამიწიდან 300 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, დიახ, ირმის ნახტომის სპირალურ მკლავს მიღმა. ჰარვარდის ასტრონომთა ახალი კვლევის მიხედვით, ამ ვარსკვლავთა ნახევარი შესაძლოა სხვა გალაქტიკიდანაა მოპარული: მშვილდოსნის ჯუჯადან. გარდა ამისა, ისინი მიეკუთვნება ვარსკვლავთა გრძელი ნაკადს, რომელიც კოსმოსში 1 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა გადაჭიმული, ჩვენს გალაქტიკაზე 10-ჯერ დიდ ფართობზე.

„აღმოჩენილი ვარსკვლავური ნაკადები მხოლოდ პატარა ნაპრალებია ვარსკვლავთა იმ გიგანტურ მდინარეებთან შედარებით, რომელთა აღმოჩენასაც ჩვენ ვწინასწარმეტყველებთ“, — ამბობს ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის წამყვანი ავტორი მარიონ დიერიკსი. 

მშვილდოსნის ჯუჯა ერთ-ერთია ირმის ნახტომის გარშემო არსებულ მრავალ თანამგზავრ მინი-გალაქტიკათაგან. სამყაროს ასაკის მატებასთან ერთად, ირმის ნახტომის გარშემო რამდენიმე მარყუჟი წარმოიქმნა. თითეუელ ასეთე ეპატზე, ირმის ნახტომის გრავიტაციულმა ძალები პარატა გალაქტიკებს იჭერდა. 

გასული 8 მილიარდი წლის განმავლობაში, მშვილდოსნის ჯუჯას მიერ განხორციელებული მოძრაობების განსაზღვრის მიზნით, დიერიკსმა და მისმა კოლეგებმა კომპიუტერულ სიმულაციებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ იცვლებოდა საწყისი სიჩქარე და ირმის ნახტომთან მოახლოების კუთხე.

„მის ორბიტაზე დიდი ეფექტი აქვს საწყის სიჩქარესა და მოახლოების კუთხეს, ზუსტად იმის მსგავსად, როგორც რაკეტის გაშვების სიჩქარე და კუთხე მოქმედებს მის ტრაექტორიაზე“, — ამბობს ჰარვარდის მკვლევარი ავი ლეობი. 

სიმულაციის დასაწყისში, მშვილდოსნის ჯუჯა გალაქტიკას 10 მილიარდი მზის მასა ჰქონდა, ანუ ირმის ნახტომის მასის დაახლოებით ერთი პროცენტი. როგორც დიერიკსის გათვლებმა აჩვენა, დროთა განმავლობაში, ბედკრულმა ჯუჯა გალაქტიკამ დაკარგა თავის ვარსკვლავების ერთი-მესამედი და ბნელი მატერიის ცხრა-მეათედი. შედეგად წარმოიქმნა ვარსკვლავთა სამი განსხვავებული ნაკადი, რომლებიც ირმის ნახტომის ცენტრიდან 1 მილიონი სინათლის წლის მანძილზე გადაიჭიმა. ისინი დაიტოტა ჩვენი გალაქტიკის ჰალოს კიდეებიდან ყველა მიმართულებით და წარმოაჩინა ცის ერთ-ერთი უდიდესი დაკვირვებადი ობიექტი.

გარდა ამისა, ჩვენი გალაქტიკის ყველაზე შორეული 11 ვარსკვლავიდან ხუთს იგივე პოზიცია და სიჩქარე აღმოაჩნდა, რაც მშვილდოსნის ჯუჯასთვის წართმეულ ვარსკვლავებს. დანარჩენ ექვს ვარსკვლავს მშვილდოსნისეული წარმომავლობა არ ემჩნევა, თუმცა შესაძლოა ისინი სხვა რომელიმე ჯუჯა გალაქტიკიდან იყოს გამოგლეჯილი.

მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
ახალი რეკორდი - ასტრონომებმა ირმის ნახტომში ყველაზე დიდი მანძილი გაზომეს, მალე ჩვენი გალაქტიკის დეტალური რუკა გვექნება
ახალი რეკორდი - ასტრონომებმა ირმის ნახტომში ყველაზე დიდი მანძილი გაზომეს, მალე ჩვენი გალაქტიკის დეტალური რუკა გვექნება
იდგე ტყეში, ხედავდე მხოლოდ რამდენიმე ხეს, მაგრამ ვერ ხედავდე მთლიან ტყეს — ერთგვარი იდიომაა,
წაკითხვა
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
თქვენ წინაშეა პანორამული ხედი, რომელიც ას
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
ირმის ნახტომი შესაძლოა „განდეგილი“, სრულიად უნიკალური გალაქტიკა იყოს
ირმის ნახტომი შესაძლოა „განდეგილი“, სრულიად უნიკალური გალაქტიკა იყოს
სამყაროს ყველაზე უკეთ შესწავლილი გალაქტიკ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა