| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/162221.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომის ანტიმატერიის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნესმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-24 20:45:00
ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ანტიმატერიის ძირითადი ნაწილის წარმომავლობა გაარკვია. ანტიმატერია არის მატერია, რომელიც ჩვეულებრივ მატერიასთან დაკავშირებული ანტინაწილაკებისაგან შედგება — ანტიმატერიისა და მატერიის შეხვედრის დროს, ისინი სწრაფად სპობენ ერთმანეთს და წარმოქმნის ენერგიის ჭავლს გამა-გამოსხივების სახით. ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისიდან, მეცნიერებმა იციან, რომ ირმის ნახტომის შიდა ნაწილები გამა-გამოსხივების ძლიერი წყაროა, რაც ანტიმატერიის არსებობაზე მიუთითებს, მაგრამ ამ დრომდე არ არსებობდა მკაფიო ხედვა ანტიმატერიის წარმოშობასთან დაკავშირებით. დოქტორ რონალდ კროკერის განცხადებით, მკვლევართა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ ანტიმატერიის გამომწვევი მიზეზია სუსტ სუპერნოვათა აფეთქების სერია მილიონობით წლის მანძილზე, რომელთაგან თითოეული გამოწვეული იყო ორი თეთრი ჯუჯას შერწყმის შედეგად. თეთრი ჯუჯები მზეზე ორჯერ დიდი ვარსკვლავების ულტრაკომპაქტური ნარჩენებია. „ჩვენმა კვლევამ სრულიად ახალი ცნობები მოგვაწოდა ირმის ნახტომის იმ ნაწილის შესახებ, სადაც ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი უძველესი ვარსკვლავები მდებარეობს“, — ამბობს დოქტორი კროკერი. მისივე თქმით, ანტიმატერიის წარმომქმნელი წყაროებიდან ჯგუფმა გამორიცხა ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელი და ამ დრომდე იდუმალებით მოცული ბნელი მატერია. მისი განცხადებით, ანტიმატერია მომდინარეობს სისტემიდან, რომელშიც ორი თეთრი ჯუჯა ბინარულ სისტემას წარმოქმნის და ერთმანეთს ეჯახება. ამ ორს შორის უფრო პატარა ვარსკვლავი თავის მასას დიდს გადასცემს და სიცოცხლეს ასრულებს ჰელიუმის თეთრი ჯუჯას წარმოქმნით, დიდი ვარაკვლავი კი ნახშირბადითა და ჟანგბადით მდიდარ თეთრ ჯუჯად იქცევა. „ბინარული სისტემა უკდურესი დრამის ერთ-ერთი ფინალური მომენტია: იქიდან გამომდინარე, რომ თეთრი ჯუჯები ერთმანეთს უვლიან გარშემო, სისტემა ენერგიას კარგავს - წარმოიქმნება გრავიტაციული ტალღები, რაც საბოლოოდ მათ ერთმანეთთან უფრო და უფრო აახლოვებს“, — ამბობს დოქტორი კროკერი. მისივე განმარტებით, როდესაც ისინი ერთმანეთს ძალიან მიუახლოვდებიან, ნახშირბად-ჟანგბადით მდიდარი თეთრი ჯუჯა ფლეთს კომპანიონ ვარსკვლავს, რომლის სწრაფად წარმოქმნის დიდი ვარსკვლავის მკვრივ ქერქს, რაც ასევე სწრაფად იწვევს თერმობირთვულ სუპერნოვას, რომელიც შემდეგ ანტიმატერიის წყაროდ იქცევა. კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა მომზადებულია phys.org-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
ახალი რეკორდი - ასტრონომებმა ირმის ნახტომში ყველაზე დიდი მანძილი გაზომეს, მალე ჩვენი გალაქტიკის დეტალური რუკა გვექნება
იდგე ტყეში, ხედავდე მხოლოდ რამდენიმე ხეს, მაგრამ ვერ ხედავდე მთლიან ტყეს — ერთგვარი იდიომაა,
წაკითხვა
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
თქვენ წინაშეა პანორამული ხედი, რომელიც ას
წაკითხვა
კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია
მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბ
წაკითხვა
ირმის ნახტომი შესაძლოა „განდეგილი“, სრულიად უნიკალური გალაქტიკა იყოს
სამყაროს ყველაზე უკეთ შესწავლილი გალაქტიკ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
|