საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/158976.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

3179

ფოტო: ყვავილივით გადაშლილი ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-04-29 21:41:00

გაზაფხულია და ახლახან გამოქვეყნებულ ფოტოზე, NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ძირითადი სარკე გაზაფხულზე გაფურჩქნილი ყვავილივით გამოიყურება.  

ფოტო NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრში, მერილენდშია გადაღებული და ასახავს NASA-ს ტექნიკოსებს, რომელთაც ტელესკოპი ამწეს საშუალებით სუფთა ოთახში გადააქვთ. გაშვების შემდეგ, ოქროს 18 სეგმენტისგან შემდგარი სარკე ინფრაწითელ დიაპაზონში გადაიღებს იმ პირველ გალაქტიკებს, რომლებიც ადრეულ სამყაროში წარმოიქმნა. გარდა ამისა, ტელესკოპი ღრმად შეიხედება მტვრისა და გაზის ღრუბლებში, სადაც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ვარსკვლავებისა და პლანეტური სისტემების წარმოქმნის პროცესი. 

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი NASA-ს ჰაბლის კომსოსური ტელესკოპის მემკვიდრეა. იგი ყველაზე ძლევამოსილი ტელესკოპი იქნება, რაც კი ოდესმე აუგია კაცობრიობას. ვები საერთაშორისო პროექტია, რომელსაც ახორციელებენ NASA და მისი პარტნიორები — ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) და კანადის კოსმოსური სააგენტო. 



წყარო: www.nasa.gov/webb  

დატოვე კომენტარი