საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/152931.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1935

გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმ​და

გამოქვეყნებულია 2017-03-10 12:01:00 განახლებულია 2017-03-10 16:25:00


ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს რაშიდ კანჯი-ოღლის სასჯელი დაუმძიმა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს

უწყების ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, რაშიდ კანჯი-ოღლის, რომელიც იმალება, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

”2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას და უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა.

სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 14:15 საათზე, გიგა ოთხოზორიამ მისი მართვის ქვეშ მყოფი "ოპელ-ასტრას" მოდელის ავტომანქანით ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მდებარე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ საზღვართან ნაცნობები ლ.ა და რ.ქ მიიყვანა, რომლებსაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის ტერიტორიაზე სურდათ ახლობლის დაკრძალვისთვის შეძენილი პროდუქტის გადატანა. 

მათი დახმარების მიზნით გიგა ოთხოზორია მდინარე ხაიაზე არსებული ხიდით ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით გაემართა, სადაც სურდა მოლაპარაკებოდა იქ მყოფ პირებს, რათა მის ნაცნობებს პროდუქტის გადატანაში დახმარებოდნენ. საუბარში ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ, მათ შორის ე.წ. „მესაზღვრე“ რაშიდ კანჯი-ოღლი. საუბარი შელაპარაკებაში გადაიზარდა, რა დროსაც კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გიგა ოთხოზორია საქართველოს კონტროლირებად, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიისკენ გაემართა.

მას მუქარით, უკან დაედევნენ აფხაზეთის არაკანონიერი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული რაშიდ კანჯი-ოღლი. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, უკვე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩას ტერიტორიაზე რაშიდ კანჯი-ოღლი დაეწია გიგა ოთხოზორიას და განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან ქვედა კიდურებისა და მუცლის არეში ესროლა. 

მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია ძირს დაეცა, ხოლო კანჯი-ოღლიმ წაქცეულ გიგა ოთხოზორიას თავის არეში საკონტროლო გასროლით მიაყენა დაზიანება, შემდეგ კი თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შემთხვევის ადგილიდან მოხდა ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება, დაიკითხა 36 მოწმე, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის კომპლექსური-ტრასოლოგიური, ბიოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზა, კომპლექსური-ბალისტიკური, ბიოლოგიური ექსპერტიზა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე გამოძიების ფარგლებში ამოღებული და გაშიფრული იქნა ვიდეოფირები, რომელზეც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩატარდა”, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, რაშიდ კანჯი-ოღლის პროკურატურამ ბრალდება 21 მაისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობისა და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისთვის დაუსწრებლად წარუდგინა. 

”პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე რაშიდ კანჯი-ოღლის აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გამოტანილი იქნა დადგენილება ძებნის თაობაზე. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რაშიდ კანჯი-ოღლი დაუსწრებლად, სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა”, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უკრაინაში საქალაქო საბჭოს დეპუტატი, “პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარე სერგეი სამარსკი მოკლეს
უკრაინაში საქალაქო საბჭოს დეპუტატი, “პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარე სერგეი სამარსკი მოკლეს
უკრაინაში ჩრდილოდონეცკის საქალაქო საბჭოში
წაკითხვა
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს
მოსკოვის პოლიტექნიკურ კოლეჯში ორი ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. ინციდენტი მოსკოვის
წაკითხვა
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ამინა ოკუევას მკვლელობას რუსეთის მხრიდან ტერორი უწოდა
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ამინა ოკუევას მკვლელობას რუსეთის მხრიდან ტერორი უწოდა
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ამინა ოკუევას მკვლელობას რუსეთის მხრიდან ტერორი უწოდა. ალექსანდრ ტურჩინოვის თქმით, სახელმწიფომ მომხდარს
წაკითხვა
კიევის მახლობლად ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს
კიევის მახლობლად ჩეჩენი მებრძოლი ამინა ოკუევა მოკლეს
კიევის მახლობლად, რკინიგზის გადასასვლელთა
წაკითხვა
კენედის მკვლელობის დოკუმენტების მიხედვით, საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ ეს მკვლელობა აშშ-სთან ომს გამოიწვევდა
კენედის მკვლელობის დოკუმენტების მიხედვით, საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ ეს მკვლელობა აშშ-სთან ომს გამოიწვევდა
საბჭოთა კავშირი შიშობდა, რომ აშშ-ის პრეზი
წაკითხვა
კენედის მკვლელობის საქმე - რა წერია საიდუმლო დოკუმენტებში
კენედის მკვლელობის საქმე - რა წერია საიდუმლო დოკუმენტებში
1963 წლის 22 ნოემბერს ამერიკის შეერთებული
წაკითხვა
აშშ-ში ჯონ კენედის მკვლელობის საქმის დოკუმენტების ნაწილი გასაჯაროვდა - აეხდება თუ არა ფარდა მეოცე საუკუნის ყველაზე იდუმალებით მოცულ ტერაქტს
აშშ-ში ჯონ კენედის მკვლელობის საქმის დოკუმენტების ნაწილი გასაჯაროვდა - აეხდება თუ არა ფარდა მეოცე საუკუნის ყველაზე იდუმალებით მოცულ ტერაქტს
მე-20 საუკუნის ყველაზე იდუმალებით მოცულ მკვლელობას ნელ-ნელა ფარდა ეხდება. ამერიკის შეერთებული
წაკითხვა