საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/172052.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

2460

ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა მდებარე შესაძლო მთვარე აღმოაჩინეს - პირველად ისტორიაში

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-07-29 18:02:00

ბოლო წლებში, ასტრონომებმა უამრავი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტები, რომლებიც სხვა ვარსკვლავთა გარშემო მოძრაობენ. თუმცა, ამჯერად უკვე ეგზომთვარეების — ამ პლანეტათა გარშემო მოძრავ ბუნებრივ თანამგზავრებზე ნადირობის დრო დადგა. ასტრონომთა განცხადებით, სავარაუდოდ პირველი ასეთი მთვარე მათ ახლახან იპოვეს. 

პოტენციური ეგზომთვარის აღმოჩენა NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის სიმძლავრის წყალობით მოხერხდა. შედეგად, შესაძლოა ბევრი რამ ვისწავლოთ პლანეტების, მთვარეებისა და ვარსკვლავური სისტემების წარმოქმნის შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ პოტენციურმა ეგზომთვარემ უკვე გაიარა პირველადი ტესტები — კარგად გამოჩნდა სამი ჩაბნელება ვარსკვლავის შუქში — ერთ-ერთი აშკარა ნიშანი იმისა, რომ იქ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება. მას უკვე სახელიც შეურჩიეს კეპლერ-1625b I. 

„ძალიან აღელვებულები ვართ. სტატისტიკურად, ოფიციალურად, მას ძალიან მაღალი ალბათობა აქვს. მაგრამ მართლა უნდა ვენდოთ თუ არა სტატისტიკას?“, — უთხრა მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, დევიდ კიპინგმა BBC-ს. 

აღმოჩენა მსხვილ პროექტ  The Hunt for Exomoons with Kepler (HEK)-ის ფარგლებში მოხდა. ეს გახლავთ ირმის ნახტომს მიღმა არსებული გალაქტიკების სისტამატიური ძიების მცდელობა კეპლერის შესაძლებლობათა გამოყენებით. კეპლერი დედამიწის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური ობსერვატორიაა, რომელსაც შეუძლია უთვალთვალოს ხედვის არეალში მოქცეულ 145 000-ზე მეტი ვარსკვლავის სინათლეს.  

ახალი ეგზომთვარეობის კანდიდატი დედამიწიდან დაახლოებით 4000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ვარსკვლავის გარშემო დაფიქსირდა და სავარაუდოდ, იგი ნეპტუნის ზომისაა. 

პლანეტა Kepler-1625b, რომლის გარშემოც ის მოძრაობს, დაახლოებით იუპიტერის ზომისაა. ამჟამინდელი ჰიპოთეზის მიხედვით, ოდესღაც, Kepler-1625b-ის გრავიტაციამ მთვარე Kepler-1625 I ჩაიჭირა და თავის ორბიტაზე მოძრაობა დააწყებინა.  

შემდეგი ეტაპია მისი კვლევა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით, რაც ოქტომბერში იგეგმება. შედეგად, საბოლოოდ დადასტურდება, საქმე მართლა ეგზომთვარესთან გვაქვს თუ არა. 

აღსანიშნავია, რომ ეს შემთხვევა მეტია, ვიდრე უბრალოდ ეგზომთვარის აღმოჩენა: აქვე, მზის სისტემაში, პლანეტა სატურნის კლდოვანი მთვარეების მაგალითზე ნათლად ვხედავთ, რომ შესაძლოა მათ უფრო ჰქონდეთ სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირობები, ვიდრე თავად დედაპლანეტებს. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ ჩვენი, კაცობრიობის შემდეგი გაჩერება რომელიმე მთვარე იყოს და არა პლანეტა. 

მიუხედავად ზემოთხსენებული „მაღალი სტატისტიკური ალბათობისა“, მკვლევართა განცხადებით, შანსი, რომ ეს ობიექტი ეგზომთვარე იყოს, 50:50-ზეა. მათ ნაშრომს ჯერ სხვა ასტრონომებმაც უნდა გადახედონ და შეაფასონ.  

და არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ჩვენ აქ ერთხელ უკვე ვიყავით.  კიდევ ერთი კანდიდატის იდენტიფიცირება 2014 წელს მოხდა, თუმცა მეცნიერებს დღემდე არ აქვთ შესაძლებლობა დაამტკიცონ, იგი მართლაც ეგზომთვარეა თუ არა. 

მართალია, წინასწარ ზედმეტად არ უნდა ავღელდეთ, მაგრამ ალბათ ნამდვილად ხელთ გვაქვს რეალური შანსი, რომ დიდი ხნის ნადირობა ლოგიკურ ფინალამდე მივიდეს და ბოლოსდაბოლოს, ეგზომთვარე ვიპოვოთ. 

„შემიძლია ვთქვა, რომ ის საუკეთესო კანდიდატია, რაც კი აქამდე გვქონია“, — უთხრა BBC-ს კიპინგმა. 

აღმოჩენის შესახებ კვლევა ამჟამად ხელმისაწვდომია arXiv.org-ზე.  

მომზადებულია BBC-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
კეპლერის მიერ აღმოჩენილი 20 ახალი ეგზოპლანეტა, სავარაუდოდ, სიცოცხლისათვის ხელსაყრელია
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გამოგზავნილ მონაცემებთან მუშაობისას, მკვლევართა საე
წაკითხვა
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
ციცქნა ვარსკვლავთან აღმოჩენილი მონსტრი პლანეტა, პლანეტათა წარმოქმნის თეორიას ეჭვქვეშ აყენებს
შორეული ვარსკვლავის გარშემო აღმოაჩინეს გი
წაკითხვა
სავარაუდო ეგზომთვარე მზის სისტემის მთვარეებისგან სრულიად განსხვავდება
სავარაუდო ეგზომთვარე მზის სისტემის მთვარეებისგან სრულიად განსხვავდება
მაქს პლანკის მზის სისტემის კვლევის ინსტიტ
წაკითხვა
მთვარეზე აღმოჩენილია მღვიმე, რომელშიც შეიძლება მომავალში ადამიანთა ბაზა დაარსდეს
მთვარეზე აღმოჩენილია მღვიმე, რომელშიც შეიძლება მომავალში ადამიანთა ბაზა დაარსდეს
ადამიანისთვის მთვარეზე დიდხანს დარჩენა ზე
წაკითხვა
უახლოეს მომავალში, აშშ მთვარეზე ადამიანებს კვლავ გაგზავნის  - მაიკ პენსის გეგმები
უახლოეს მომავალში, აშშ მთვარეზე ადამიანებს კვლავ გაგზავნის - მაიკ პენსის გეგმები
სექტემბრის დასაწყისში, NASA-მ განაცხადა,
წაკითხვა
შორეულ წარსულში, მთვარეს ატმოსფერო ჰქონდა — NASA-ს ახალი კვლევა
შორეულ წარსულში, მთვარეს ატმოსფერო ჰქონდა — NASA-ს ახალი კვლევა
როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, დაახლოებით 3-4 მილიარდი წლის წინ, ახლად დაბადებული მთვარის ირგვ
წაკითხვა
NASA  და რუსეთი ისტორიაში პირველ მთვარის სადგურს ერთობლივად ააშენებენ
NASA და რუსეთი ისტორიაში პირველ მთვარის სადგურს ერთობლივად ააშენებენ
2017 წლის გაზაფხულზე, NASA-მ გაამჟღავნა ს
წაკითხვა
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ცხელი, მონსტრი პლანეტა, რომელიც იმდენად შავია, რომ მთელ სინათლეს შთანთქავს - ჰაბლის დაკვირვება
ეგზოპლანეტა WASP-12b ნამდვილად არ ჰგავს ი
წაკითხვა