საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/180449.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1944

შორეული გალაქტიკის გულში ორი მონსტრი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-23 19:31:00

შორეული სპირალური გალაქტიკა NGC 7674-ის გულში არა ერთი, არამედ ორი შავი ხვრელი იმალება, — ამის შესახებ ახალი კვლევა იუწყება. 

მკვლევართა განცხადებით, ეს ორი სუპერმასიური შავი ხვრელი ერთმანეთისგან სულ რაღაც 1 სინათლის წლითაა დაშორებული და მათი საერთო მასა მზის მასას 40 მილიონჯერ აღემატება. 

თუკი დამტკიცდა, ეს იქნება ორმაგი სუპერმასიური შავი ხვრელის ჩვენთვის ცნობილი მეორე სისტემა. პირველი წყვილი 2006 წელს აღმოაჩინეს და განთავსებულია გალაქტიკა 0402+379-ში; მისი შავი ხვრელები ერთმანეთისგან 24 სინათლის წლითაა დაშორებული და მათი საერთო მასა ჩვენი მზის მასას 15 მილიარდჯერ აღემატება. 

გალაქტიკა NGC 7674 მდებარეობს ჩვენგან 400 მილიონი სინათლის წლის მანძილზე. მკვლევართა ჯგუფმა მასზე დაკვირვებები განახორციელა ნიუ-მექსიკოში განთავსებულ რადიოტელესკოპთა ქსელ Very Large Array-ს მეშვეობით. გალაქტიკის ცენტრში, მკვლევრებმა დააფიქსირეს რადიოტალღათა გამოყოფის ორი განსხვავებული, კომპაქტური წყარო. 

„ორ რადიოწყაროს აქვს იმ მასიურ შავ ხვრელთათვის დამახასიათებელი თვისებები, რომლებიც შთანთქავენ გაზს, რაც იქ ორი შავი ხვრელის არსებობაზე მიუთითებს“, — აღნიშნავს განაცხადებაში კვლევის უფროსი ავტორი, ინდოეთის რადიოასტროფიზიკის ეროვნული ცენტრის მკვლევარი პრიტი ხარბი. 

მკვლევართა თქმით, ეს ორი მონსტრი მათი მასის საერთო ცენტრს გარს უვლის დაახლოებით 100 000 წელიწადში ერთხელ. 

ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელები სავარაუდოდ მაშინ შეწყვილდნენ, როდესაც მათი ყოფილი დედა-გალაქტიკები ერთმანეთს შეერწყნენ და ამჟამინდელი გალაქტიკა NGC 7674 წარმოქმნეს. (როგორც ცნობილია, გალაქტიკათა აბსოლუტური უმრავლესობის ცენტრში განთავსებულია სუპერმასიური შავი ხვრელი). ამ მოსაზრებას კიდევ უფრო აძლიერებს გალაქტიკის Z-ის მსგავსი, დაკლაკნილი რადიოემისია — ფართომასშტაბიანი სტრუქტურა, რომელიც გალაქტიკათა შეჯახების შედეგად უნდა იყოს წარმოქმნილი. 

„ბინარული სუპერმასიური შავი ხვრელის აღმოჩენა ამ გალაქტიკაში, აგრეთვე ადასტურებს თეორეტიკულ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც, ასეთი ბინარები წარმოდგენილი უნდა იყოს ე. წ. Z-ის ფორმის რადიოწყაროებში“, — აღნიშნავს იმავე განცხადებაში კვლევის თანაავტორი დეივიდ მერიტი. 

კვლევა ჟურნალ Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია space.com-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს
ირმის ნახტომის გულის სიახლოვეს დაფიქსირებ
წაკითხვა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
რამდენი შავი ხვრელია კოსმოსში - რაოდენობასთან დაკავშირებით, უაღრესად ვცდებოდით - ახალი კვლევა
გასულ წელს, როდესაც მეცნიერებმა ბოლოსდაბო
წაკითხვა
აღმოჩენილია ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში
აღმოჩენილია ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი სუპერმასიური შავი ხვრელი - პირველად ისტორიაში
პირველად ისტორიაში, ჩვენგან ასობით მილიონ
წაკითხვა
10 გამაოგნებელი ფაქტი შავი ხვრელების შესახებ
10 გამაოგნებელი ფაქტი შავი ხვრელების შესახებ
შავი ხვრელები ერთადერთი ობიექტებია მთელ ს
წაკითხვა
როგორ ვარდებიან ვარსკვლავები შავ ხვრელში - ცდებოდა თუ არა აინშტაინი
როგორ ვარდებიან ვარსკვლავები შავ ხვრელში - ცდებოდა თუ არა აინშტაინი
მეცნიერებმა მიაგნეს ახალ მტკიცებულებას, რ
წაკითხვა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომები დააკვირდნენ მასიური ვარსკვლავის სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაიბადა შავი ხვრელის სა
წაკითხვა
ასტრონომები გაქცეული სუპერმასიური შავი ხვრელის „ცხელ კვალზე“ დადგნენ
ასტრონომები გაქცეული სუპერმასიური შავი ხვრელის „ცხელ კვალზე“ დადგნენ
როგორც წესი, სუპერმასიური შავი ხვრელები გ
წაკითხვა