საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/157220.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

4060

მზის სისტემის კიდეზე ასტრონომებმა მოზრდილი ობიექტი აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-16 20:37:00

ასტრონომებმა მზის სისტემის კიდეზე დამალული პლანეტური სხეული იპოვეს, რომელსაც „დიდი“ (DeeDee) უწოდეს.  

„დიდი“ შორეულ ჯუჯა პლანეტას ჰგავს და ის პირველად 2016 წელს აღმოაჩინეს, თუმცა ამ დრომდე ცოტა რამ იყო ცნობილი მისი ფიზიკური სტრუქტურის შესახებ. მაგრამ ახლა, ატაკამის ფართომილიმეტრული ტელესკოპის (ALMA)-ს წყალობით, ამ იდუმალი ობიექტის ნამდვილი ვინაობის შესახებ მრავალი დეტალი გამოვლინდა — იგი უფრო დიდია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 

ახალი მონაცემების მიხედვით, „დიდის“ ზომა ჯუჯა პლანეტა ცერერას ზომის ერთ-მესამედს შეადგენს. ცერერა მზის სისტემის ასტეროიდთა სარტყლის უდიდესი წევრია, რომელსაც საკმარისი მასა აქვს იმისათვის, რათა სფერული ფორმის იყოს. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ „დიდი“ აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რათა ჯუჯა პლანეტად ჩაითვალოს, თუმცა ასტრონომებს მისი ოფიციალური კლასიფიკაცია ჯერ არ მოუხდენიათ. 

„დიდი“ მდებარეობს მზის სისტემის კიდეზე, მზიდან დაახლოებით 192 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე, რაც 137 მილიარდი კილომეტრის ეკვივალენტია. 

აღსანიშნავია, რომ „დიდის“ შუქს დედამიწამდე მოსაღწევად 13 საათი სჭირდება. შედეგად, ამ დროისთვის იგი ნეპტუნსგადაღმა მდებარე მეორე ყველაზე შორეული ობიექტია ჯუჯა პლანეტა ერისის შემდეგ. 

„დიდის“ ორბიტა იმდენად დიდია, რომ მზის გარშემო ერთხელ შემოსავლელად, ობიექტს 1100 წელიწადი სჭირდება. მისი აღმოჩენა კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს შესასწავლი ობიექტების შესახებ, რომლებიც მზის სისტემის სიღრმეებში იმალებიან. 

„პლუტონსგადაღმა რეგიონი საოცრად მდიდარია პლანეტური სხეულებით“, — ამბობს უფროსი მკვლევარი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან, დევიდ გერდესი. 

„ზოგიერთი მათგანი ძალიან პატარაა, თუმცა ზოგიერთი ზომით პლუტონს ეკონკურენტება, შესაძლოა მასზე დიდებიც კი იყვნენ“. 

მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს ობიექტები ძალიან შორსაა, სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უმნიშნელოა. „დიდის“ მსგავსი პლანეტური ობიექტები ჩვენი პლანეტური სისტემის დაბადების ნარჩენებია.  

მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ იმის გარკვევა თუ როდის და სად წარმოიქმნენ ისინი, დაგვეხმარება ერთხელ და სამუდამოდ ამოვხსნათ ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლო პლანეტურ მეცნიერებაში — როგორ იბადებოდა მზის სისტემის პლანეტები, მათ შორის დედამიწა.  

„დიდი“ პირველად ჩილეში მდებარე სერო-ტოლოლოს ობსერვატორიიდან შენიშნეს,  ბლანკოს ტელესკოპის გამოყენებით. 

აღმოჩენა ბნელი ენერგიის კვლევის პროგრამის ფარგლებში მოხდა, რომლის დროსაც გადაიღეს 15 000 ფოტო, იდენტიფიცირდა 1,1 მილიარდი ობიექტი, რომელთა უმრავლესობაც შორეული ვარსკვლავები და გალაქტიკებია. ამ ობიექტთა მხოლოდ მცირე ნაწილი აღმოჩნდა მზის სისტემის კუთვნილი. 

მიუხედავად ამისა, გასულ წელს, ასტრონომებმა ამ ობიექტთა შორის მაინც გამოარჩიეს ნეპტუნსგადაღმა ობიექტი, რომელსაც არაოფიციალურად „დიდი“ უწოდეს. 

მაგრამ ALMA-ს რადიოანტენათა მთელი სისტემის შემდგომი დაკვირვებების გარეშე — რომელსაც შორეული სივრცეების სუფთა სურათის შექმნა შეუძლია — მეცნიერებს არ შეეძლებოდათ ეთქვათ, „დიდი“ პატარა იყო და ძალიან ამრეკლავი თუ დიდი, მაგრამ უკიდურესად ბნელი. 

„ALMA-მ ეს საკითხი საკმაოდ მარტივად გადაჭრა. როგორც ჩვენ გამოვთვალეთ, ეს ობიექტი უნდა იყოს წარმოუდგენლად ცივი, -243°C, აბსოლუტურ ნულზე ოდნავ მეტი. 

ასტრონომებმა ისიც დაადგინეს, რომ „დიდი“ უჩვეულოდ დიდია, მაგრამ იმდენად ბნელი, რომ მასთან მიღწეული მზის სინათლის მხოლოდ 13%-ს ირეკლავს.  

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ობიექტი ისეთივე ბნელია, როგორც დედამიწასა და მთვარეს შორის, შუა მანძილზე მოთავსებული სანთელი იქნებოდა. 

„დიდის“ აღმოჩენა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს ბოლოს და ბოლოს შეუძლია გამოავლინოს უკიდურესად შორი, ნელა მოძრავი ობიექტები მზის სისტემის კიდეებზე. 

ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ტექნოლოგიების წყალობით გახდეს შესაძლებელი ჰიპოთეტური მეცხრე პლანეტის აღმოჩენა, რომელიც როგორც ნავარაუდევია, დიდისა და ერისის ორბიტებს გადაღმა იმალება. 

კვლევა Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია sciencedaily.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით
იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით
კოსმოსში წასვლა ყველას არ შეგვიძლია, მაგრ
წაკითხვა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
მეცხრე პლანეტა - მზის სისტემის ნაკლული სუპერდედამიწა
შეიძლება ის დარცხვენით მიიზლაზნება ჩვენი
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
ასტრონომთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეგზ
წაკითხვა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა  - ახალი კვლევა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა - ახალი კვლევა
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ასობით ათა
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა