| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/149077.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ირმის ნახტომის ჰალოში მდებარე ვარსკვლავები ჯგუფებად მოძრაობენ - ასტრონომთა აღმოჩენამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-31 21:53:00
ჩვენს გალაქტიკას გარს აკრავს უზარმაზარი ჰალო; ამ ჰალოში მდებარე ბევრი ვარსკვლავი ჯგუფებად მოძრაობს. ეს დასკვნა ასტრონომებმა „გაიას“ კოსმოსური მისიის მიერ მილიონობით ვარსკვლავზე განხორციელებული დაკვირვებების დამუშავების შედეგად გამოიტანეს. სავარაუდოდ, ჩვენი მშობლიური გალაქტიკა ირმის ნახტომი ნაწილობრივ ჩამოყალიბდა მრავალი პატარა სისტემის შერწყმის შედეგად. ზუსტად როგორ მოხდა ეს ყოველივე, ამ დრომდე გამოცანად რჩება. ირმის ნახტომის წარმოშობის ისტორიის უკეთესად შესასწავლად, ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტისა და რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომები ე. წ. გალაქტიკის ჰალოში ვარსკვლავთა მოძრაობას აკვირდებოდნენ. ჰალოში არსებული ვარსკვლავები შედარებით სუფთაა და თავისი არსებობის უმეტესი ნაწილი გატარებული აქვთ იმ დისკის მსგავსი სტრუქტურის მიღმა, რომლის გამოც ირმის ნახტომს ეს სახელი ჰქვია. მიჩნეულია, რომ ჰალოს ეს ვარსკვლავები ჩვენს გალაქტიკას სხვა პატარა გალაქტიკებიდან შემოუერთდნენ. ამ კვლევის ფარგლებში, ჯგუფის ლიდერმა ამინა ჰელმიმ (კრონინგენის უნივერსიტეტი) შეაჯერა გაიასა და RAVE survey-ს მონაცემები. შედეგად, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ჰალოს ვარსკვლავთა დიდი ნაწილი ჯგუფებად მოძრაობს. „ეს იმაზე მიუთითებს, რომ ეს ვარსკვლავები ნამდვილად იმ პატარა გალაქტიკებისეული წარმოშობისაა, რომლებიც ძალიან დიდი ხნის წინ ირმის ნახტომმა გადაყლაპა“, — ამბობს ჰელმი. ასტრონომები ამ ჯგუფებს აღწერენ როგორც ვარსკვლავთა ფართო ნაკადებს, ფრინველთა გუნდის მსგავსად, რომლებიც ირმის ნახტომში ერთობლივად მოგზაურობენ. „დარწმუნებულნი ვართ, რომ იქ ათობით და ასობით ასეთი ჯგუფია. ამ დროისათვის, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ რამდენიმე ვარსკვლავისგან შედგენილ პატარა ჯგუფებს, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ხელთ არ გვაქვს ყველა საჭირო მონაცემი“. ასტრონომთა ჯგუფი შეცბუნებული დარჩა ჰალოს ვარსკვლავთა ასეთი ქცევით, რომელთაც თავისი არსებობის უმეტესი ნაწილი ირმის ნახტომის გარეუბნებში აქვთ გატარებული. უფრო გასაკვირი კი ის არის, რომ ამ ვასრკვლავთა 70%-ზე მეტი ირმის ნახტომის ვარსკვლავთა აბსოლუტური უმრავლესობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. მსგავსი დიდი ჯგუფი ამჟამინდელი მოდელისთვის მოულოდნელი იყო. „გარე ჰალოს ეს ვარსკვლავები შეიძლება შევადაროთ მგზავრებს, რომლებიც არასწორი გზით მიდიან. ჯერ კიდევ არ ვიცით, რატომ“, — ამბობს ჰელმი. ჰალოს ვარსკვლავთა აღმოჩენა სავარაუდოდ იმის გამო მოხდა, რომ ირმის ნახტომის გარშემო მოგზაურობისას, ამჟამად ისინი მზესთან ახლოს მოექცნენ. სამომავლოდ, გაია ჩვენი გალაქტიკის გარე ნაწილებში არსებული სხვა ვარსკვლავების შესახებაც მოგვაწვდის ინფორმაციას. „მსგავსი მონაცემების შედეგად, ჩვენ მრავალ ახალ დეტალს შევიტყობთ ირმის ნახტომის ჩამოყალიბების შესახებ“, — აცხადებს ჰელმი. მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
ახალი რეკორდი - ასტრონომებმა ირმის ნახტომში ყველაზე დიდი მანძილი გაზომეს, მალე ჩვენი გალაქტიკის დეტალური რუკა გვექნება
იდგე ტყეში, ხედავდე მხოლოდ რამდენიმე ხეს, მაგრამ ვერ ხედავდე მთლიან ტყეს — ერთგვარი იდიომაა,
წაკითხვა
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
თქვენ წინაშეა პანორამული ხედი, რომელიც ას
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
ირმის ნახტომი შესაძლოა „განდეგილი“, სრულიად უნიკალური გალაქტიკა იყოს
სამყაროს ყველაზე უკეთ შესწავლილი გალაქტიკ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
|