საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/154987.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1097

გაერო-ს უშიშროების საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ იმსჯელა

გამოქვეყნებულია 2017-03-29 09:38:00 განახლებულია 2017-03-29 10:04:00


გაერო-ს უშიშროების საბჭომ დახურულ კარს მიღმა გამართულ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანასკნელ მოვლენებზე იმსჯელა. საკითხი დღის წესრიგში უკრაინის დელეგაციამ დააყენა. 

საკითხი შეეხებოდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამშვები პუნქტების ჩაკეტვას, ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო დაჯგუფებების გაერთიანებას რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს. 

უკრაინის ელჩის, ვოლოდიმირ იელჩენკოს განცხადებით „ვიდრე უკრაინა უშიშროების საბჭოს წევრია და მას შემდეგაც, ამ თემის ჩაკვლა ვერ მოხდება“.

„ზოგი ფიქრობს, რომ ეს გაყინული კონფლიქტია, თუმცა ეს ასე არ არის, ჩვენ ეს გვინახავს ყირიმის მაგალითზე... რუსეთის ფედერაციის მიერ სამხრეთ ოსეთის სამხედრო დაჯგუფებების ინტეგრაცია და გამშვები პუნქტების ჩაკეტვა ართულებს ადამიანის უფლებების დაცვას და ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ეს ნაბიჯები, ჩვენი აზრით, მოითხოვდა უშიშროების საბჭოს ყურადღებას. ჩვენ მოხარული ვართ და მადლობას ვუხდით ჩვენს კოლეგებს. უშიშროების საბჭოს ნახევარზე მეტმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა და ყველა დელეგაცია ერთის გარდა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ინიციატივა იყო, გაგვეკეთებინა განცხადება პრესისთვის, თუმცა ეს ნაწილი რუსეთის ფედერაციის მიერ იქნა დაბლოკილი“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა გაერო-ში იელჩენკომ.

სხდომის დასრულების შემდეგ, პრესასთან განცხადება გააკეთა ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა. გაერო-ში ბრიტანეთის ელჩის, მეთიუ რაიკროფტის თქმით, ბრიტანეთი და უშიშროების საბჭოს წევრების უმრავლესობა შეშფოთებულია ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებით. 

„მე გამოვხატე ჩვენი შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული საკონტროლო გამშვები პუნქტების დახურვის შესახებ აფხაზეთიდან და აფხაზეთში, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, ჩვენ არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 12 მარტს აფხაზეთში ჩატარდა. ამასთანავე არ ვცნობთ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს და რეფერენდუმს სახელის შეცვლაზე სამხრეთ ოსეთში. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტების მშვიდობიან გადაწყვეტას“, - განაცხადა მან. 

ბრიტანეთის ელჩის თქმით, გამომსვლელთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საქართველოს პოზიციას და მისი თქმით, ისინი, ისევე როგორც ბრიტანეთი, არ აღიარებენ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას.

„გამომსვლელთა უმრავლესობამ დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ისინი არ აღიარებენ ამ რეგიონების დამოუკიდებლობას“, - თქვა მან.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსკოვმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამატებითი სამხედრო ტექნიკა განათავსა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული სამხედრო დაჯგუფებები რუსეთის სამხედრო სისტემას მიუერთა. ამასთანავე, ადგილი ჰქონდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ჩაკეტვას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გამოთქვა შეშფოთება. 

წყარო: ამერიკის ხმის ქართული რედაქცია

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
როგორ მუშაობს მოსკოვის პროპაგანდა - ინტერვიუ პიტერ პომერანცევთან
როგორ მუშაობს მოსკოვის პროპაგანდა - ინტერვიუ პიტერ პომერანცევთან
როგორ მუშაობს მოსკოვის პროპაგანდა - „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე მწერალს, მკვლევარს, და ცნობილ ჟურნალისტს პიტერ პომერანცევს ესაუ
წაკითხვა
თავისუფალი სამყაროს გამოწვევები, რუსეთისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - ინტერვიუ დენიელ ფრიდთან
თავისუფალი სამყაროს გამოწვევები, რუსეთისა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა - ინტერვიუ დენიელ ფრიდთან
მთავარია რა სურს საქართველოს და არა რ
წაკითხვა
რუსეთის საკანონმდებლო ორგანო ამერიკული მედიასაშუალებების კვლევას იწყებს
რუსეთის საკანონმდებლო ორგანო ამერიკული მედიასაშუალებების კვლევას იწყებს
რუსეთის საკანონმდებლო ორგანო ამერიკული მედიასაშუალებების კვლევას იწყებს. დუმ-ის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტს დაევალა რუსეთში ,,სი-ენ-ენი
წაკითხვა
დევიდ პეტრეუსი: პუტინი საერთაშორისო წესრიგის მტერია, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და ე.წ.სამხრეთ ოსეთში
დევიდ პეტრეუსი: პუტინი საერთაშორისო წესრიგის მტერია, რომელიც შეიჭრა აფხაზეთში და ე.წ.სამხრეთ ოსეთში
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრობს ამერიკელი გენერალიც. ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში დევიდ პეტრეუსი ამბობს. ციტატ
წაკითხვა
როგორ ფინანსდება წინასაარჩევნო კამპანია აშშ-ში
როგორ ფინანსდება წინასაარჩევნო კამპანია აშშ-ში
როგორ ფინანსდება წინასაარჩევნო კამპანია შეერთებულ შტატებში - „ამერიკის ხმა“, შტატების საარჩევნო სისტემის გაცნობის მიზნით, რეპორტაჟების ციკლ
წაკითხვა
„როგორ ირჩევს ამერიკა“ - ვის შეუძლია გახდეს ამერიკის პრეზიდენტი
„როგორ ირჩევს ამერიკა“ - ვის შეუძლია გახდეს ამერიკის პრეზიდენტი
„როგორ ირჩევს ამერიკა“, - ამ სახელწოდებით, ვაშინგტონში მდებარე „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ახალ ციკლს გვთავაზობს, რომელშიც შეერთებულ შ
წაკითხვა
დენიელ ფრიდი: ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შეწირავს
დენიელ ფრიდი: ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შეწირავს
ამერიკა საქართველოს რუსეთს არ შეწირავს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა დენიელ ფრიდმა
წაკითხვა
არის თუ არა ცვლილებები აგვისტოს ომიდან რვა წლისთავზე ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში
არის თუ არა ცვლილებები აგვისტოს ომიდან რვა წლისთავზე ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში
არის თუ არა ცვლილებები აგვისტოს ომიდან რვა წლისთავზე ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში, როგორ შეიცვალა რეგიონი საომარი მოქმედებების შედეგად
წაკითხვა