საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/154640.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

11439

ასტრონომებმა რეკორდული, ყველაზე სუფთა და მასიური ყავისფერი ჯუჯა აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-03-25 19:49:00

ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა რეკორდული ყავისფერი ჯუჯა აღმოაჩინა (ძალიან პატარა ვარსკვლავი ბირთვული სინთეზის გარეშე), რომელსაც ამ დრომდე ცნობილთა შორის ყველაზე სუფთა შემადგენლობა და მაღალი მასა აქვს. ობიექტს SDSS J0104+1535 ეწოდება და მდებარეობს ე. წ. ჰალოში — ჩვენი გალაქტიკის ყველაზე გარე რეგიონში, სადაც ყველაზე ძველი ვარსლვლავები მდებარეობს. 

ყავისფერი ჯუჯები გარდამავალი ობიექტებია პლანეტებსა და სრულფასოვან ვარსკვლავებს შორის. მათი მასა საკმაოდ დაბალია იმისათვის, რათა მიმდინარეობდეს წყალბადის ჰელიუმად გარდაქმნის ბირთვული სინთეზი (რის შედეგადაც გამოიყოფა ენერგია), მაგრამ როგორც წესი, ისინი პლანეტებზე გაცილებით მასიურია. 

SDSS J0104+1535 დედამიწიდან 750 სინათლის წლის მანძილზე, თევზების თანავარსკვლავედში მდებარეობს და შედგება გაზისგან, რომელიც მზის გაზებზე 250-ჯერ უფრო სუფთაა, შესაბამისად, შეიცავს 99,99% წყალბადსა და ჰელიუმს. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ეს ყავისფერი ჯუჯა 10 მილიარდი წლის წინ დაიბადა და იუპუტერზე 90-ჯერ მეტი მასა აქვს, შედეგად, იგი ყველაზე მასიურია ჩვენთვის დღემდე ცნობილ ამ სახის ვარსკვლავთა შორის. 

ამ დრომდე უცნობი იყო, რომ ყავისფერი ჯუჯა ასეთი პირველადი გაზისგან შეიძლებოდა ყოფილიყო წარმოქმნილი; შესაბამისად, ეს აღმოჩენა დასაბამს დაუდებს მრავალი ახალი, დღემდე უცნობი, უკიდურესად სუფთა ყავისფერი ჯუჯას აღმოჩენას ჩვენი გალაქტიკის უძველესი წარსულიდან. 

„ნამდვილად არ ველოდით, რომ ასეთ სუფთა ყავისფერ ჯუჯას ვიხილავდით. ერთის აღმოჩენა კი ხშირად ნიშნავს აქამდე აღმოუჩენელი სხვა მრავალის არსებობასაც; ძალიან გაკვირვებული დავრჩები, თუ ისე მოხდა, რომ კიდევ მრავალი სხვა მსგავსი ობიექტის არსებობა არ დადასტურდა, რომლებიც ჩვენგან აღმოჩენას ელოდება“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელი, კანარის კუნძულების ასტროფიზიკის ინსტიტუტიდან, დოქტორი ზენჰუა ჟანგი. 

SDSS J0104+1535-ზე დაკვირვებებისთვის მკვლევრებმა გამოიყენეს ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ტელესკოპ VLT-ს ოპტიკური და ინფრაწითელი სპექტრი. ვარსკვლავი L-ტიპის ულტრა-ქვეჯუჯას კლასს მიაკუთვნეს. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჩვენს გალაქტიკაში სავარაუდოდ 100 მლრდ არშემდგარი ვარსკვლავი იმალება
ჩვენს გალაქტიკაში სავარაუდოდ 100 მლრდ არშემდგარი ვარსკვლავი იმალება
ასტრონომთა ვარაუდით, ირმის ნახტომი დაახლო
წაკითხვა
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვარსკვლავი? ცრუ და ნამდვილ ვარსკვლავებს შორის ზღვარი დადგენილია
რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ვარსკვლავი? ცრუ და ნამდვილ ვარსკვლავებს შორის ზღვარი დადგენილია
საინტერესოა, როგორ განარჩევთ ნამდვილ ვარს
წაკითხვა
უიშვიათესი აღმოჩენა - არშემდგარი ვარსკვლავი მკვდარ ვარსკვლავს გარს უვლის 71 წუთში ერთხელ
უიშვიათესი აღმოჩენა - არშემდგარი ვარსკვლავი მკვდარ ვარსკვლავს გარს უვლის 71 წუთში ერთხელ
განახლებული კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის
წაკითხვა
ჰაბლი „ტაშს უკრავს“ ვალსის მოცეკვავე ყავისფერ ჯუჯებს
ჰაბლი „ტაშს უკრავს“ ვალსის მოცეკვავე ყავისფერ ჯუჯებს
ფოტოზე თქვენ ხედავთ წერტილებს, რომლებიც ს
წაკითხვა
მოყვარულმა მეცნიერებმა მზესთან ახლოს ცივი ვარსკვლავი აღმოაჩინეს
მოყვარულმა მეცნიერებმა მზესთან ახლოს ცივი ვარსკვლავი აღმოაჩინეს
წლის დასაწყისში, დაინერგა სამოქალაქო მეცნ
წაკითხვა