| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/160847.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ასტრონომები გაქცეული სუპერმასიური შავი ხვრელის „ცხელ კვალზე“ დადგნენმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-13 23:21:00
როგორც წესი, სუპერმასიური შავი ხვრელები გალაქტიკების ცენტრშია მოთავსებული, თავიანთკენ ექაჩებიან მატერიას და ხარბად სანსლავენ მათთან ახლოს მისულ ვარსკვლავებს. თუმცა, ასტრონომებმა მიაგნეს შავ ხვრელს, რომელიც კოსმოსში დაჰქრის. ექსპერტთა აზრით, ეს შავი ხვრელი ასხლეტილია — მოვლენა, როდესაც ორი შავი ხვრელის ერთმანეთთან შეჯახება-შერწყმის დროს, ამ ორი უზარმაზარი ობიექტის გრავიტაციულ ძალებს შორის არსებული სხვაობა სუპერმასიური შავი ხვრელის კოსმოსში სწრაფ გატყორცნას იწვევს. თუკი ეს აღმოჩენა დადასტურდა, ძალიან ბევრ ცნობას მივიღებთ ამ სახის სუპერმასიურ შავ ხვრელთა ფორმების, კოსმოსში გადაადგილებისა და ევოლუციის შესახებ; სწორედ ამიტომ ცდილობენ მკვლევრები ასე გააფთრებით მის დევნას და შესწავლას. ასეთი მოხეტიალე შავი ხვრელები იშვიათია. ეს სუპერმასიური შავი ხვრელი ასტრონომებმა NASA-ს ჩანდრას რენტგენული გამოსიხვების ობსერვატორიის მიერ ათასობით გალაქტიკის შესახებ შეგროვილი ინფორმაციის დამუშავებისას აღმოაჩინეს. იგი დედამიწიდან 3,9 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ჩვენს მზეზე 160 მილიონჯერ მეტი მასა აქვს. მოცემულ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ ჰაბლისა (მარცხნივ) და ჩანდრას (მარჯვნივ) გამოგზავნილი მონაცემები, ასევე შესაბამისი მხატვრული ილუსტრაცია. მეცნიერებმა თავდაპირველად ყურადღება გაამახვილეს კაშკაშა რენტგენულ გამოსიხვებაზე — შავ ხვრელთა ზოგად მახასიათებელზე, რომელიც განპირობებულია მათი მოვლენათა ჰორიზონტისკენ მიმართული მატერიის გაცხელებით. შემდეგ გადაერთვნენ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებზე, რათა ერთმანეთთან შედარების გზით დაედგინათ, საქმე ორ სუპერმასიურ შავ ხვრელთან ჰქონდათ თუ ერთ ასხლეტილთან. საბოლოოდ, აღმოჩენები გადაიკვეთა Sloan Digital Sky Survey-ის მონაცემებთან, რომელმაც რუკაზე დაიტანა ჩვენი ცის სინათლის სიგნალების 35%-ზე მეტი. ერთ-ერთ განსაკუთრებით იმედისმომცემ კანდიდთან მიახლოებისას, ასტრონომებმა აღმოაჩინეს შავი ხვრელი, რომელიც თავის გალაქტიკაში სხვადასხვა სიჩქარით დაჰქროდა. კიდევ უფრო მეტი მტკიცებულებები აღმოჩნდა ამ გალაქტიკის „ფოჩებში“ — იქ არსებული აშლილობა ბოლო პერიოდში ორი შავი ხვრელის შერწყმაზე მიუთითებდა. გარდა ამისა, გალაქტიკაში საშუალოზე მეტია ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესის მაჩვენებელი — შავ ხვრელთა შერწყმასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ფენომენი. ასტრონომთა განცხადებით, ეს ჯერ კიდევ არ გახლავთ დანამდვილებით გაქცეული შავი ხვრელი, შესაძლოა იქ კიდევ იყოს მეორე, სუსტი შავი ხვრელი, თუმცა კვლევად ნამდვილად ღირს. დამატებით მონაცემებთან ერთად, საკითხი საბოლოოდ გაირკვევა. ჩანდრას ობსერვატორიის წყალობით, პოტენციურად ასხლეტილი სუპერმასიური შავი ხვრელი რამდენიმე თვის წინაც აღმოაჩინეს. მსგავსი მონაცემები მეცნიერებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ ჰიპოთეზები სამყაროს ერთი მთლიანობისა და ამ ყველაფერზე შავ ხვრელთა გავლენის შესახებ. გაქცეული შავი ხვრელის ზღვრული სიჩქარე დამოკიდებულია მასაზე და იმ ორი შავი ხვრელის ბრუნვაზე, რომელთა შერწყმის შედეგადაც იგი წარმოიქმნა. ეს სიჩქარე ხშირად წამში ათასობით კილომეტრს აღწევს. შედარებისათვის, ჩვენი მზე გალაქტიკის ცენტრის გარშემო 24 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობს. ასტრონომთა ხელთ არსებული მძლავრი ტელესკოპების წყალობით, როგორც ჩანს, მალე კიდევ უფრო მეტს შევიტყობთ ასხლეტილ სუპერმასიურ შავ ხვრელთა შესახებ. გაქცეული ზემასიური შავი ხვრელის კიდევ ერთი კანდიდატი რამდენიმე თვის წინ აღმოაჩინეს. კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა. მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით ფოტოები: X-ray: NASA/CXC/NRAO/D.-C.Kim; Optical: NASA/STScI; Illustration: NASA/CXC/M.Weiss დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს
შორეული სპირალური გალაქტიკა NGC 7674-ის გულში არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი იმალება, — ამი
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებ
წაკითხვა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
გასულ წელს, როდესაც მეცნიერებმა ბოლოსდაბო
წაკითხვა
აღმოჩენილია ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, ჩვენგან ასობით მილიონ
წაკითხვა
10 გამაოგნებელი ფაქტი შავი ხვრელების შესახებ
შავი ხვრელები ერთადერთი ობიექტებია მთელ ს
წაკითხვა
როგორ ვარდებიან ვარსკვლავები შავ ხვრელში - ცდებოდა თუ არა აინშტაინი
მეცნიერებმა მიაგნეს ახალ მტკიცებულებას, რ
წაკითხვა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომები დააკვირდნენ მასიური ვარსკვლავის სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაიბადა შავი ხვრელის სა
წაკითხვა
|