| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/152958.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიგა ოთხოზორიას დედა ითხოვს, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთოსნატო ბერულავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-03-10 15:30:00
გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია ითხოვს, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ რაშიდ კანჯი-ოღლის ძებნაში ინტერპოლი ჩაერთოს, ამის შესახებ მან „მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს რაშიდ კანჯი-ოღლის სასჯელი დაუმძიმა და 12-ის ნაცვლად, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლოს სხდომას ესწრებოდნენ გიგა ოთხოზოროას ოჯახის წევრები და მათ სწორედ სასამართლოში შეიტყვეს აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ. ჯულიეტა ჭანტურია სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო არ არის, თუმცა ამბობს, რომ მისთვის ყველაზე მთავარია, თავისი შვილის მკვლელი დაისაჯოს და სასჯელი მოიხადოს. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი და გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, რაშიდ კანჯი-ოღლის, რომელიც იმალება, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2016 წლის 26 დეკემბერს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით დაუსწრებლად დამნაშავედ სცნო რაშიდ კანჯი ოღლი, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სასამართლოს მიერ დანიშნულ სასჯელის ზომას და უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ქეთევან ციხელაშვილი - მიუღებელია, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
„რამდენიმე დღის წინ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, აფხაზი მონაწილეების მხრიდან, მოვისმინეთ ძალიან სამწ
წაკითხვა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა გიგა
წაკითხვა
გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხო
წაკითხვა
ე.წ ლუკავას საქმე - დაკავებულის მეუღლე ლალი ბასარია შიმშილობის დაწყებას გეგმავს
ექვსი წლის წინ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოქალაქის საკითხი ისევ ღიად რჩება.
წაკითხვა
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს განიხილავს ზუგდიდის რაიონული სასამართლო
გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს განიხილავს ზუგდიდის რაიონული სასამართლო. პროცესი ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლის გარეშე ტარდება.
წაკითხვა
ჟენევაში მოლაპარაკებების ფორმატში მსჯელობა ორივე სამუშაო ჯგუფში წარიმართება
ჟენევაში მოლაპარაკებების რიგით 38-ე რაუნდი გრძელდება. დღეს, მსჯელობა
წაკითხვა
“ლეიბორისტული პარტია” სახელმწიფოს ოთხოზორიას მკვლელობის საქმის გამოძიებას სთხოვს
“ლეიბორისტული პარტია” სახელმწიფოს გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის გამოძიებას სთხოვს.
წაკითხვა
აბაშიძე კარასინთან გამართულ შეხვედრას აჯამებს
აბაშიძე-კარასინის შეხვედრა შეაჯამა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში.
წაკითხვა
|