საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/150340.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

6958

ირმის ნახტომი და მეზობელი გალაქტიკები უზარმაზარი სიცარიელიდან გარბიან

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-02-13 00:40:00

ასტრონომებმა სამყაროში არსებული დიდი სიცარიელე აღმოაჩინეს, საიდანაც ირმის ნახტომი და მისი მეზობელი გალაქტიკები დაახლოებით 360 კმ/წმ სიჩქარით გარბიან. 

ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა კვკლევა, რომლის ფარგლებშიც ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა შეისწავლა ჩვენი გალაქტიკის გარშემო არსებულ გალაქტიკათა სიჩქარეები და გაარკვია თუ როგორ ედარებიან ისინი კოსმოსურ მიკროტალღოვან ფონს. ზუსტი სტატისტიკური ანალიზების შეჯერების საფუძველზე, მკვლევრებმა შესძლეს რუკაზე დაეტანათ ადგილობრივი სამყაროს გრავიტაციული განაწილება.

ასტრონომთათვის ცნობილია, რომ გალაქტიკათა „ადგილობრივი ჯგუფი“ მიემართება მჭიდრო რეგიონისკენ, რომელსაც შეპლის სუპერგროვას უწოდებენ. ჯგუფმა, რომელსაც იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევარი იეჰუდა ჰოფმანი ხელმძღვანელობდა, განსაზღვრა თუ როგორ მიემართებოდა გრავიტაციული ხაზების ყველა წერტილი უცნობი რეგიონიდან შეპლის სუპერგროვისაკენ. მათი ვარაუდით, ეს რეგიონი, რომლიდანაც ჩვენ „გავრბივართ“, დიდი სიცარიელეა.

გალაქტიკათა მოძრაობაზე გავლენას ახდენს როგორც სიცარიელე, ისე შეპლის სუპერგროვა. 

„სამყარო დაიწყო პირველადი მდგომარეობიდან, რომელშიც შეიმჩნეოდა უწესრიგო სიმჭიდროვე — ზოგიერთი რეგიონი უფრო მჭიდრო იყო, ვიდრე სხვა. სამყაროს გაფართოებასთან ერთად, ზედმეტად მჭიდრო რეგიონთა გრავიტაციულ ძალათა ქსელი ნაკლებად მჭიდრო რეგიონებს იზიდავს, ისინი კი მის მოგერიებას ცდილობენ“, — ამბობს პროფესორი ჰოფმანი IFLScience-თან საუბრისას.  

ამ სიცარიელის აღმოჩენა მეცნიერებს დაეხმარება ახსნან ირმის ნახტომის სპეციფიკური სიჩქარე და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რატომ არ მიემართება ჩვენი გალაქტიკა პირდაპირ შეპლის სუპერგროვისაკენ და რატომ მიდის უფრო მისი გვერდისაკენ. ჩვენგან 1,5 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული კოსმოსური სივრცის 3D რუკა აჩვენებს, რომ ადგილობრივი გალაქტიკები ერთ ნაკადად ჩამწკრივებულნი მიემართებიან.

სამყაროში არსებულ გალაქტიკებს შორის სივრცეები არათანაბარია. ისინი გავრცელებულია ბოჭკოსებურად, ყველაზე მასიური გროვების სახით, რომლებიც ამ ბოჭკოებს შორის გადაიკვეთებიან. ეს არის ე. წ. კოსმოსური აბლაბუდა, რომელშიც ერთმანეთს ენაცვლება გალაქტიკათა დიდ გროვები და მხოლოდ რამდენიმე გალაქტიკისგან შემდგარი რეგიონები.

კოსმოსურ სიცარიელეებში შესაძლოა არსებობდეს პატარა, მკრთალი გალაქტიკები, რომლებსაც ალბათ მომავლის უმძლავრესი ტელესკოპები აღმოაჩენს და შესაბამისად, შესაძლებლობა მოგვეცემა უფრო დავწმინდოთ ირმის ნახტომის გარშემო არსებული აბლაბუდის ჩვენეული ხედვა.

„მომავალში უკეთესი დაკვირვებები იქნება, თუმცა ადეკვატური შესაძლებლობები ჩვენ ახლაც გვაქვს. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ არის ძალიან ბევრი გალაქტიკა და... ძალიან ცოტა დრო“, — უთხრა IFLScience-ს კვლევის თანაავტორმა ბრენტ ტულიმ. 

„დაკვირვებად სამყაროში მილიარდობით გალაქტიკაა. თუმცა, მთლიან ცაზე, ჩვენ მხოლოდ 40 000-მდე მათგანს ვხედავთ. როგორც სახელიც მიუთითებს, სიცარიელეები ძირითადად ცარიელია, მაგრამ არა მთლიანად. ამ სიცარიელეებში როგორც წესი, არის რამდენიმე პატარა გალაქტიკა, რაც მათ კვლევას კიდევ უფრო ართულებს. თუმცა შეუძლებელი არაფერია — მოგვეცით დრო“, - ამბობს ბრენტ ტული.

მომზადებულია IFLScience-ის მიხედვით.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ახალი რეკორდი - ასტრონომებმა ირმის ნახტომში ყველაზე დიდი მანძილი გაზომეს, მალე ჩვენი გალაქტიკის დეტალური რუკა გვექნება
ახალი რეკორდი - ასტრონომებმა ირმის ნახტომში ყველაზე დიდი მანძილი გაზომეს, მალე ჩვენი გალაქტიკის დეტალური რუკა გვექნება
იდგე ტყეში, ხედავდე მხოლოდ რამდენიმე ხეს, მაგრამ ვერ ხედავდე მთლიან ტყეს — ერთგვარი იდიომაა,
წაკითხვა
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
ადგილი, სადაც ჩვენი გალაქტიკის ახალი ვარსკვლავები იბადებიან - ფოტოები
თქვენ წინაშეა პანორამული ხედი, რომელიც ას
წაკითხვა
ირმის ნახტომი შესაძლოა „განდეგილი“, სრულიად უნიკალური გალაქტიკა იყოს
ირმის ნახტომი შესაძლოა „განდეგილი“, სრულიად უნიკალური გალაქტიკა იყოს
სამყაროს ყველაზე უკეთ შესწავლილი გალაქტიკ
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებ
წაკითხვა
ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომის ანტიმატერიის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნეს
ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომის ანტიმატერიის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნეს
ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, ჩვენი გ
წაკითხვა
ირმის ნახტომის ჰალოში მდებარე ვარსკვლავები ჯგუფებად მოძრაობენ - ასტრონომთა აღმოჩენა
ირმის ნახტომის ჰალოში მდებარე ვარსკვლავები ჯგუფებად მოძრაობენ - ასტრონომთა აღმოჩენა
ჩვენს გალაქტიკას გარს აკრავს უზარმაზარი ჰ
წაკითხვა
ირმის ნახტომის უშორესი ვარსკვლავები შესაძლოა სხვა გალაქტიკიდან იყოს მოპარული
ირმის ნახტომის უშორესი ვარსკვლავები შესაძლოა სხვა გალაქტიკიდან იყოს მოპარული
ჩვენი გალაქტიკის დღეისათვის ცნობილი 11 ყვ
წაკითხვა
ირმის ნახტომის ცენტრში სრულიად ახალი ტიპის ვარსკვლავები აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის ცენტრში სრულიად ახალი ტიპის ვარსკვლავები აღმოაჩინეს
ასტრონომებმა ირმის ნახტომის ცენტრში ვარსკ
წაკითხვა