| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/180333.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ირმის ნახტომი შესაძლოა „განდეგილი“, სრულიად უნიკალური გალაქტიკა იყოსმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-22 20:23:00
სამყაროს ყველაზე უკეთ შესწავლილი გალაქტიკა — ირმის ნახტომი — შესაძლოა არც თუ ისე „ტიპური“ იყოს, როგორც აქამდე მიგვაჩნდა, ამბობს ახალი კვლევა. ირმის ნახტომი, რომელიც ჩვენი დედამიწისა და მთლიანად მზის სისტემის სამშობლოა, ასევე მასპინძლობს რამდენიმე პატარა თანამგზავრ-გალაქტიკას. ეს ციცქნა გალაქტიკები ირმის ნახტომის გარშემო მოძრაობენ და ძალიან გვეხმარებიან თავად ირმის ნახტომის შესწავლაში. როგორც კვლევა Satellites Around Galactic Analogs (SAGA)-ის ადრეული შედეგები მიუთითებს, ირმის ნახტომის თანამგზავრები, სხვა სისტემებთან შედარებით გაცილებით უფრო წყნარები არიან სიკაშკაშისა და გარემოს თვალსაზრისით. „დობილი“ გალაქტიკების ბევრი თანამგზავრი გამოირჩევა აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესებით, თუმცა, როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ირმის ნახტომის თანამზგავრები გაცილებით ინერტულნი არიან. მკვლევართა თქმით, ეს საკმაოდ საყურადღებო ფაქტია, რადგან ბევრი მოდელი, რომელიც ჩვენ სამყაროს შესახებ ვიცით, ეყრდნობა გალაქტიკათა ქცევას ირმის ნახტომის მსგავსი პროცესების გადმოსახედიდან. „ირმის ნახტომსა და მის შემოგარენს ვიყენებთ თითქმის აბსოლუტურად ყველაფრის შესასწავლად. ყოველწლიურად ასობით კვლევა ტარდება ბნელი მატერიის, კოსმოლოგიის, ვარსკვლავებისა თუ გალაქტიკების ფორმაციის შესახებ, რომლებიც ირმის ნახტომს იყენებენ როგორც გზამკვლევს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ირმის ნახტომი „განდეგილი“ იყოს“, — აღნიშნა კვლევის ავტორმა, იელის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა მარლა გეჰამ. SAGA-ს პროგრამა ხუთი წლის წინ დაიწყო და მისი მიზანია ირმის ნახტომის 100 დობილი გალაქტიკის თანამგზავრთა შესწავლა. ჯერჯერობით, მან ჩვენი გალაქტიკის მხოლოდ რვა დობილი სისტემის შესწავლა მოახერხა, რაც მკვლევართა თქმით, ძალიან ცოტაა დამაჯერებელი დასკვნების გამოსატანად. მომდევნო ორ წელიწადში, SAGA ირმის ნახტომის კიდევ 25 დობილი სისტემის შესწავლას გეგმავს. თუმცა, კვლევის ადრეულმა შედეგებმა საზოგადოება უკვე აალაპარაკა. ბოლო კონფერენციაზე, რომელზეც გეჰამ SAGA-ს ზოგიერთი პირველადი მიღწევა წარადგინა, ერთ-ერთმა მკვლევარმა მას უთხრა: „უბრალოდ, თქვენ უკვე გაანადგურეთ ყველაფერი, რაც აქამდე ვიცოდით მცირე გალაქტიკათა წარმოქმნის შესახებ“. „ჩვენი ნაშრომი ირმის ნახტომს უფრო ფართო კონტექსტში ათავსებს. SAGA-ს პროგრამა უზრუნველგვყოფს კრიტიკულად ახალი გაგებით გალაქტიკათა ფორმაციისა და ბნელი მატერიის შესახებ“, — აღნიშნა SAGA-ს მკვლევარმა, სტენფორდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა რაისა ვეჩსლერმა. ვეჩსლერის, გეჰასა და მათი ჯგუფის განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ირმის ნახტომის დობილ გალაქტიკათა თანამგზავრების ძებნას. „მართლა ძალიან მსურს ვიცოდე, ირმის ნახტომი მართლაც უნიკალურია თუ სავსებით ნორმალური. ჩვენს ტყუპისცალთა შესწავლით, კიდევ უფრო მეტს შევიტყობთ საკუთარი თავის შესახებ“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი მარლა გეჰა. მომზადებულია phys.org-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ახალი რეკორდი - ასტრონომებმა ირმის ნახტომში ყველაზე დიდი მანძილი გაზომეს, მალე ჩვენი გალაქტიკის დეტალური რუკა გვექნება
იდგე ტყეში, ხედავდე მხოლოდ რამდენიმე ხეს, მაგრამ ვერ ხედავდე მთლიან ტყეს — ერთგვარი იდიომაა,
წაკითხვა
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
თქვენ წინაშეა პანორამული ხედი, რომელიც ას
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებ
წაკითხვა
ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომის ანტიმატერიის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნეს
ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, ჩვენი გ
წაკითხვა
ირმის ნახტომი და მეზობელი გალაქტიკები უზარმაზარი სიცარიელიდან გარბიან
ასტრონომებმა სამყაროში არსებული დიდი სიცა
წაკითხვა
ირმის ნახტომის ჰალოში მდებარე ვარსკვლავები ჯგუფებად მოძრაობენ - ასტრონომთა აღმოჩენა
ჩვენს გალაქტიკას გარს აკრავს უზარმაზარი ჰ
წაკითხვა
ირმის ნახტომის უშორესი ვარსკვლავები შესაძლოა სხვა გალაქტიკიდან იყოს მოპარული
ჩვენი გალაქტიკის დღეისათვის ცნობილი 11 ყვ
წაკითხვა
ირმის ნახტომის ცენტრში სრულიად ახალი ტიპის ვარსკვლავები აღმოაჩინეს
ასტრონომებმა ირმის ნახტომის ცენტრში ვარსკ
წაკითხვა
|