| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/161755.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 მოქალაქე ასტრონომმა ფოიერვერკის გალაქტიკაში სუპრნოვა აღმოაჩინამიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-05-21 21:37:00
2017 წლის 13 მაისს, იუტის უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის დეპარტამენტის პედაგოგმა, NASA-ს მზის სისტემის ელჩმა იუტაში, პატრიკ ვიგინსმა ღამის ცაზე რაღაც უცნაური შენიშნა. საკუთარი სახლიდან, ტელესკოპით იგი დედამიწიდან 22 მლნ სინათლის წლით დაშორებულ, გედის თანავარსკვლავედში მდებარე სპირალურ გალაქტიკა NGC 6946-ს, იგივე ფოიერვერკის გალაქტიკას აკვირდებოდა. მოულოდნელად მან კაშკაშა ლაქა შენიშნა, რომელიც მანამდე არ ჰქონდა შემჩნეული. მას შემდეგ, რაც პატრიკმა ახალი ხედი ამ გალაქტიკისთვის უფრო ადრე გადაღებულ ფოტოებს შეადარა, მიხვდა, რომ იგი ვარსკვლავის აფეთქების მომსწრე იყო; მან არც მეტი, არც ნაკლები, სუპერნოვა აღმოაჩინა. 14 მაისს, ვიგინსის აღმოჩენა დაადასტურა სუპერნოვათა ორმა მკვლევარმა — სუბო დონგმა პეკინის უნივერსიტეტიდან და კრისტოფ სტანეკმა ოჰაიოს უნივერსიტეტიდან. ზეახალს SN 2017eaw უწოდეს. ვარსკვლავის სუპერნოვად გადაქცევა კოსმოსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და შთამბეჭდავი ასტრონომიული მოვლენაა. სუპერნოვა მაშინ ხდება, როდესაც მასიური ვარსკვლავი კოლაფსირდება და ისე მძლავრად ფეთქდება, რომ მთელი გალაქტიკის გადანათებაც კი შეუძლია. ეს პროცესი შეიძლება ორი გზით მოხდეს: როდესაც შედარებით პატარა ვარსკვლავი საკუთარ ბირთვულ საწვავს ამოწურავს, ბირთვი ენერგიას კარგავს, რათა გაუძლოს დაუნდობელ გრავიტაციას, რომელიც ვარსკვლავს შიგნით ეწევა. თუკი დასუსტებული ვარსკვლავი მასას ახლომდებარე სხვა ვარსკვლავის ხარჯზე აინაზღაურებს, ბირთვი მაინც კოლაფსირდება უზარმაზარი გრავიტაციული ძალების ზემოქმედებით, რასაც I ტიპის სუპერნოვას უწოდებენ. როდესაც ჩვენს მზეზე გაცილებით მასიურ ვარსკვლავს ბირთვული საწვავი გამოელევა, ვარსკვლავის ბირთვი საკუთარი საოცარი გრავიტაციული ძალების გამო კოლაფსირდება და II ტიპის სუპერნოვად აფეთქდება. ორივე შემთხვევაში, სუპერნოვები განსაცვიფრებლად კაშკაშაა — იმდენად კაშკაშა, რომ მისი დანახვა ერთნაირად შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ასტრონომებს მანამ, სანამ ის თანდათან დაკარგავენ ენერგიას და რამდენიმე თვეში, შუქი თანდათან ჩაქრება. SN 2017 II ტიპის სუპერნოვად კლასიფიცირდა. ეს ვიგინსის მიერ აღმოჩენილი უკვე მესამე სუპერნოვაა. 2015 წელს, მან აღმოაჩინა SN 2015Q დიდი დათვის თანავარსკვლავედში და 2014 წელს სუპერნოვა SN 2014G. გარდა ამისა, ვიგინსს აღმოჩენილი აქვს სხვა მრავალი ასტრონომიული მოვლენაც, მათ შორის, ასტეროიდი 2008 წელს. მიღებული აქვს ბევრი ჯილდო, მათ შორის NASA-ს უმაღლესი სამოქალაქო მედალი. მომზადებულია phys.org-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
600 წლის წინ, კორეელი ასტროლოგების მიერ დაფიქსირებული ვარსკვლავის აფეთქების საიდუმლო ამოხსნილია
თითქმის 600 წლის წინ, 1437 წლის 11 მარტის
წაკითხვა
როგორ ეჯახება სუპერნოვა მეზობელ ვარსკვლავს - ასტრონომებმა პირველი კადრები დააფიქსირეს
დაახლოებით 55 მილიონი სინათლის წლის მოშორ
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება უპრეცედენტო დეტალებში დააფიქსირეს
მეცნიერებისთვის ცნობილ ყველაზე მძლავრ კოს
წაკითხვა
ასტრონომებმა აფეთქებული ვარსკვლავის გულის 3D გამოსახულება შექმნეს
დაახლოებით 30 წლის წინ, ასტრონომები უიშვი
წაკითხვა
როგორ გადაიქცა მომაკვდავი ვარსკვლავი შავ ხვრელად - ასტრონომთა აღმოჩენა
ასტრონომები დააკვირდნენ მასიური ვარსკვლავის სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაიბადა შავი ხვრელის სა
წაკითხვა
რა საფრთხეს წარმოადგენს დედამიწისთვის სუპერნოვა და რა მანძილიდან გამოიწვევს ის სიცოცხლის გადაშენებას
თუკი 2 მილიონი წლის წინ იცხოვრებდით და ცა
წაკითხვა
გალაქტიკური ქარები ახალი ვარსკვლავების დაბადების პროცესს ანელებს
მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული სიმულაცია, რომელიც დიდი აფეთქებიდან სულ მალე განვითარებული
წაკითხვა
|