| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/179323.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვებამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-16 20:07:00
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს იდეალურ ადგილს მოსანახულებლად. როგორც ახალი კვლევის შედეგად დადგინდა, მისკენ მიმავალი სინათლის უმეტესი ნაწილი უკან ვეღარ ბრუნდება და გაზის გიგანტი პლანეტა კუპრივით შავი ხდება. 2008 წელს აღმოჩენილი ეს პლანეტა დედამიწიდან 1400 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მას შემდეგ, ამ პლანეტას მრავალი კვლევა მიეძღვნა და ამჟამად, მის შესახებ გარკვეული ცნობები უკვე გვაქვს. ვიცით ის, რომ იგი ე. წ. „ცხელი იუპიტერია“ — გაზის გიგანტური პლანეტა, რომელსაც იუპიტერზე 40-ჯერ მეტი მასა აქვს და თავის დედავარსკვლავს გარს ივლის უკიდურესად ახლოდან. უფრო მეტიც, ის იმდენად ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, რომ მისთვის ერთხელ გარშემოვლას (დედამიწის წელიწადი) მხოლოდ ერთ დღეს ანდომებს და გრავიტაციის წყალობით, კვერცხის ფორმა აქვს მიღებული. უფრო კონკრეტულად, WASP-12b თავის ვარსკვლავიდან დაშორებულია მხოლოდ 3,2 მილიონი კილომეტრით, რაც 46-ჯერ ნაკლებია დედამიწასა და მზეს შორის არსებულ საშუალო მანძილზე; შესაბამისად, იგი გრავიტაციულად ჩაკეტილია, ანუ ღერძის გარშემო ბრუნვა ორბიტაზე ბრუნვას ემთხვევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავს უყურებს და შესაბამისად — სულ დღეა, მეორე მხარეს კი მუდმივად ბნელა და ღამეა. (აღნიშნული ფენომენის ხილვა შესაძლებელია დედამიწისა და მთვარის მაგალითზე. სწორედ ამიტომ ვხედავთ მთვარის მუდმივად ერთ მხარეს). როგორც მკვლევრებმა აღმოაჩინეს, ეს პლანეტა ნამდვილად ძალიან შავია. იგი შთანთქავს მის ატმოსფეროში შესული სინათლის 94%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ახალ ასფალტზე შავია. იმის დასადგენად, თუ რამდენ სინათლეს ირეკლავდა პლანეტა, (ამ ეფექტს ეწოდება ალბედო) მკვლევრებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი გამოიყენეს. WASP-12b-ის ალბედო მხოლოდ 0,064 აღმოჩნდა, ორჯერ ნაკლებად ამრეკლავი, ვიდრე დედამიწის მთვარე, რომლის ალბედოც 0,12-ია. „საერთოდ არ მოველოდით ასეთი ბნელი ეგზოპლანეტის პოვნას. ცხელ იუპიტერთა უმეტესობა ვარსკვლავის სინათლის 40-ს შთანთქავს“, — ამბობს კანადის მაკგილის უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარი ტეილორ ბელი. სხვა ცხელ იუპიტერთა შემთხვევაში, მიჩნეულია, რომ ატმოსფეროში არსებული ღრუბლები სინათლეს გაქცევაში ხელს უშლის, მაგრამ WASP-12b განათებულ მხარეს იმდენად ცხელია, რომ ღრუბლების წარმოქმნა შეუძლებელია. მართლაც, 2600 გრადუსი ცელსიუის იმდენად მაღალი ტემპერატურაა, რომ წყალბადის მოლეკულები ატომურ წყალბადად იშლება, რის გამოც, პლანეტის ამ მხარეს ატმოსფერო დაახლოებით ისე იქცევა, როგორც დაბალმასიანი ვარსკვლავის ატმოსფერო. ჯგუფის აზრით, სწორედ ეს განაპირობებს პლანეტის დაბალ ალბედოს. თუმცა, სრულიად განსხვავებულია WASP-12b-ის მეორე მხარე, სადაც მუდმივად ღამეა. იგი დაახლოებით 1000 გრადუსით უფრო ცივია, რაც ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს წყლის ორთქლსა და ღრუბლებს. ეს კი თანხვედრაში მოდის WASP-12b-ის წინა სპექტრულ კვლევებთან, როდესაც მის ატმოსფეროში წყალი აღმოაჩინეს. WASP-12b შეიძლება ძალიან ცოტა შუქს ირეკლავს, მაგრამ ამის გამო იგი მთლიანად შავი მაინც არ უნდა იყოს. უკიდურესი სიცხის გამო, პლანეტა წითლად ვარვარებს, გამდნარი მეტალის მსგავსად. „ჰაბლის ეს ახალი კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ცხელ იუპიტერთა უცნაური პოპულაციის ფართო მრავალფეროვნებას“, — ამბობს ბელი. „არსებობს WASP-12b-ის მსგავსი პლანეტები 2600 °C ტემპერატურით და არსებობს 1200 °C-იანი პლანეტებიც; ორივე მათგანს ცხელ იუპიტერს ვუწოდებთ“. თუმცა, WASP-12b სასიკვდილოდაა განწირული. იგი იმდენად ახლოსაა დედავარსკვლავთან, რომ ეს უკანასკნელი მის ატმოსფეროს ჭამს. მეცნიერთა აზრით, დაახლოებით 10 მილიონ წელში, პლანეტა მთლიანად შთაინთქმება. კვლევა ჟურნალ The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია hubblesite.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
გიგანტურ, ცხელ პლანეტაზე ტიტანი აღმოაჩინეს
ასტრონომთა ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა ეგზ
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა
ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში
ბოლო წლებში, ასტრონომებმა უამრავი
წაკითხვა
NASA-მ ასობით პლანეტა აღმოაჩინა, მათ შორისაა დედამიწის მსგავსი 10 ახალი ეგზოპლანეტა
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის ჯგუფ
წაკითხვა
7 ყველაზე ექსტრემალური პლანეტა ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის
ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა
წაკითხვა
აღმოჩენილია ყველაზე ცხელი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავთა უმეტესობაზე მხურვალეა
მეცნიერებმა იპოვეს ეგზოპლანეტა, რომელიც ყ
წაკითხვა
|